პროდუქტები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

1667

ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კვებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია. ფარისებრი ჯირკვლის არასწორად ფუნქციონირება და ჰორმონების ჭარბი წარმოება ორგანიზმისთვის საზიანოა. ასე შრომისუნარიანობა მცირდება და განწყობა უარესდება.

ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკს მიზნით ექიმები გირჩევენ, რომ იოდით, ცილებით, მინერალური მარილებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით, განსაკუთრებით ასკორბინის მჟავის და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები მიირთვათ.

პროდუქტების სია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის გასაუმჯობესებლად:

1. ვაშლი

ვაშლის მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. ის პათოგენურ ბაქტერიებს ანადგურებს. მთავარი წესი – ვაშლი კურკებიანად შეჭამეთ. მასში იოდის დიდი მარაგია.

2. კიბორჩხალას ხორცი და ზღვის პროდუქტები

ზღვის პროდუქტები B12 ვიტამინს და თუთიას შეიცავენ, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებენ. ყურადღება მიაქციეთ: კიბორჩხალას დაკონსერვებული ხორცი სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს.

3. ზღვის კომბოსტო

ზღვის კომბოსტო იოდს და კიდევ 40 ვიტამინსა და ელემენტს შეიცავს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისგან დაგიცავთ.

4. მოცვი

ეს კენკრა ანტიოქსიდანტების რაოდენობით პირველ ადგილასა. მოცვი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ დარღვევას გააქრობს.

5. წითელი თევზი

წითელი თევზი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის წყაროა. ის ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ეცადეთ, რომ წითელი თევზი ხშირად მიირთვათ.

6. კაკალი თაფლთან ერთად

კაკლისა და თაფლის ნარევი ზარმაც ფარისებრ ჯირკვალს გააქტიურებს. 3-4 ნიგოზი დააქუცმაცეთ, 1 კოვზი თაფლში აურიეთ. ეს „სამკურნალო“ საშუალება ყოველდღე 1-2 კვირის განმავლობაში დილით, უზმოზე მიიღეთ.

7. ლიმონი თაფლთან ერთად

ლიმონი თაფლთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ააქტიურებს. 2-3 ლიმონი კარგად გარეცხეთ. წვრილ სახეხზე ქერქი გახეხეთ. დაახლოებით იმავე რაოდენობის თაფლს აურიეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, საკვების მიღებებს შორის მიიღეთ.

იოდის დღიური ნორმის შესავსებად ყველაზე მარტივი მეთოდი იოდიზირებული მარილის საკვებში გამოყენებაა. ამის შესახებ გახსოვდეთ!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.