პირველი, რასაც ამ სურათზე დაინახავთ, გეტყვით, თუ რა გაწუხებთ ცხოვრებაში

4273

აცნობიერებთ თუ არა, თქვენი ქვეცნობიერი თქვენს პიროვნებას ბევრ რამეში აკონტროლებს და მისი მოტყუება შეუძლებელია! თქვენი თვალი სურათს მთლიანად ხედავს, მაგრამ ფსიქიკა მხოლოდ იმ გამოსახულებას ამჩნევს, რომელიც ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია.

გსურთ გაიგოთ, თუ ახლა რა გაწუხებთ? სურათს შეხედეთ და გვითხარით, თუ პირველად რომელი ცხოველი დაინახეთ!

აი, რას ნიშნავს თქვენი პასუხი:

1. გვირგვინოსანი წერო

თუ პირველად სურათის წინ ორი ჩიტი დაინახეთ, თავს მარტოსულად გრძნობთ. თქვენ გრძნობებს საუბარი გსურთ, მაგრამ გეშინიათ, რადგან ფიქრობთ, რომ ის სხვებისთვის უმნიშვნელოა.

თქვენი გრძნობები არ ჩაკლათ. მეგობრებისა და ახლობლების ნდობა ისწავლეთ. თუ რაიმე გაწუხებთ, საკმარისია ამაზე ისაუბროთ. შესაძლოა, თქვენმა მეგობრებმა არ იციან, რომ მათი დახმარება გჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ გრძნობების დემონსტრაცია სისუსტის ნიშანი არაა.

2. ცისფერი თუთიყუში

ახლა თავს დაკარგულად და მარტოხელად გრძნობთ. თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად მესიჯების, ელექტრონული წერილების და სურათების მეშვეობით ვურთიერთობთ. ეს შესანიშნავია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ვიზუალურ ურთიერთობას ისე მიეჩვია, რომ საუბარი საერთოდ დაავიწყდა.

წვეულებაზე ან კონცერტზე წადით და სახლში ყველა მოწყობილობა დატოვეთ, რომლებმაც შეიძლება ადამიანების გაცნობასა და მათთან ურთიერთობაში ხელს შეგიშალოთ.

3. ჟირაფი

თუ პირველ რიგში სურათზე ჟირაფი დაინახეთ, თქვენ სამსახურზე ნერვიულობთ და დიდ ფინანსურ არასტაბილურობას განიცდით. სამწუხაროდ, სამუშაო ადგილას ზეწოლას ბევრი ადამიანი განიცდის და როცა ბაზარზე კონკურენცია იზრდება, ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება. მეორე მხრივ, ტექნოლოგია სწრაფი ტემპით იზრდება, ამიტომ ყოველთვის რაღაც ახალი უნდა შეისწავლოთ, რომ თანამედროვეობას ფეხი აუწყოთ.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პროფესია ან სპეციალობა ახალ უნარებს მოითხოვს, საკუთარ თავთან გულწრფელი იყავით და გააცნობიერეთ, თუ რაზე ღირს მუშაობა.

4. ზებრები

ახლა თქვენი ან ახლობლის ჯანმრთელობა გადარდებთ. ამასთან იმდენად ნერვიულობთ, რომ ნორმალურად ძილი და ჭამა აღარ შეგიძლიათ.

ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექიმს მიმართეთ და აუცილებელი გამოკვლევა ჩაიტარეთ. ეჭვები სიტუაციას მხოლოდ გაართულებს.

5. ლომები

თქვენ დაკისრებული პასუხისმგებლობა გაწუხებთ. სხვებზე იმდენად ძლიერად ზრუნავთ, რომ ზოგჯერ საკუთარი თავიც კი გავიწყდებათ. გარშემომყოფებს ეჩვენებათ, რომ თქვენ ძლიერი და ამტანი ადამიანი ხართ, თქვენ კი გრძნობთ, რომ შეიძლება ნებისმიერ წამს ნაწილებად დაიშალოთ.

ისწავლეთ სიტყვა „არას“ თქმა. გახსოვდეთ, რომ არაფერია იმაში ცუდი, რომ დრო და დრო ცოტა ეგოისტი იყოთ და საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ.

6. პანტერა

თუ პირველ რიგში პანტერა შენიშნეთ, თქვენი სტრესის მიზეზი თქვენს ურთიერთობაშია. ფიქრობთ, რომ საყვარელ ადამიანთან კავშირს კარგავთ და ხშირად არ იცით, თუ სიტუაცია როგორ გამოასწოროთ.

სცადეთ იმის გახსენება, თუ ურთიერთობის დასაწყისში თავს როგორ გრძნობდით. შესაძლოა, თქვენ პარტნიორთან გულახდილად საუბარი გჭირდებათ. ურთიერთობა ოჯახში პრობლემების მოგვარების საუკეთესო მეთოდია.

როგორ მოგწონთ შედეგი? სიმართლესთან ახლოსა?