წყალბადის ზეჟანგის სასარგებლო თვისებები: როგორ გამოვიყენოთ ეს არაჩვეულებრივი ხსნარი

13735

წყალბადის ზეჟანგი – იაფი საშუალებაა, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ. ეს ანტისეპტიკური ნივთიერება გამოირჩევა უსაფრთხოებითა და ნატურალური წარმომავლობით. იგი საკმაოდ იაფია, ხოლო შედეგი, რომელიც მისი რეგულარული გამოყენებით მიიღწევა, მაქსიმალურად მაღალია. წყალბადის ზეჟანგის ხსნარის გამოყენება შეიძლება უამრავი არასტანდარტული გზით.

შენიშვნა: გამოიყენეთ მხოლოდ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი.

1. ტანსაცმლის გათეთრება

ღია ფერის ტანსაცმელმა სითეტრე რომ შეინარჩუნოს, გაავლეთ ისინი წყალბადის ზეჟანგისა და წყლის ხსნარში. ამ პროდუქტის კიდევ ერთი თვისებაა რთულად ამოსაყვანი ლაქების მოშორება. ამისთვის დაასხით იგი ლაქას, გააჩერეთ1 წუთით, გახეხეთ ჯაგრისით და გარეცხეთ გამდინარე წყალში.

2. თერაპია ფეხის სოკოს დროს

ეფექტის მისაღებად, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი წყალს და ყოველღამე შეიზილეთ დაზიანებულ მონაკვეთებზე.

3. კისრის ტკივილის მოშორება

ეს ნაზავი ოპტიმალური საშუალებაა მათთვისაც, ვინც დიდი ხნის განმავლობაში მოუხერხებლად იწვა. კისრის გაკავების დროს, გაჟღინთეთ ხელსახოცი წყალბადით და დაიდეთ კისერზე.

4. სურდოს მკურნალობა

გაზიანი სასმლისა(1 ჭიქა) და წყალბადის ზეჟანგის (1 ს.კ.) ხსნარით დაიმუშავეთ ცხვირის ლორწოვანი გარსი.

5. პირის ღრუს გამოვლება

ამ ნივთიერებაზე დამზადებული საშუალება სწრაფად ახორცებს ჭრილობებსა და წყლულებს პირის ღრუში. ამისთვის აიღეთ 10 მლ წყალბადის ზეჟანგი და გაიჩერეთ პირში 5 წუთით. აკრძალულია მისი გადაყლაპვა. აღნიშნული საშუალება ათეთრებს კბილებს და ამცირებს კარიესის გაჩენის რისკს.

6. კონტაქტური ლინზების დამუშავება

დაამუშავეთ ლინზები ამ ხსნარით და მათზე დაგროვილი ცილები დაიშლება.

7. ყურების გაწმენდა

აიღეთ რამდენიმე წვეთი ხსნარი და დაუმატეთ თბილ წყალში. ჩაალბეთ სითხეში ბამბის ჩხირი და გაიწმინდეთ ყურები.