ოსტეოქონდროზი დიდი ხნის წინ დავამარცხე. რამდენიმე წელია, ტკივილი აღარ მაწუხებს

44424

ძლიერი სტრესის გამო დამეწყო სახსრების ტკივილი. დიაგნოზი ოსტეოქონდროზი იყო. ტრადიციულის ნაცვლად, უპირატესობა ხალხური მკურნალობის საშუალებას მივანიჭე, მას შემდეგ კი 25 წელი გავიდა და სახსრებს დღემდე არ შევუწუხებივარ.

ახლა ამ ეფექტურ საშუალებას თქვენც გაგაცნობთ:

ინგრედიენტები

  • 0.5 ლ თბილი წყალი
  • 70-100 გ ახალი საფუარი
  • ჭვავის ფქვილი

მომზადება და გამოყენება

1. მოზილეთ ცომი და გააჩერეთ 7 დღით გრილ ადგილას, ოღონდ არა მაცივარში.

2. როცა ცომი ასუქდება, ისევ ჩაზილეთ.

3. 7 დღეში ცომი მზად იქნება, შეგიძლიათ მკურნალობას შეუდგეთ.

4. კომპრესის მომზადებამდე, პაციენტს შეუძლია დღეში 1 ჭიქა ცხელი რძე მიირთვას 1 ჩ.კ. სოდასთან ერთად. დალიეთ კოვზით ან თითო ყლუპად.

5. მარლა დაკეცეთ ორ ფენად, წაუსვით ცომი. დაწექით მუცელზე, დაიწვეთეთ სკიპიდარი მშრალ ხელზე და კარგად დაიზილეთ წელი. ასე გააკეთეთ სამჯერ.

6. ცომიანი მარლა დაიდეთ წელზე, ზემოდან დააფარეთ ცელოფანი, შემდეგ ბამბა და კარგად შეიხვიეთ დიდი პირსახოცით, ჰაერი რომ არ შევიდეს.

7. ზემოდან დაიფარეთ თბილი საბანი. იწექით ასე 40-60 წუთით, რამდენსაც გაძლებთ.

კომპრესის შემდეგ შეიძლება ცოტაოდენი წვა იგრძნოთ, თუმცა ეს ადგილები არაფრით არ უნდა დაიზილოთ, თავისით უნდა გადავიდეს. ცომიანი მარლა მოიხსენით, მაგრამ კიდევ 1 საათით, თბილად გახვეული იწექით. ცომი მოათავსეთ უკან ქვაბში და დადგით ბნელ, გრილ ადგილას.

თუ დაწვრობა არ იქნება, გაიმეორეთ კურსი 7 დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში – 2-3 კვირაში.

თუ ცომი დაობდება, მოხსენით ობი და ისევ გამოიყენეთ.