ზაფხულში შეიძლება – კოსმეტოლოგების მიერ ნებადართული 15 პროცედურა

1855

ითვლება, რომ ზაფხულში კოსმეტოლოგის კაბინეტს გვერდი უნდა აუაროთ. საიდან წამოვიდა ეს მოსაზრება არავინ იცის, მაგრამ დღეს „ვივიენი“ ამ მითის გაქარწყლებას შეეცდება. ექსპერტებთან ერთად გიამბობთ, თუ წლის ცხელ სეზონში რომელი პროცედურების ჩატარება შეიძლება და რომელი პროცედურა უნდა გადადოთ შემოდგომამდე.

ნამდვილად რისი გაკეთება შეიძლება? ერთმნიშვნელოვნად – კონტურული პლასტიკა (ტუჩი, ცხვირი, ლოყა-ყვრიმალის ზონა, სახის ქვედა ნაწილი და ა.შ.). ყველაფერი, რაც ფილერით კორექციას უკავშირდება, შეგიძლიათ ნებისმიერ სეზონზე გაიკეთოთ. პაციენტის შესახებ ცნობები ექიმთან ვიზიტის დროს გროვდება, რაც ექიმს კონკრეტულად ამ პაციენტისთვის საჭირო პრეპარატის დანიშვნაში დაეხმარება.

რეკომენდებულია, ზაფხულში თავის მოვლის პროცედურებს ყურადღება მიაქციოთ. მაგალითად, ნახშირის პილინგის კურსი ჩაიტარეთ. ეს აშშ-ში დაპატენტებული და პოპულარული ლაზერული პროცედურაა: ნახშირის ლოსიონის და ლაზერული იმპულსის კომბინაციით კანი ღრმად იწმინდება, ფორები ვიწროვდება, სახის ფერი და კანის ტონუსი უმჯობესდება. პროცედურა ნებისმიერ სეზონზე დაზიანებისა და რეაბილიტაციის გარეშე შეგიძლიათ ჩაიტაროთ.

ზაფხულში ჭუჭყისა და მტვრის ნაწილაკები სახეს ედება და ფორებს ავსებს, რაც სიწითლეს და ანთებას იწვევს. თვითმკურნალობა და სპირტის შემცველი საშუალებებით კანის კიდევ უფრო გამოშრობა ნამდვილად არ ღირს. ამის ნაცვლად სჯობს HydraFacial სეანსი გაიაროთ – დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი ჰიდრომექანიკური პილინგი. პროცედურის დროს ექიმი მოწყობილობის სხვადასხვა ფორმებს იყენებს, რაც ძლიერი ვაკუუმისა და სპეციალური შრატების დახმარებით ბევრ ესთეტიკურ პრობლემას მოაგვარებს. პირველ ეტაპზე კანის განახლება, მისი ზედაპირის და ტონის გასწორება, მეორე ეტაპზე კი ფორების ღრმად გაწმენდა, მესამე ეტაპზე – ანტიოქსიდანტური თერაპია და დატენიანება ხდება.

სტანდარტული საზაფხულო პროცედურები, რომლებიც პაციენტებში ძალიან პოპულარულია:

  • მეზოთერაპია ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შერჩეული ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მიკრო ინექცია;
  • ბიორევიტალიზაცია – ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული პრეპარატების მიკრო ინექცია;
  • პლაზმოთერაპია – პაციენტში საკუთარი სისხლის პლაზმის შეყვანა კანის შიგნიდან აღსადგენად და სამგანზომილებიანი გაახალგაზრდავებისთვის;

ყველა ეს პროცედურა კანს ეფექტურად ატენიანებს და აღადგენს, მაგრამ მზიან ქვეყანაში მოგზაურობის წინ ამ პროცედურების ჩატარება არ ღირს – ეს ჭარბ პიგმენტაციას და ლოკალურ ანთებას გამოიწვევს. მოგზაურობის დაწყებამდე და კურსის დასრულების შემდეგ 2 კვირა მაინც უნდა გავიდეს.

აპარატული არაინვაზიური პროცედურები ზაფხულში „მასტ-ჰევ“ პრინციპს მიეკუთვნება. მაგალითად, ფოკუსირებული ულტრაბგერითი Ultraforme. მოწყობილობა ტკივილის და სკალპელის გარეშე სარეაბილიტაციო პერიოდში საშუალებას გაძლევთ კანის ზედაპირი და SMAS (კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოები) ამოავსოთ, გრავიტაციულ პტოზსს (სახის ოვალის ჩამოშვება) შეეწინააღმდეგოთ. კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოები ვიწროვდება, ორგანიზმში ახლის წარმოების სტიმულაცია ხდება, რაც ლიფტინგის ეფექტს იძლევა. წარმოების პროცესი დაახლოებით 2-4 თვეს მოიცავს, მაგრამ პაციენტი ეფექტის ნაწილს უკვე პროცედურის შემდეგ ხედავს. „ულტრაფორმერის“ სარგებელი – სხვა პროცედურების, მაგალითად ინექციებთან, კომბინაციის საშუალება.

ზაფხულში კანის ასაქერცლად მსუბუქი ქიმიური პილინგის (კეტონმჟავა, რძისმჟავა, სალიცილის მჟავა) გაკეთება დაშვებულია. მის შემდეგ მოვლის პროცედურების ჩატარება ხდება, რომ პილინგის შემდეგ კანი დამშვიდდეს (შრატი, ნიღაბი და ა.შ.). აუცილებელი პირობა – გამოიყენეთ SPF 50 საშუალება.

აი, ზაფხულში რომელი პროცედურის ჩატარება კატეგორიულად არ შეიძლება: ღრმა ქიმიური, აგრესიული პილინგი და სახის ლაზერული გაპრიალება – ასეთი პროცედურის დროს ეპიდერმისის ზედა ფენის სრულად აღება ხდება, რაც კანს „შიშველს“ ტოვებს. ეს კი პიგმენტაციას და ჰიპერპიგმენტაციას იწვევს.

ზაფხულის პერიოდში უპირატესობა მიანიჭეთ ყველაფერ მსუბუქს: აპარატებს, რომლებიც კანს არ აზიანებენ და თავის მოვლის პროცედურებს, რომლებიც სინაზის შეგრძნებას გიტოვებთ.

ზაფხულში ცხიმიან და კომბინირებულ კანს დეტოქსიკაციის პროცედურები სჭირდება რბილი სკრაბებით, ნიღბებით და შრატებით, რომლებიც ცხიმოვანი ჯირკვლის წარმოებას ამცირებენ. ლიმფური სადრენაჟო მასაჟი არ დაგავიწყდეთ – ის ზაფხულში ძალიან სასარგებლოა, რადგან კანს კარგად წმენდს. შემდეგ კანის ტიპის მიხედვით აპარატი „იონოფორეზის“ დახმარებით შრატის და ნიღბის შეყვანა ხდება. ასე კანში ვიტამინები, მიკროელემენტები და ამინომჟავები ღრმად აღწევს. განსაკუთრებით აქტუალურია დამატენიანებელი კოქტეილები, რომლებიც სისხლძარღვების ბადეს ამშვიდებენ და გაღიზიანებას ხსნიან.

ასაკოვანი კანის მოსავლელად ზაფხულში ბევრი ვარიანტი არსებობს: რადიო სიხშირის და ელექტრონული ტალღების აპარატებით ლიფტინგის პროცედურები, რომლებიც კოლაგენის ბოჭკოების აღდგენას ხელს უწყობენ და მათ უფრო მკვრივს ხდიან. მსგავსი თერაპია სახის კუნთებს წევს. ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ რემოდელირების, პლასტიალიზაციის და გამაძლიერებელი მასაჟები ჩაიტაროთ.

პიგმენტაციისკენ მიდრეკილ კანს ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან ამ დროს მზე აქტუალურია. მისი დამცავი ფუნქციების გასაზრდელად კარბოქსითერაპია ჩაიტარეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არა ინექციური მეთოდით ნახშირორჟანგის მოლეკულების შეყვანა, ამის შემდეგ კანი ჟანგბადით გაჯერებული, განახლებული, უფრო ღაი ფერის და ელასტიური ხდება. პროცედურა როგორც აპარატით, ასევე ნიღბებით ტარდება.

ზაფხულში არ გირჩევთ აპარატულ პროცედურებს, რომლებიც კანის მთლიანობას არღვევენ. მაგალითად, სისხლძარღვების და პიგმენტური ლაქების მოშორება ლაზერის დახმარებით, ლაზერული ეპილაცია და გამაახალგაზრდავებელი პროცედური, კანის გაპრიალების, პაპილომას და ახალი წარმონაქმნების მოშორება, ქიმიური პილინგის ჩატარება. ხილის მჟავები მხოლოდ იშვიათ შემთვევაში გამოიყენეთ (აკნე გამონაკლისს წარმოადგენს).

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.