იოგას 5 ასანა, რომელიც დეპრესიის მოშორებაში ან უბრალოდ მოდუნებაში დაგეხმარებათ

1711

დეპრესია და შფოთვა თითქმის ყველა ადამიანს თან სდევს. თქვენს დახმარებას იოგა შეძლებს.

არსებობს რამდენიმე მარტივი ასანა, რომელიც გულს და გონებას დაამშვიდებს და ცოტათი გაგაახალგაზრდავებთ კიდეც.

ეს კომპლექსი ყოველდღე შეასრულეთ და დადებითი ცვლილებები დიდხანს არ დააყოვნებს.

1. ემბრიონის პოზა

მუხლებზე დაჯექით, წინ დაიხარეთ და თავი მუხლებთან რაც შეიძლება ახლოს მიიტანეთ, ხოლო ხელები, ხელისგულებით ქვემოთ წინ გასწიეთ.

2. ვიპარიტა კარანი

იატაკზე დაწექით, ფეხები ზემოთ ასწიეთ და კედელს მიადეთ. შეგიძლიათ მცირე მუთაქა გამოიყენოთ, რომ ზურგის დაძაბულობა მოიხსნათ.

3. მთის პოზა

სწორად დადექით და წინ დაიხარეთ ისე, რომ ხელები კოჭებს დაადოთ. ეცადეთ სახე მუხლებთან რაც შეიძლება ახლოს მიიტანოთ.

4. კატის პოზა

ოთხზე დადექით, ხელისგულები მხრების გასწვრივ, მუხლები მენჯ-ბარძაყის სახსრების ქვეშ. ჩასუნთქვაზე ზემოთ აიხედეთ, ხერხემალი ჩასწიეთ. ამოსუნთქვაზე პირიქით, ხერხემალი მოამრგვალეთ.

5. შირშასანა

ეს თავისი არსით თავზე და ხელებზე დგომაა. ასანა ტვინში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს და სტრესს და უძილობას მოგაშორებთ.

თქვენ იოგას პრაქტიკას იყენებთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.