აწეული მკერდი! 9 ნაბიჯი, რომელიც მკერდს ჩამოწელვის უფლებას არ მისცემს

4992

ასაკის მატებასთან ერთად მკერდი სულ უფრო მოწყენილი და მოწყენილი ხდება. მის გასამხნევებლად 9 ჯადოსნური ხრიკი გამოიყენეთ. სცადეთ, არ გაიცინოთ.

ნაბიჯი №1 ძუძუს თავებზე აირით ჰელიუმის ბუშტები მიიბით

აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ეს ბუნებრივი გზით მკერდის აწევის შესანიშნავი მეთოდია. შეიძლება მეტროში მგზავრობა გაგიჭირდეთ, მაგრამ მიეჩვევით. ყურადღება არ მიაქციოთ, თუ თქვენი „ჰაეროვანი მხარდაჭერა“ გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევს. უბრალოდ თქვით, რომ ეს ახალი ტრენდია და ყველა ბლოგერი ასე აკეთებს.

ნაბიჯი №2 მკერდის აზიდვები გააკეთეთ

ოდესმე გინახავთ, მამაკაცები თავის მოსაწონებლად თითებზე როგორ იწევიან? მათ კლასი აჩვენეთ, აზიდვები ძუძუს თავებით გააკეთეთ. არ ინერვიულოთ, თუ ვარჯიშს პირველივე ჯერზე ვერ შეასრულებთ. 50-60-ჯერ სცადეთ და თქვენ უკვე ვარჯიშს ოსტატურად დაეუფლებით.

ნაბიჯი №3 სპეციალური ადამიანი დაიქირავეთ, რომელიც თქვენს მკერდს დაიჭერს

თუ საკმარისი ფინანსური სახსრები გაქვთ, უბრალოდ „მკერდის დამჭერი“ იპოვეთ. მას გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეთ და დარწმუნდეთ, რომ თქვენ ოთხი (შენ, მას და თქვენს ძუძუებს) ერთად თავს კომფორტულად გრძნობთ.

ნაბიჯი №4 მკერდის თარო იყიდეთ

ეს გამოგონება Kickstarter-ზე უკვე დიდი ხნის წინ გამოჩნდა, მაგრამ მასობრივი გაყიდვები ახლახანს დაიწყო. დეტალურად შეარჩიეთ არა მხოლოდ თაროს მასალა, არამედ თასმები, რომელზეც თარო დაკიდული იქნება. თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, ჩვეულებრივი საიმედო თასმები აირჩიეთ. გარეთ გასვლის დროს, შეგიძლიათ აბრეშუმის ან ხავერდის ნაჭრით ჩაანაცვლოთ.

ნაბიჯი №5 ზურგზე და მუცელზე არ დაიძინოთ. სჯობს საერთოდ არ დაიძინოთ

პირველ დღეებში გაგიჭირდებათ, მაგრამ შემდეგ რიტმში შეხვალთ. არ იწუწუნო და საკუთარი თავი არ შეიცოდოთ – ბოლოს და ბოლოს სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

ნაბიჯი №6 ბიუსჰალტერი ყველგან ატარეთ

შხაპის მიღების დროსაც – „ყველგან“ ნიშნავს „ყველგან“, არანაირი გამართლება!

ნაბიჯი №7 ვარჯიშები დაივიწყეთ

განსაკუთრებით ხტუნვა, სირბილი და ყველაფერი, რაც მკერდს ტყუილად აწუხებს. როგორ შევამოწმოთ ვარჯიშის შესრულება შეიძლება თუ არა? თუ ვარჯიშის შესრულების დროს მკერდი ქანაობს, ვარჯიში დაივიწყეთ. უბრალოდ მშვიდად იდექით, მოგვიანებით მკერდი ამისთვის მადლობას გეტყვით. ერთადერთი გამონაკლისი – ძუძუს თავებით აზიდვები.

ნაბიჯი №8 ყველგან აწეული ხელებით იარეთ

ასე მაღლა აწეული მკერდის ილუზიას მაინც შექმნით.

ნაბიჯი №9 მკერდი ფრინველის ბუმბულით დაიმასაჟეთ

ამ მიზნით ყველა ფრინველი არ გამოდგება – მხოლოდ ფრენის უნარის მქონე. მოერიდეთ ქათმის, ასევე ფარშევანგის ბუმბულს – ამ უკანასკნელს მხოლოდ მამაკაცები იყენებენ.

ახლა სერიოზულად. მკერდის ჩამოწევა ნორმალური და გარდაუვალი პროცესია. მკერდში კუნთი არაა, რომელიც მას მხარს დაუჭერს. მკერდი ცხიმების, რკინის, რძის სადინარის და შემაერთებელი ქსოვილებისგან შედგება. ქალი რაც უფრო ასაკში შედის, მისი შემაერთებელი ქსოვილები ელასტიკურობას უფრო კარგავენ.

ეს იმედის გაცრუების მიზეზი არაა. გახსოვდეთ, რომ თქვენ მშვენიერი ხართ და საკუთარი თავი შეიყვარეთ.