ნაოჭების საწინააღმდეგოდ და არა მხოლოდ: როგორ და რატომ უნდა მიიღოთ კოლაგენი?

1991

უცნაურად ჟღერს, მაგრამ ახლა მოდაშია დაქუცმაცებული ძროხისა და თევზის შემაერთებელი ქსოვილის ყავაში, სმუზში, შვრიასა და წვენში დამატება. საქმე კოლაგენს ეხება, რომელიც არა მხოლოდ ცილების წყარო, არამედ ნივთიერებაა, რომელსაც კუნთებში ტკივილის მოხსნა, საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება და კანის დაბერების შეფერხება შეუძლია. როგორ და რატომ უნდა მიიღოთ კოლაგენი?

რას ამბობს მეცნიერება

კვლევა აჩვენებს, რომ ქალები, რომლებიც კოლაგენს დანამატის სახით იღებენ, 2 თვის შემდეგ თვალის ირგვლივ ნაოჭები 20%-ით უმცირდებათ. კოლაგენი ოსტეოართრიტის დროს მუხლების ტკივილს ამცირებს. მიზეზი მარტივია: კოლაგენი ანტიოქსიდანტებით მდიდარია, რომელიც ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის შექმნაში მონაწილეობს. ასევე ეს მჟავები „ზარმაცი ნაწლავის სინდრომს“ მოგიხსნით.

როგორ მივიღოთ?

ადამიანები, რომლებიც კოლაგენის დანამატს საუზმეზე ერთი თვის განმავლობაში იღებდნენ, ამბობენ, რომ სადილობამდე შიმშილის გრძნობა არ აწუხებდათ: ერთ პორციაში დაახლოებით 20 გრ ცილაა. მას სუნი და გემო არ აქვს, შესანიშნავად იხსნება როგორც ცხელ, ასევე ცივ სითხეში.

და როგორია შედეგი?

ბევრი აღნიშნავს, რომ სახის კანი უფრო რბილი და ბზინვარე ხდება, ხოლო ნაოჭები ყველას არ უმცირდება. ითვლება, რომ კანზე წასმის დროს კოლაგენი ბევრად უფრო ეფექტურია, ხოლო შიგნით მიღების დროს სხვა დადებითი თვისებები მუშაობს.

ზოგიერთს სახსრების ტკივილი აღარ აწუხებთ, თუმცა ქრონიკული ართრიტის შემთხვევაში ეფექტი დიდხანს არ გრძელდება.

ცდად ღირს – თავად გადაწყვიტეთ. ორგანიზმისთვის ზიანს ნამდვილად არ წარმოადგენს, ხოლო სარგებელს თავად იგრძნობთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.