102 წლის ჰოლოკოსტის გადარჩენილი შეხვდა ოჯახს, რომელსაც 1944 წლიდან დაღუპულად მიიჩნევდა

0
137

პეტრუშკა მხოლოდ 24 წლის იყო, როცა 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ვარშავიდან საბჭოთა კავშირის მიმართულებით გაიქცა და მშობლები და ტყუპისცალი ძმა ვოლფა და ზელიტა მიატოვა.

მისი მშობლები და ზელიტა ვარშავიდან დაარეპორტეს და ნაცისტურ ბანაკში მოკლეს. ვოლფმა დამალვა მოახერხა.

ძმებს ცოტა ხნით ერთმანეთთან მიმოწერა ჰქონდათ, სანამ ვოლფი სამუშაოდ ციმბირში არ წაიყვანეს. პეტრუშკა თვლიდა, რომ მისი ძმა აქ დაიღუპა.

ის რუსეთში დაქორწინდა და ფიქრობდა, რომ ახლობელი არავინ ჰყავდა. ამიტომ 1949 წელს ისრაელში ახალი ცხოვრების დასაწყებად გადავიდა.

2 კვირის წინ მისმა შვილიშვილმა, შაჰარ სმოროდინსკიმ კანადიდან ბიძაშვილის წერილი მიიღო, რომელიც მისი ოჯახის ხეზე მუშაობდა.

მან თქვა, რომ იად ვაშემის ჩვენების გვერდი ნახა, რომელიც 2005 წელს ვოლფ პეტრუშკამ მის ძმაზე ელიაგაზე შეავსო, რომელიც მისი აზრით, გარდაცვლილი იყო.

როგორც აღმოჩნდა, ვოლფი გადარჩა და მაგნიტოგორსკში, ურალის სამრეწველო ქალაქში დასახლდა.

სმოროდინსკმა მისამართი გაარკვია და მიწერით გაიგო, რომ ვოლფი, რომელიც მთელი ცხოვრება მშენებლობაზე მუშაობდა 2011 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ალექსანდრე, მისი ერთადერთი შვილი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

მას შემდეგ, რაც მას Skype-თ დაუკავშირდა, ალექსანდრენ ბიძიას მონახულება გადაწყვიტა, რომლის შესახებ არაფერი იცოდა.

სმოროდისნკმა, სამხრეთ ისრაელში ბენ გურიონის უნივერსიტეტის 47 წლის პროფესორმა Associated Press მოიწვია, რომ მათ 16 ნოემბერს, საღამოს ისრაელის ცენტრში, თავშესაფართა სახლში ოჯახის კვლავ გაერთიანება აღებეჭდათ.

ორი მამაკაცი ერთმანეთს შეხვდა და საუბარი დაიწყეს. ორივემ აღნიშნა, რომ სახეზე ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

„შენ მამაშენის ასლი ხარ. შენს ლოდინში ორი ღამე არ მეძინა“ – თქვა ხმა აკანკალებუმა პეტრუშკამ, რომელიც სმენის აპარარტს და გადაადგილებისთვის დამხმარე მოწყობილობას იყენებს.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ალექსანდრე გაოცებას ძლივს იკავებდა და გაკვირვებული თავს აქნევდა.

„სასწაულია. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა“ – თქვა ალექსანდრემ, რომელიც მამასავით მთელი ცხოვრება მშენებლობაზე მუშაობდა.

დები ბერმანი, იად ვაშემის წარმომადგენელი, რომელიც პეტრუშკების ოჯახის გაერთიანებას ესწრებოდა, თქვა, რომ „ერის დასასრულის“ ბოლოს ყოფნა წარმოუდგენლად გულისამაჩუყებელია.

„ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია, რომ რაღაც მსგავს მოვესწროთ. ვგრძნობ, რომ ისტორიის ნაწილს შევეხეთ“ – ამბობს ის.

პეტრუშკასთვის ყოფილი მიკრობიოლოგისთვის და 10 ადამიანის დიდი ბაბუასთვის, ეს ხანგრძლივი და სავსე ცხოვრების სრულყოფილი დასასრული იყო.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ეს აჩვენებს, რომ გვიანი არასდროს არაა. ადამიანები ყოველთვის იპოვიან მათ, ვისაც ეძებენ, თუ მთელი ძალით ეცდებიან. მე ეს შევძელი“ – ამბობს ის.

ძალიან გულისამაჩუყებელი ისტორიაა, არ მეთანხმებით?

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი