7 საშიში დაავადება, რომლებიც პირის ღრუში უსიამოვნო სუნით ვლინდება

12448

როცა ავადვმყოფობთ, ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს ცვლილებები, რომლებიც მის მუშაობაზე აისახება. ჩვენ შეიძლება შეგვეცვალოს კანის ფერი, გაჩნდეს ლაქები ფრჩხილებსა და კბილებზე, შეიცვალოს სუნიც. ჩვენი სხეულის ბიოქიმიის უმცირესი ცვლილებებიც კი შეიძლება დაავადების განვითარების პროცესზე მიგვითითებდეს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პირველი სიმპტომები გაჩნდება. მთავარია იცოდეთ, სად რა უნდა ეძებოთ. აი, რომელ დაავადებებს განსაზღვრავენ ექიმები სუნით.

1. პროეკლამპსია

სისხლის მაღალი წნევა, რომელიც ფეხმძიმობის დროს ვითარდება, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ეკლამპსიის წინამორბედი იყოს. მნიშვნელოვანია მისი გამოვლენა მაქსიმალურად ადრე. როგორც ჟურნალ Advanced Materials Science-ში სამი წლის წინ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, ამ დაავადების განსაზღვრა ფეხმძიმე ქალის სუნთქვის მიხედვით, 84%-იანი სიზუსტით შეიძლება.

2. ფილტვების კიბო

ისრაელმა მეცნიერებმა შეიმუშავებს მოწყობილობა “NaNose”, რომელიც 90%-მდე სიზუსტით ადგენს ფილტვების კიბოს, თანაც ძალიან ადრეულ სტადიებზე. გარდა ამისა, როგორც ჟურნალ ACS Nano-ში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, ალკოტესტერის მსგავს მოწყობილობას სუნის მიხედვით შეუძლია კრონის დაავადების, თირკმლების უკმარისობის, გაფანტული სკლეროზისა და კიბოს ზოგიერთი ფორმის დადგენა.

3. თირკმლების უკმარისობა

ამ დაავადების ერთ-ერთი ნიშანია სუნთქვისას ამიაკის სუნის გამოყოფა. ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ერთჯერადი მოწყობილობა, რომელიც ამიაკის სუნის გამოყოფის უმცირეს ნიშანსაც აღიქვამს და დიაგნოზის სწრაფად დასმაში გვეხმარება. ახლა მეცნიერები იმას ცდილობენ, რომ ეს მოწყობილობა გამოყენებისთვის მაქსიმალურად მარტივი და იაფი გახადონ, რათა ადრეული დიაგნოსტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

4. ღვიძლის ციროზი

თევზის სუნიანი სუნთქვა იმის ნიშანია, რომ ღვიძლი ვეღარ უმკლავდება თავის ფუნქციებს და ვეღარ ამუშავებს ტოქსინებს. მავნე ნივთიერებები გროვდება შარდში, ოფლსა და სუნთქვაში და მათ სპეციფიკურ სუნს ანიჭებს.

5. გაფანტული სკლეროზი

ეს საშიში ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც, ორგანიზმი თავისივე ცნს-ს უტევს და მკვეთრ კვალს ტოვებს პაციენტის სუნთქვაზე. ჟურნალ ACS Chemical Neuroscience-ში გამოქვეყჯებული კვლევის მიხედვით, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა დიდ უმრავლესობას შეეცვალა სუნი პირის ღრუში, თანაც, დაავადების ძალიან ადრეულ სტადიებზე.

6. ღრძილების დაავადება

სუნი, რომელიც გაფუჭებული კვერცხის “არომატს” გვაგონებს, ღრძილების დაავადებების ნიშანია. ამასთან, აბსცესი შეიძლება განვითარდეს ღრძილის მცირე მონაკვეთზე, რამდენიმე მმ-ს ზომით. მისი აღმოჩენა და გაწმენდა კი მხოლოდ ექიმს შეუძლია, ამიტომ არაჯანსაღი სუნის პირელივე გამოვლინებისთანავე მიმართეთ სტომატოლოგს, მაშინაც კი, თუ ჯერ არც კბილები გტკივათ და არც ღრძილები.

7. შაქრიანი დიაბეტი

სპეციფიკური ტკბილი, “ხილის” სუნი პირიდან შეიძლება განვითარებად შაქრიან დიაბეტზე მეტყველებდეს: ეს კეტოზის ნიშანია, როცა ორგანიზმი ენერგიის მოპოვებას ნახშირწყლებიდან კი არა, ცხიმებიდან იწყებს. მნიშვნელოვანია ამ დროს ენდოკრინოლოგთან მისვლა და შაქრის დონის შემოწმება მაქსიმალურად ადრე – ეს დაგეხმარებათ დროული ზომების მიღებაში და დაავადების კონტროლში ადრეული სტადიიდანვე.