7 სერიოზული დაავადება, რომელთა დადგენაც ხელების მიხედვითაა შესაძლებელი

1838

ხელები – არამხოლოდ პასპორტი, არამედ ერთგვარი სამედიცინო ბარათიცაა. თითების სიგრძე, მადის მოცულობა და ხელის ჩამორთმევის ძალაც კი გვაფრთხილებს ყველაზე სერიოზული დაავადებების გაჩენის რისკის შესახებ. შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობა ახლავე!

1. ართრიტი

თუ ოსტეოართრიტით დაავადების რისკის შეფასება გსურთ, გაზომეთ საჩვენებელი და შუა თითების სიგრძეები და შეადარეთ: თუ შუა თითი საჩვენებელზე გრძელია, ართრიტის გაჩენის რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საწინააღმდეგო შემთხვევაში. გრძელი შუა თითი დაკავშირებულია ჯორმონ ესტროგენის დაბალ დონესთან, რომელზეც გარკვეულწილად დამოკიდებულია მუხლის ართრიტი.

2. პარკინსონის დაავადება

ხელის კანკალი შეიძლება სავსებით უვნებელი მიზეზის გამო გაჩნდეს, მაგალითად, ზოგიერთი ანტიდეპრესანტის ან ასთმის სამკურნალო პრეპარატის მიღების გამო. ასევე, ტრემორი შეიძლება გაჩნდეს კოფეინის მუდმივი მოხმარების გამო. თუმცა, თუ ხელები გიკანკალებთ, თუმცა ნორმაზე უფრო ძლიერად, შესაძლოა, საუბარი იყოს პარინსონის დაავადების პირველ სიმპტომზე, ამიტომ ექიმს დაუყოვნებლივ მიმართეთ.

3. თირკმლების დაავადებები

იმის შესახებ, რომ თირკმლებში გარკვეული სახის პრობლემებია, ფრჩხილის ფერის ცვლილებები გვაფრთხილებს: როგორც ინდოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ფრჩხილის ზედა ნაწილის გაყავისფერება თირკმლების დაავადებებს 36%-მდე შემთხვევებში ახლავს თან. ასევე, ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ფრჩხილზე მუქი, ვერიკალური ზოლი გაჩნდა – ეს მელანომის ნიშანია.

4. გულის დაავადებები

გულის დაავადებების გაჩენის რისკის შესაფასებლად, ჩაატარეთ მარტივი ტესტი: ჩამოართვით ხელი მეგობარს და სთხოვეთ, ამ ჩამორთმევის ძალა შეაფასოს. რთული დასაჯერებელია, თუმცა შემოდგომაზე ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნებული კვლევის შედეგი ამტკიცებს: ხელის ჩამორთმევის ძალა გულის დაავადების იმაზე უფრო საიმედო მარკერია, ვიდრე სისხლის წნევის დონე. საქმე კუნთების საერთო ძალაშია, როგორც ექიმები ამბობენ, და გვირჩევენ: რაც უფრო მოდუნებულია ხელის ჩამორთმევა, მით უფრო მაღალია დაავადების რისკი.

5. ჰიპერტონია

მაღალი წნევისაკენ მიდრეკილების განსაზღვრა თითის ანაბეჭდების მიხედვითაა შესაძლებელი – ამისთვის საჭირო არაა პროფესიონალური დაქტილოსკოპიის ჩატარება. უბრალოდ კარგად დაათვალიერეთ ნახაზები თითის ბალიშებზე. 139 მონაწილეზე ჩატარებული ექსპერიმენტით გაირკვა: ადამიანები, რომლებსაც თითებზე ზოლები ეხვევათ, ჰიპერტონიის უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვის თითებზეც “დახატულია” თაღები ან მარყუჟები. საქმე ისაა, რომ თითის ანაბეჭდები ფეხმძიმობის გარკვეულ სტადიაზე ფორმირდება, სწორედ მაშინ, როცა ყალიბდება იმ ფაქტორთა უმეტესობა, რომლებიც სისხლის წნევაზე ახდენს გავლენას.

6. ანემია

არსებობს ანემიის რამდენიმე ფორმა, რომლებსაც აერთიანებს ის, რომ მათ დროს ორგანიზმში არაა სისხლის საკმარისი ჯანსაღი უჯრედები, რომლებიც უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას ყველა ორგანოსთვის. ანემიის საერთო სიმპტომია სიფერმკრთალე, პირველ რიგში კი – ხელებისა და ფრჩხილის ქვედა კანის სიფერმკრთალე.

7. ღვიძლის დაავადება

წითელი ლაქები ხელისგულებზე შეიძლება ღვიძლის განვითარებად დაავადებაზე მეტყველებდეს. გარდა ამისა, დაავადებაზე მიუთითებს თვილი ხელები ცივ ამინდშიც.