აღმოსავლეთის დელიკატური საკითხი: იაპონელი ქალების სილამაზის 7 საიდუმლო

0
519

იაპონიამ მოწინავე ტექნოლოგიების შესახებ ბევრი რამ იცის, სილამაზის შესახებ – კიდევ უფრო ბევრი რამ!

ყველასთვის ცნობილია, რომ იაპონელ ქალებს მშვენიერი სახის კანი აქვთ. კანის მოვლის საიდუმლოებებს გვიმხელს ჩიზუ საეკი, წიგნის „კანის მოვლის იაპონური, რევოლუციური მეთოდი – როგორ გავილამაზოთ კანი ლამაზი ნებისმიერ ასაკში“ ავტორი.

1. ნაკლები საშუალება

„დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების დიდი რაოდენობით გამოყენება კანს აღიზიანებს. ინგრედიენტები შეიძლება ერთმანეთში რეაქციაში შევიდეს ან უკუეფექტი გამოიწვიოს. იაპონელი ქალების საიდუმლო მუდმივი და მკაცრი ალგორითმია. დილით: სპეციალური საშუალებით დაბანა, ლოსიონის (და არა ტონიკის) წასმა, შემდეგ შრატი და დამატენიანებელი კრემი. საღამოს – ყველაფერი იგივე თანმიმდევრობით. მინიმალიზმი, რიტუალის მკაცრად დაცვა და არანაირი გადახრა. განსხვავებას უკვე რამდენიმე კვირაში შეამჩნევთ“.

2. მხოლოდ მკვებავი

„თუ მისი ჭამისთვის მზად არ ხართ, კანზე არ წაისვათ“ – ჩიზუ საეკის მეორე წესია. „რა თქმა უნდა, ოდნავ ვაჭარბებ, კრემის და ლოსიონის ჭამას არავინ დაიწყებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ კანზე წასმული საშუალება საბოლოოდ სისხლში ხვდება. სწორედ ამიტომ, ინგრედიენტებს ყურადღება მიაქციეთ. შემადგენლობაში რაც უფრო მეტი ნატურალური ექსტრაქტი იქნება, მით უკეთესი“.

3. ნაჭრის ნიღაბი

და მხოლოდ ასე! ეს საიდუმლო ჯერ კიდევ გეიშებმა იცოდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ამ პროცესს ოკლუზიას უწოდებენ. ისინი ვარდის წყალში აბრეშუმს ასველებდნენ და სახეზე იდებდნენ. ნაჭრის ნიღაბს ისტორიაში პირველად ასე იყენებდნენ. ნიღბის გამოყენებით საშუალების ღრმად შეღწევის ალბათობა და მისი ეფექტურობა იზრდება. მზა ნიღბის შეძენა აუცილებელი არაა, შეგიძლიათ შესაბამისი მასალისგან თავად მოამზადოთ. საყვარელი ნიღაბი სახეზე წაისვით და ზემოდან სალფეთქი დაიდეთ“.

4. იაპონური მასაჟი

ჩიზუ საეკიმ საკუთარი ანტიასაკობრივი მასაჟი შეიმუშავა, რომელიც გლუვი და ელასტიური კანის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

5. სწორი გაწმენდა

„თქვენს სააბაზანოში ყველაზე ძვირადღირებული სახის დასაბანი საშუალება უნდა იყოს. შეგიძლიათ კრემზე ფული დაზოგოთ, შრატის ან ლოსიონის გამოყენებაზე უარი თქვათ, მაგრამ დასაბანი საშუალება თქვენს კანს იდეალურად უნდა შეესაბამებოდეს. სწორი ნაკრების შერჩევაში დრო არ დაზოგოთ, სჯობს ეს ექიმ დერმატოლოგთან ერთად გააკეთოთ. სწორად გაწმენდილი კანი 3-ჯერ უფრო ნელა ბერდება, განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, უფრო ახალი და ბზინვარე ჩანს. როგორც მინიმუმ, დღეში 2-ჯერ უნდა დაიბანოთ, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამ: თუ უფრო ხშირად დაბანა შეგიძლიათ, ასე მოიქეცით! ძალიან სუფთა კანის მიღება შეუძლებელია“.

6. ზეთი ყოველი შემთხვევისთვის

„სანამ მთელ მსოფლიოში oil-free (ზეთს არ შეიცავს) პროდუქცია გასაყიდად გამოაქვთ, გირჩევთ: ნაადრევი დაბერებისგან მხოლოდ ზეთი დაგიცავთ. ზეთი ზეთს შლის, ამიტომ ზეთით შეგიძლიათ შესანიშნავად დაიბანოთ. ზეთი კანს არბილებს და ატონიზირებს, ზეთი მკვებავი და სასარგებლო საშუალებაა. აირჩიეთ ზეთი, რომელიც თქვენ ყველაზე უკეთ შეგეფერებათ და სცადეთ, ყოველი შესაძლებლობის დროს გამოიყენოთ. ვახშამს ამზადებთ? სახეზე ზეთი წაისვით. კინოს უყურებთ? – ხელებსა და ფეხებზე წაისვით. ფორებზე ან ცხიმიან კანზე არ ინერვიულოთ: ზეთი იმით არის კარგი,  რომ კანი აუცილებელ ნივთიერებებს აიღებს, მაგრამ ზედმეტს არ შეიწოვს“.

7. აბანოს დღე

„როგორც მინიმუმ, კვირაში ერთხელ აბანოს დღე უნდა მოიწყოთ: მთელი სხეული დაიორთქლეთ, შემდეგ კანი ღრუბლით ან სკრაბით კარგად დაიმასაჟეთ. ასე ძველ და მკვდარ უჯრედებს მოიშორებთ. ამის შემდეგ დიდი ხნით თბილ წყალში ჩაწექით და მოდუნდით. რიტუალი სხეულზე ზეთის წასმით დაასრულეთ. ეს სუფთა ფიზიკური გაწმენდაა, რომლის დახმარებით ყველა გაცვლითი პროცესს დაარეგულირებთ, ლიმფურ მიმოქცევას გააუმჯობესებთ, სტრესის და კუნთების სპაზმის მოხსნას შეძლებთ. თუ სახლში მხოლოდ საშხაპო კაბინა გაქვთ, ქალაქის სააბანოსკენ გაეშურეთ. აქ სწორედ რიტუალია მნიშვნელოვანი და არა ფორმალური სხეულის წყლით დასველება“.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი