რის შესახებ უნდა იზრუნოთ 25 წლის ასაკში, რომ 45 წლის ასაკში ავად არ გახდეთ

798

ახლა ძალიან ბევრი დაავადება, რომელიც ადრე ხანდაზმულ ასაკში ჩნდებოდა, „გაახალგაზრდავდა“. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების რისკის ქვეშ შეიძლება 40 წლის ასაკშიც აღმოჩნდეთ. გირჩევთ თქვენს ორგანიზმზე რაც შეიძლება ადრე იზრუნოთ, რომ 5-10 წლის შემდეგ თავი ჯანმრთელად იგრძნოთ.

1. მელანომა

კანის სიმსივნე ზრდასრულ ცხოვრებაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს, წლებთან ერთად კი რისკი იზრდება. ახალგაზრდობაში ძალიან ბევრი ადამიანი ლამაზი რუჯის მისაღებად მზის აბაზანებს საათობით იღებს. ულტრაიისფერი სხივები კანის უჯრედებში დნმ-ს ანადგურებენ. სწორედ ამიტომ, ექიმები გირჩევენ, რომ რუჯისთვის კრემი რაც შეიძლება ხშირად გამოიყენოთ და არა მხოლოდ დასასვენებლად ყოფნის დროს.

2. ფსიქიკური ჯანმრთელობა

განვითარებულ ქვეყნებში 20-34 წლის ასაკში სუიციდი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სწორედ ამიტომ, საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ შფოთვის ნიშნები შენიშნეთ ან ძლიერ სტრესს განიცდით, დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართეთ.

3. თამბაქოს მოწევა

ახლა ეს უვნებელი ჩვევა არაა, რომელსაც მულტფილმებშიც კი აჩვენებენ. რაც უფრო დიდხანს ეწევით, ჯანმრთელობას მით უფრო დიდ ზიანს აყენებთ და მოწევაზე თავის დანებება უფრო გაგიჭირდებათ. გულის პრობლემები, ფილტვების სიმსივნე და ბევრი სხვა დაავადება შეიძლება თამბაქოს მოწევით იყოს გამოწვეული. გარდა ამისა, კანში უფრო ნაკლები კოლაგენი და ელასტინი რჩება, რაც ადამიანის სწრაფად დაბერებას იწვევს.

4. ღვიძლის პრობლემები

ახალგაზრდებს იშვიათად აწუხებს, მაგრამ 40 წლის შემდეგ მსგავსი ჩივილი სულ უფრო ხშირად გვხვდება. მთავარი მიზეზი ალკოჰოლია. ექიმები გირჩევენ, კვირაში 14 პორციაზე მეტი ალკოჰოლი არ მიიღოთ (პორცია დაახლოებით 1 ბოთლი ლუდის ან 50 გრ არაყის ტოლი). 14 პორციის მუდმივად მიღებაც „იმიტომ, რომ შეიძლება“, ასევე არ შეიძლება.

5. ოჯახური ისტორია

მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ თქვენი ნათესავები რა დაავადებებისგან იტანჯებოდნენ. სხვადასხვა სახის სიმსივნე (განსაკუთრებით მკერდის), ინფარქტი, დიაბეტი, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა – ამის შესახებ ექიმს უნდა უთხრათ. რა თქმა უნდა, მავნე ჩვევები უნდა მოიშოროთ და ახალი, სასარგებლო ჩვევები შეიძინოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.