ტოპ-7 პროდუქტი, რომლებიც ჩვენს კბილებს ვნებს

1355

ყველა პროდუქტი, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, ერთნაირად სასარგებლო როდია. ჩვენთვის ყველაზე საყვარელ საკვებსაც კი შეუძლია დამღუპველად იმოქმედოს ჩვენს კბილებსა და ღრძილებზე. გაგაცნობთ ტოპ-7 ყველაზე მავნე საკვებს.

1. ნახშირწყლები(სუფთა შაქარი)

ნახშირწყლებს მიეკუთვნება ტკბილეულის ყველა სახეობა: კონფეტები, საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, გაზიანი სასმელები, დაპაკეტებული წვენები, ფასტფუდი… სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.

რითია საშიში შაქარი? იგი საუკეთესო საკვებია მიკროორგანიზმებისთვის, რომლებიც უზარმაზარ კოლონიებად ცხოვრობენ ჩვენი კბილების ბიოფენაში. დიდი რაოდენობით ტკბილეულის მოხმარებით, ჩვენ თვითონ ვუქმნით მსუყე ნიადაგს დასახლებისა და მიკროფლორის გაზრდისთვის. იგი, თავის მხრივ, კომფორტულად ეწყობა პირის ღრუში და ანადგურებს კბილის ემალს.

2. ხილის მჟავები

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხილი ვიტამინების წყაროა. თუმცა, ხილის მჟავები ჩვენი ფარული მტერია, რომელიც ემალს ანადგურებს. განსაკუთრებით აგრესიულად ითვლება ციტრუსი. როგორ მოვიქცეთ? საღეჭი რეზინის გამოყენება გაზრდის ნერწყვის რაოდენობას, რაც დაარეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს.

დალიეთ წვენი საწრუპავით. ეს მარტივი წესი ვერ დაიცავს კბილებს 100%-ით, თუმცა მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნე ზემოქმედებას.

3. მღებავი პროდუქტი და სასმელი

წითელი ღვინის მოყვარულებს ვატყობინებთ: მისი პიგმენტი დამღუპველად მოქმედებს კბილების სითეთრეზე. იგივე გავლენა აქვს ყოველდღე ყავის რეკორდული რაოდენობის დალევას. მცირე დოზითაც კი, ყავა უარყოფითად მოქმედებს კბილის ემალზე. დილით, ყავის დალევის შემდეგ, არ დაგავიწყდეთ პირის გამოვლება. შავი და მწვანე ჩაიც, არამხოლოდ ღებავს კბილებს, არამედ რეცხავს მათგან კალციუმს.

4. ალკოჰოლი

რატომ გრძნობთ პირის ღრუში სიმშრალეს ზოგიერთი სპირტიანი სასმლის მოხმარების შემდეგ? იმიტომ, რომ ალკოჰოლი ამცირებს სანერწყვე ჯირკვლების მუშაობას. ეს უარყოფითად აისახება კბილებზე, რადგან სწორედ ნერწყვი არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს, რეცხავს საკვების ნარჩენებს და ებრძვის მიკროორგანიზმებს.

5. საკვები ტემპერატურული კონტრასტით

მაგალითად, ყავა გლიასე – ფარული ნაღმია კბილებისთვის. ამ სასმელს თან მოჰყვება ცივი ნაყინი და ცხელი ყავა, რაც ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას იწვევს. ერთი შეხედვით უვნებელი გემრიელობა იწვევს კბილებზე მიკრონახეთქების გაჩენას.

დააკვირდით კბილებს მკვეთრ შუქზე, თუ ნახეთქები გაქვთ, მიმართეთ ჰიგიენისტს “ლამინირებისთვის”.

6. ხრაშუნა სასუსნავები

ჩვენ ყველას გვიყვარს გადარბენებზე წახემსება: ეს ხომ ასეთი მარტივი, სწრაფი და გემრიელია. და რა დევს ჩიფსებისა და სუხარების შეფუთვაში? ქიმიური ელემენტების მთელი ცხრილი! ქვის მდგომარეობამდე გამომშრალი პროდუქტი შეუქცევადად ვნებს კბილებს. არ დაგავიწყდეთ, რომ მიკრონახეთქები, ნაკაწრები და ხორკლები ყველა თქვენი საყვარელი სნეკის დამსახურებაა.

7. წყალი

ფტორიანი წყლის რეგულარული მოხმარება იწვევს ფლუოროასა და ემალის სტრუქტურის მომდევნო განადგურებას. ფტორი ხომ, ნოჯრმაში, არამხოლოდ ხელს უშლის კარიესულ პროცესს, არამედ შედის პროფილაქტიკურ კომპლექსში.

ემალის სტრუქტურის დასაცავად, დააყენეთ ფილტრული სისტემა ან დალიეთ ჩამოსხმული წყალი.