სამეფო სამზარეულო: ელისაბედ მეორის კვების საიდუმლოებები

1858

დედოფალი ელისაბედ მეორე ასეთ მაღალ თანამდებობას ყველაზე მეტი ხნით იკავებს, ამასთან მსოფლიოში სახელმწიფოს ყველაზე ხანდაზმული მმართველია. მას საუკეთესო ექიმები მკურნალობენ. დედოფალი სასარგებლო საკვები ჩვევებით არის ცნობილი. მისი კვების ჩვევები რთული სულაც არაა, ამიტომ გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ.

1. პატარა პორციები

სამეფო კარის ყოფილი შეფ-მზარეული დარენ მაკგრედი საუბრობს, რომ პრინც ფილიპს ჭამა უყვარს, ხოლო დედოფალი მცირე პორციებით მირთმევას არის მიჩვეული: უმჯობესია ოთხი პატარა კერძი, ვიდრე სამი დიდი. ეს ბევრმა იცის, ვისაც წონაში დაკლება აქვს გადაწყვეტილი: პორციების შემცირება კალორიების რაოდენობას 25%-ით ამცირებს და ცხიმის ეფექტურად წვას ხელს უწყობს.

2. ჭამეთ ის, რაც გიყვართ

მაგალითად, დედოფალს შოკოლადის ტორტი ძალიან უყვარს და შეუძლია ყოველდღე მცირე ნაჭერის ჭამოს. კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც დღეს შოკოლადით ან ნაყინით იწყებენ, მთელი დღის განმავლობაში შიმშილს უფრო ადვილად იტანენ. გარდა ამისა, მსუყედ საუზმობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე მსუყედ ვახშმობა.

3. შოკოლადი

დედოფალს მწარე შოკოლადი უყვარს, რომელშიც 60%-ზე მეტი კაკაო არის. თეთრ ან რძიან შოკოლადს არ მიირთმევს. მუქი შოკოლადი მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც გულისთვის სასარგებლოა.

4. სეზონური ხილი და ბოსტნეული

ელისაბედ მეორეს მარწყვი უყვარს, მაგრამ მას მხოლოდ ზაფხულობით მიირთმევს. კვლევამ აჩვენა, რომ არასეზონური ხილის და ბოსტნეულის მოსავალი მათ კვებით ღირებულებაზე ცუდად აისახება. ასე, რომ პომიდორი C ვიტამინის რაოდენობის ნახევარს კარგავს, სანამ 8 დღიანი მოგზაურობის შემდეგ ბაზრის დახლზე აღმოჩნდება.

5. ბევრი თევზი

დედოფალი დღის მეორე ნახევარში შებოლილი ორაგულის სენდვიჩს და გრილზე მომზადებულ თევზს სადილზე ან ვახშამზე ხშირად მიირთმევს. გემოს გარდა, თევზი ძალიან სასარგებლოა: ცხიმოვანი მჟავები ტვინს უკეთ მუშაობაში ეხმარებიან.

6. ჩაი

ჩაის გარეშე დედოფლის რომელი ისტორია ჩაივლის? მისი საყვარელი ჩაი არის Earl Grey, რომელიც ქოლესტერინის დონის შემცირებას ხელს უწყობს (ბერგამოტში არსებული ფლავონოიდების წყალობით). გარდა ამისა, ჩაი წნევას ამცირებს, საკვერცხეების სიმსივნის რისკს ამცირებს და წონაში დაკლებას ხელს უწყობს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.