ეპილეფსიის 9 ადრეული ნიშანი, რომლებიც თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეს

2035

ეპილეფსია – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა. მისი შეტევის პროგნოზირება შეუძლებელია და სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაა ეპილეფსია ასეთი საშიში დაავადება. როგორც წესი, დაავადების პირველი შეტევა უეცრად ხდება. თუმცა, ექიმები ამბობენ, რომ არსებბს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც გვეხმარება ეპილეფსიისკენ მიდრეკილების დადგენაში ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაავადება გაჩნდება, და პროფილაქტიკის ზომების მიღებაც შეიძლება. კარგი იქნება, თუ გვეცოდინება ეპილეფსიის ნიშნები, რათა დროულად მივმართოთ ექიმს და დავიცვათ საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობა.

1. გულისრევა

იმ აურის მსგავსი მდგომარეობა, რომელიც შაკიკის დროს ჩნდება – ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სიმპტომია, რომელიც ეპილეფსიის შესაძლო განვითარებაზე მეტყველებს. გულისრევა, თავბრუსხვევა, სენსორული ცვლილებები, ცნობიერების აღრევა – თუ ეს შეგრძნებები თქვენთვის ნაცნობია, ნევროპათოლოგს მიმართეთ.

2. კუნთოვანი წიკები და კრუნჩხვები

კუნთების უნებლიე მოძრაობა, რომელიც კრუნჩხვებში ან სპაზმებში გადადის – კიდევ ერთი სანდო სიმპტომია. თუ მას ხშირად აწყდებით, მიმართეთ სპეციალისტს.

3. ხელების გაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება

შეგრძნება, თითქოს თქვენს ხელებში ელექტრული დენის სუსტი მუხტი გაუშვეს: ათასობით ნემსის ჩხვლეტა, ბჟუილი ან გაბუჟბა. თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ნაცნობია, მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით, თუ ეს შეგრძნებები სხეულის ერთ მხარეს ჩნდება.

4. ყნოსვის ცვლილებები

ხშირად, შეტევის წინა ღამით, ეპილეფსიიანი ადამიანები გრძნობენ მვეთრ სუნებს, რომლებიც ბენზინის ან ალმოდებული რეზინის არომატს ჰგავს. ასევე, შეიძლება გაჩნდეს მეტალის გემო პირში ან სხვა უსიამოვნო გემოები. ეს ყველაფერ იმაზე მეტყეველებს, რომ ნერვული სისტემა ძალიან დაიტვირთა და შეიძლება შეტევა დაიწყოს.

5. შიშის და ავისმომასწავებელი შეგრძნება

კიდევ ერთი ნიშანი მოახლოებული შეტევისა – შიშის გრძნობა, ავისმომასწავებელი შეგრძნება, მოახლოებული სიკვდილის შიში… როგორც წესი, ეს გრძნობები უშუალოდ შეტევის წინ ჩნდება და ზომები მაშინვე უნდა მიიღოთ.

6. სუნთქვის ან გულისცემის სიხშირის ცვლილება

მძიმე, გახშირებული სუნთქვა და ტახიკარდია – მოახლოებული შეტევის თანმდევი მოვლენებია. ეს პანიკური შეტევის სურათს ჰგავს: პაციენტს არ შეუძლია სუნთქვის ნორმალური ციკლის შესრულება, გული კი ისე ჩხვლეტს, თითქოს მისმა მფლობელმა ნახევარი მარათონი გაირბინა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია დისოციაციის შეგრძნება, როცა ადამიანი მასზე გადამხდარ მომენტებს თითქოს გვერდიდან უყურებს. მნიშვნელოვანია სასწრაფო ზომების მიღება, თუ მსგავსი რამ შენიშნეთ.

7. უნებლიე შარდვა

შარდის ბუშტის უნებლიე დაცლა(მეტწილად, ღამით) – განვითარებადი ეპილეფსიის ნიშანია, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ. ექიმები ფიქრობენ, რომ მსგავსი მოვლენები ღამით, ძილში მომხდარ შეტევაზე მეტყველებს და შეიძლება შეტევა განმეორდეს კიდევაც.

8. ნაკბენი ენა

თუ დილით აღმოაჩენთ სისხლამდე ნაკბენ ენას ან ჭრილობას მასზე – მაშინვე მიმართეთ ნევროლოგს. დიდი ალბათობით, დაავადებამ ძილში შემოგიტიათ და შეიძლება ისევ განმეორდეს.

9. ბუნდოვანი მხედველობა

დაღლილობა, სტრესი, ზოგიერთი პრეპარატის მიღება – ამ ყველაფერს შეუძლია მხედველობის ცვლილებების გამოწვევა, ბინდი თვალებში და გარკვეული სიბუნდოვნე. თუმცა, ეს მოახლოებული შეტევის ხშირი ნიშანიცაა. თუ მხედველობის ბუნდოვნებას თან ახლავს უცნაური აურა, მაშინვე მიიღეთ ზომები.