7 შეცდომა პირველადი დახმარების დროს, რომლებიც შესაძლოა სხვისი სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ

0
180

პირველად დახმარებას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ისევე, როგორც დაშავებულისთვის ჯანმრთელობის სამუდამო განადგურება. ჩვენ დღეს გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებსაც ადამიანები პირველადი დახმარების გაწევის დროს უშვებენ, და რითიც ძალიან ვნებენ დაშავებულის ისედაც დაზიანებულ ჯანმრთელობას.

1. სისხლდენა ცხვირიდან

შეცდომაა თავის უკან გადაწევა. პირველ რიგში, ეს არაეფექტურია და საერთოდ არ ეხმარება სისხლდენის შეჩერებაში, მეორეც, შეიძლება სისხლის ჩაყლაპვა და ღებინება გამოიწვიოს.

ამ დროს წინ უნდა დაიხაროთ და წარბებს შორის ადგილს თითებით დააჭიროთ. თუ 10 წუთის განმავლობაში სისხლდენა არ შეჩერდა, ცხვირში ბამბის დისკები უნდა შეტენოთ და ექიმს მიმართოთ.

2. დამწვრობა

შეცდომაა ყინულის დადება ან დამწვრობაზე ზეთის წასმა. ეს “ხალხური საშუალებები” ვნებს კანს, რადგან ზეთით გაჟღენთილი უჯრედები ინახავს სითბოს და სიტუაციას აუარესებს. ყინული, პირიქით, მეტისმეტად აცივებს უჯრედებს, რაც მათ დაღუპვას იწვევს.

გააჩერეთ დამწვარი ადგილი გრილი(არა ძალიან ცივი!) გამდინარე წყლის ქვეშ რამდენიმე წუთით, რის შემდეგად შეახვიეთ სუფთა, მშრალი სახვევით და მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის შესაბამის დაწესებულებას.

3. მძიმე ტრავმები

შეცდომაა დაშავებულისთვის ადგილის შეცვლის მცდელობა. არასდროს მოიქცეთ ასე, იმ შემთხვევების გარდა, როცა ადგილზე დარჩენით დაშავებული უფრო სერიოზული ტრავმის მიღების საფრთხეშია, მაგალითად, ხანძრის, ცეცხლმოკიდებული მანქანის ან შენობის დანგრევის შემთხვევაში. ყველა სხვა სიტუაციაში, დაშავებული არ უნდა გაამოძრავოთ, გადააბრუნოთ ან რამენაირად შეუცვალოთ სხეულის მდგომარეობა – ასე მხოლოდ გააუარესებთ მიღებულ ტრავმებს, მათ შორის, ხერხემლის ან შიდა ორგანოს დაზიანებებს.

გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მაქსიმალურად გაათავისუფლეთ სივრცე დაშავებულის გარშემო, რათა ექიმებმა დაუბრკოლებლად შეძლონ მასთან მისვლა.

4. ჭრილობები და ტრავმები

შეცდომაა ნერწყვის გამოყენებით ჭრილობის გასუფთავების მცდელობა. ითვლება, რომ ნერწყვს ბაქტერიციდული თვისებები აქვს, რაც მითია. რეალურად, ჩვენს პირში ძალიან დიდი რაოდენობით ბაქტერიაა, რომლებიც, ჭრილობაში მოხვედრისას, აძლიერებენ ინფექციას. ამავე მიზეზით, საშიშია ჭრილობის ჩამობანა მდინარის ან ტბის წყლით.

გაასუფთავეთ ჭრილობა ონკანის წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ საშინაო ან მანქანის პირველადი დახმარების ყუთში.

5. მყესების დაჭიმვა ან მოტეხილობა

შეცდომაა თბილი კომპრესების გაკეთება – ასე სიტუაციას აუარესებთ, რადგან სითბო აძლიერებს სისხლის დინებას და გამოიწვევს მძიმე შეშუპებას.

გააგრილეთ მოტეხილობის ადგილი ყინულით ან კომპრესით, უზრუნველყავით დაშავებულის სხეულის მოტეხილი ნაწილის უმოძრაობა და მაქსიმალურად სწრაფად მიმართეთ ექიმს.

6. თვალის ტრავმა

შეცდომაა თვალიდან უცხო საგნის ამოღების მცდელობა. ერთადერთი გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა თვალში გარკვეული სახის ქიმიკატი მოხვდა – ამ დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოირეცხოთ თვალი გამდინარე, ცივი წყლით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, უცხო საგნის თვითნებურად ამოღების მცდელობამ შესაძლოა თვალი უფრო დააზიანოს და შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

დაიცავით დაზიანებული თვალი, უცხო საგნიანად, სახვევის გამოყენებით და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

7. ავტოსაგზაო შემთხვევა

შეცდომაა სამედიცინო დახმარების უგულებელყოფა, რადგან ფიქრობთ, რომ “არაფერია საშიში”. ადრენალინის ზემოქმედების ქვეშ, ჩვენი ორგანიზმი ნიღბავს ტკივილს და, სერიოზული დაზიანებების შემთხვევაშიც კი, დაზარალებულს ეჩვენება, რომ არაფერი სჭირს. ხშირ შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენის სიჩქარე გადამწყვეტ როლს ასრულებს.

თუ ავტომობილი მეტ-ნაკლებად სერიოზულად დაზიანდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს ნორმალურად გრძნობთ/

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი