7 მეთოდი, როგორ დავიცვათ თავი კანის სიმსივნისგან და არც ერთი სიტყვა SPF-ზე

927

პირველი და მთავარი, რაც ზაფხულში კანის სიმსივნისგან დასაცავად უნდა გააკეთოთ – მზისგან დამცავი კრემი და სათვალე გამოიყენეთ. აი, კიდევ რამდენიმე წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ სახიფათო დაავადების განვითარების რისკი მაქსიმალურად შეამციროთ.

B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები მიირთვით

როგორც კვლევამ აჩვენა, B3 ვიტამინი კანის სიმსივნისგან დასაცავად ძალიან ეფექტურია: ის თავისუფალი რადიკალების წარმოებას ებრძვის, ასევე ულტრაიისფერი სხივებისგან დაზიანებულ დნმ-ს აღადგენს. სამედიცინო ჟურნალში „ახალი ინგლისი“ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ არა-მელონამური კანის სიმსივნე B3 ვიტამინის 1 წლიანი რეგულარული მიღებით 23%-ით მცირდება.

ავტომობილის მინას დამცავი ფენა დააფარეთ

კანის სიმსივნე ხშირად სხეულის მარცხენა მხარეს ე.წ. „მძღოლის“ მხარეს ვითარდება. გავრცელებული აზრის მიუხედავად ზოგიერთი ულტრაიისფერი სხივები მინაში აღწევენ და მანქანის ტარების დროს შეიძლება კანი დააზიანონ. კარგი გადაწყვეტილება იქნება, თუ ავტომობილის მინას დამცავ ფენს დააფარებთ.

საზაფხულო ტანსაცმელი ხშირად გარეცხეთ

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ახალი ტანსაცმელი ულტრაიისფერი სხივებისგან უფრო ცუდად გვიცავს, ვიდრე ის, რომელიც უკვე არაერთხელ გაირეცხა. საქმე იმაშია, რომ ბოჭკოების შემცირებით ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის უნარი იზრდება. სწორედ ამიტომ, ახალი ტანსაცმელი ყიდვის შემდეგ გარეცხეთ მანამ, სანამ მის ჩაცმას გადაწყვეტთ.

მაკიაჟისთვის SPF საშუალება გამოიყენეთ

თავად მაკიაჟის საშუალება (პუდრა, ტონალური კრემი) კანს ულტრაიისფერი სხივებისგან მცირედით იცავს, მაგრამ დაცვის გაძლიერებას შეძლებთ, თუ SPF შემცველ საშუალებებს გამოიყენებთ. ასეთი საშუალებები შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც გამოიყენეთ, როცა კანს დაცვა აუცილებლად სჭირდება.

დერმატოლოგს რეგულარულად ეწვიეთ

40 წლამდე დერმატოლოგ-ონკოლოგთან 1-2 წელიწადში ერთხელ ვიზიტი საკმარისია, ხოლო 40 წლის შემდეგ გამოკვლევა ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროთ. ნაადრევ სტადიაზე სახიფათო უჯრედები ნელა ვითარდება და მათთან გამკლავება მარტივია. სწორედ ამიტომ, კანის საეჭვო ცვლილება დროულად შეამოწმეთ.

თავის მოვლის კოსმეტიკა SPF-ით გამოიყენეთ

დამატენიანებელი კრემი, ლოსიონი და სხვა თავის მოვლის საშუალება ჯანმრთელობას და სილამაზეს მხარს უჭერს, კარგი იქნება, თუ მათ შემადგენლობაში SPF იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ SPF თვალის ირგვლივ კრემის შემადგენლობაში იქნება. თვალის ნაზ კანს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

ტუჩები დაიცავით

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ტუჩის როგორ ბალზამსაც არ უნდა იყენებდეთ, გაზაფხულსა და ზაფხულში აირჩიეთ ისეთი საშუალება, რომლის შემადგენლობაშიც იქნება SPF. ტუჩების კანი ძალიან თხელია და სახიფათო ზემოქმედების ქვეშ უფრო ზიანდება, ამიტომ მას ძლიერი დაცვა სჭირდება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.