ნიორიც კი, 10 პოპულარული პროდუქტი აფროდიზიაკი

1258

აქვე გეტყვით: ვახშამზე ნიორ მოსხმული ხამანწკების მირთმევით და კაკაოს დალევით ღამე სიყვარულის ლოდინი სისულელეა. ნორმალური ლიბიდოს შესანარჩუნებლად ყოველთვის სრულყოფილად და დაბალანსებულად უნდა იკვებოთ. ქალის და მამაკაცის სასქესო ჰორმონები კარგად არ იწარმოება, თუ კარტოფილ ფრისა და კანფეტებზე ცხოვრობთ. ასეთ პირობებში სასარგებლო მიკროელემენტებს და ვიტამინებს „გადარჩენა“ უჭირთ. აი, პროდუქტების მცირე სია, რომელიც უძველესი დროიდან სასქესო სისტემისთვის სასარგებლოდ ითვლება. პლაცებოს ეფექტსაც არავინ აუქმებს!

ავოკადო

აცკეტებს იმდენად სწამდათ, რომ ნაყოფი სექსუალურ აქტივობას აძლიერებდა, რომ  მოკრეფის დროს ქალებს სახლში კეტავდნენ. ფორმალურად მართლები იყვნენ: ომეგა 3 სასქესო ჰორმონების წარმოებას ხელს უწყობს, ხოლო კალიუმი და მაგნიუმი სისხლძარღვების მუშაობას მხარს უჭერენ.

ხამანწკები

ტესტოტერონის წარმოებას აძლიერებს: + 100 თქვენი პარტნიორისგან. თქვენც ხელს არ შეგიშლით: ქალებს ჰორმონის ნორმალური დონე კარგი ლიბიდოსთვის სჭირდებათ. ოფტოპი: არსებობს ვერსია, რომ ზღვის პროდუქტს აფროდიზიაკი მისი გარეგნული მხარის გამო უწოდეს, რომელიც ქალისას ჰგავს.

სანელებლები

ერთ-ერთი ლიდერი ცხარე წიწაკაა, რომელიც კაპსაიცინს შეიცავს: სწორედ ეს ნივთიერება გვაიძულებს ცემინებას, ლოყების შევარდისფერებას, თვალების ცეცხლივით ანთებას. რომანტიკულ ვახშამზე განწყობისთვის ვანილი და დარიჩინი დაუმატეთ – მათი სუნი მამაკაცებზე ჯადოსნურად მოქმედებს და პარფიუმერებმა ეს უკვე დიდი ხანია იციან.

შოკოლადი

გამონაკლისი სიაში: ტკბილეულს ლიბიდო მყისიერად გაზრდა შეუძლია. შოკოლადი ფენილეთილამინს შეიცავს, რომელიც ნამდვილი ეიფორიის შეგრძნებას გვაიძულებს. ცუდი არაა, თუ კალორიების დაწვას სასიამოვნო გზით შეძლებთ.

ბანანი

მასში ნახშირწყლების საჭირო დოზაა საღამოს ფიტნესისთვის. ბანანი საკმარისი რაოდენობით შეიცავს ნივთიერებას, რომელიც სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის წარმოებას სტიმულირებს. პერსპექტივაში, ბანანი ხშირი მოხმარების დროს კალიუმის დონეს არეგულირებს, რომლის გარეშეც ორგაზმის მიღწევა შეუძლებელია.

პარკოსანი პროდუქტები

მხოლოდ ქალებისთვის! და მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები არ აქვს. პარკოსანი პროდუქტები ესტროგენის წარმოებას აძლიერებს, ეს ჰორმონი ციკლზე, ნაყოფიერებაზე, კანის და ლორწოვანის დატენიანების დონეზეა პასუხისმგებელი.

ნიორი

სიყვარულში ყველა საშუალება მისაღებია! ნიორი ქოლესტერინის შესამცირებლად ძლიერი საშუალებაა. რაც უფრო ჯანსაღია სისხლძარღვები, მით უფრო კარგად მუშაობს გული – მის გარეშე ლოგინში როგორ. მნიშვნელოვანია: მთავარი ნივთიერება ალიცინი ნიორის კბილის დაჭრის დროს გამოიყოფა და თერმულ დამუშავებას ვერ უძლებს. პროდუქტი ჭამის წინ დაამატეთ და საყვარელ ადამიანსაც მიართვით, რომ კოცნის დროს იმედი არ გაუცრუვდეს.

ნუში

ცხიმოვანი მჟავის კიდევ ერთი წყარო, რომლის გარეშეც რეპროდუქციულ სისტემას ნორმალურად ფუნქციონირება არ შეუძლია. მისი ფარული ნიჭი – სქესობრივ ლტოლვაზე გავლენის მოხდენა. ამაზე E ვიტამინია პასუხისმგებელი. სახელწოდება ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „ბავშვები მოყავს“ – კომენტარები ზედმეტია.

თაფლი

ყოველდღე 1 კოვზი თაფლი მიირთვით და ქალურ ბედნიერებას მიაღწევთ: მასში შემავალი ბორი ესტროგენის წარმოებას ხელს უწყობს. ბერძენი მამაკაცები თაფლს და კაკალს ურევენ, რომ პოტენციისთვის სუპერ საშუალება მიიღონ.