შეგრენის სინდრომი: რა უნდა იცოდეთ იშვიათი ავტოიმუნური დაავადების შესახებ

1749

შეგრენის სინდრომი არის დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა თავისით ირთვება და ჯანმრთელ ქსოვილებს ანადგურებს, მათ შორის შიდა სეკრეციის ჯირკვლებს (ის, საიდანაც ცრემლი და ნერწყვი, ასევე ვაგინალური ნაცხი გამოდის). დაავადება შეიძლება პროგრესირდეს. ხშირად ქალებში კლიმაქსის პერიოდში ან მის შემდეგ გვხვდება.

ამ სინდრომის განვითარების მიზეზი უცნობია. შესაძლოა, მასზე გავლენას ახდენს ვირუსი ან ბაქტერია, ან ორგანიზმის მდგომარეობა. შეგრენის სინდრომი შეიძლება სხვა აუტოიმუნური დაავადების, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის ან წითელი მჭამელის შემდეგ განვითარდეს.

სტატისტიკის მიხედვით, ართრიტის შემდეგ მეორე ყველაზე გავრცელებული აუტოიმუნური დაავადებაა: მხოლოდ აშშ-სი მისგან 4 მლნ ადამიანი იტანჯება, მათ შორის ცნობილი ჩოგბურთელი ვინუს უილიამსი.

როგორ გამოვიცნოთ და ვებრძოლოთ დაავადებას

როგორც სხვა მსგავსი დაავადების შემთხვევაში, შეგრენის სინდრომის განკურნება არ შეიძლება. მხოლოდ უსიამოვნო სიმპტომების შესამსუბუქებელი მედიკამენტების მიღება შეგიძლიათ. ამასთან მსგავსი სინდრომის მქონე ადამიანს ხშირად არასწორ დიაგნოზს უსვამენ, რადგან სიმპტომებს კომპლექსურად არ განიხილავენ. და ბოლოს, დაავადება შეიძლება „შეინიღბოს“ და კვლავ გამოჩნდეს.

აი, შეგრენის სინდრომის მთავარი ნიშნები, რომელიც ხშირად სხვა დაავადებაში ერევათ:

  • „მშრალი თვალის“ სინდრომი, რომელიც ქრონიკულში გადადის. პაციენტები აღნიშნავენ, რომ ტირილი შეწყვიტეს. მაგალითად, ხახვის დაჭრის ან სამწუხარო მოვლენის დროს. გარდა ამისა, თვალი ნორმალურად არ იბანება, მხედველობა უარესდება, რქოვანა უფრო თხელი ხდება;
  • პირის სიმშრალე ნერწყვის არ არსებობის გამო. ამის შემჩნევა ჭამის შემდეგ შეიძლება. მაგალითად, ორცხობილის ჭამის შემდეგ. პრობლემა კბილებიდან და ღრძილებიდან იწყება;
  • სახსრების ტკივილი, რომელიც სიმშრალეზე უფრო ადრე ჩნდება. განსაკუთრებით იტანჯება თითები, მაჯები და ხელისგულები. ზოგიერთს მხრების, მუხლების და თეძოების ტკივილი აწუხებთ;
  • ქრონიკული დაღლილობა – ბევრი აუტოიმუნური დაავადების ხშირი სიმპტომია;
  • კანის სიმშრალე, გამონაყარი – ხშირად მზეზე ყოფნის შემდეგ ვლინდება;
  • ვაგინალური სიმშრალე და ინფექცია. სექსის დროს ტკივილს იწვევს და მენოპაუზასთან ასოცირდება.

ასე რომ, დაავადებას ბევრი სიმპტომი აქვს და თერაპიის დროულად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეგრენის სინდრომი შინაგან ორგანოებს გავლენას ახდენს და ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს.