ბიუჯეტური დეტოქსიკაცია: ვწმენდთ ორგანიზმს ზედმეტი ხარჯის გარეშე

809

წონაში დაკლება და სხეულის გაჯანსაღება სპეციალური დეტოქს-პროგრამების გარეშეც შეიძლება, რომლებიც, ხშირად, ძალიან ძვირი ღირს. საკმარისია, დაიცვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რათა ორგანიზმი გაწმინდოთ და გააჯანსაღოთ.

1. მიიღეთ ნაკლები შაქარი

ასევე, შეამცირეთ თაფლისა და შაქრის შემცვლელების მიღებაც. ტკბილი წახემსებისთვის არჩიეთ შავი შოკოლადი, ხილი ან ჩირი. ყავასა და ნამცხვრებს დაუმატეთ დარიჩინი.

2. დალიეთ წყალი

ბევრს არ უყვარს, თუმცა ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. დაიწყეთ დილა 1 ჭიქა წყლითა და ნახევარი ლიმონის წვენით. ასე ღვიძლსაც გაწმენდთ.

3. დაკავდით სპორტით

რეგულარული ვარჯიში – ჯანსაღი დეტოქსის ფორმაა, რომლის წყალობითაც უმჯობესდება სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია. თუ სრულყოფილად ვარჯიშის შესაძლებლობა არ გაქვთ, კიბეზე მაინც იარეთ, ისწავლეთ იოგის რამდენიმე პოზა და მეტი ისეირნეთ.

4. დალიეთ ჩაი

იგი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ორგანიზმს სითხითაც ამარაგებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი.

5. მიირთვით ხილი და ბოსტნეული

ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ სრულმარცვლოვანი პროდუქტი, პარკოსნები და თხილეული, მზა საკვებს კი მოერიდეთ.

6. იარეთ საუნაში

ოფლთან ერთად, ორგანიზმიდან გარეთ გამოდის ტოქსინები და ცხოველქმედების მავნე პროდუქტი. იარეთ ფინურ ან ინფრაწითელ აბანოში, სურვილისამებრ.

7. იყიდეთ საშხაპე ჯაგრისი

კანის ჩამორეცხვა სპეციალური ჯაგრისით აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და გამოაქვს ტოქსინები.

8. მეტი იძინეთ

ამის შესახებ, ჩვენს დროში, ავიწყდებათ ხოლმე, თუმცა, ჯანსაღი ძილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეგულარული ვარჯიში და დიეტა. ეცადეთ, არ გამოიყენოთ გაჯეტები დაძინებამდე 2 საათით ადრე და დაწექით დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს.