საშიში “ქინქლები” თვალებში: რა იწვევს ამ მდგომარეობას და როგორ მოვიშოროთ იგი

1709

ადამიანთა თითქმის 90% ხედავს შავ წერტილებს მას შემდეგ, რაც მზიან ცას, ღია ფონს ან თოვლს შეხედეს. ნუთუ ეს წერტილები საშიშია და ორგანიზმს ვნებს? ახლა ამ საკითხში ოფთალმოლოგთან ერთად გავერკვევით.

მოდით, გავერკვეთ, რას წარმოადგენს ეს “ქინქლები”. თვალი – ესაა ბურთულა, 2/3-ით გავსებული ჟელესებრი სუბსტანციით, რომელსაც შუშისებრი სხეული ეწოდება. ხანდახან, მასში ჩნდება ნაწილაკები(ინგლისურად მას floaters-ს უწოდებენ), ისინი თითქოს მტვრის ნაწილაკებია ფოტოაპარატის მატრიცაზე, რომლებიც შემდეგ ფოტოზეც ჩანს. ხანდახან, ეს “შუშისებრი ჭიები” თვითონვე იხურებიან, მოძრაობენ ან ახლებს წარმოქმნიან, თუმცა, ყველა ეს პროცესი ძალიან ნელა, თვეობით მიმდინარეობს.

სპეციალისტს უნდა მიმართოთ, თუ შემდეგი ფაქტორებიდან ერთ-ერთს მაინც ამჩნევთ:

  • “ქინქლების” მკვეთრი გაზრდა. განსაკუთრებით, მას თან ერთვის ელვა თვალწინ, მუქი საბურველი და წვრილი “თამბაქოს მტვერი”. ეს, ხშირად, ტრავმის, თვალის ან მთლიანად ორგანიზმის ანთებითი დაავადების შედეგია.
  • ახლომხედველობა. იმ ადამიანების თვალს, რომლებიც შორს ცუდად ხედავენ, აქვს არა მრგვალი, არამედ გაწელილი ფორმა, როგორც რაგბის ბურთს. სკლერის ზედმეტად გაწელვის გამო, იგი შეიძლება ჯერ გაიხეს, ხოლო შემდეგ – ნაწილებად დაშლას. ეს ძალიან საშიშია და, თუ დროულად არ მიიღებთ ზომებს, არსებობს დაბრმავების რისკი. საბედნიეროდ, დღეს არსებობს ლაზერული კოაგულაცია – პროცედურა, რომელიც საშუალებას იძლევა, დახეული სკლერა “მიირჩილოს” თვალის გარე ფენაზე. თუმცა, ეს დროულად უნდა გაკეთდეს, რათა გართულებები აიცილოთ თავიდან.
  • “მკვდარი პიქსელების” ასაკობრივი გაზრდა. 40 წლის შემდეგ, შუშისებრ სხეულში მცირდება ჰიალურონის მჟავის რაოდენობა და თვალი გამოშრობას იწყებს. ეს, რიგ შემთხვევებში, იწვევს შუშისებრი სხეულის გამოყოფას სკლერასგან, რაც დაბერების ნორმალური ნიშანია. თუმცა, ზოგჯერ სკლერა იხევა, რაც უკვე ძალიან საშიშია. როგორც წესი, ამ შემთხვევებში პაციენტი ხედავს “ობობას”, “დიდი ზომის ბუზს”, “რვიანს”, “მუქ ლაქებს”, “წრეს” და ა.შ.

თუ ჩამოთვლილთაგან არც ერთი სიმპტომი არ გაქვთ, გილოცავთ! მხედველობისთვის სერიოზული საფრთხე არ არსებობს. “ბუზების” გაჩენიდან რაღაც დროის გასვლის შემდეგ, ტვინი დაიმახსოვრებს მის ადგილმდებარეობას და შეწყვეტს მის შემჩნევას.

როგორც წესი, მცირე ფრაგმენტები მკურნალობას არ მოითხოვს, ხოლო “გამწოვი თერაპია” “სისხლძარღვოვანი წვეთებისა” და “მხედველობისთვის საჭირო ვიტამინების” სახით, როგორც პოლიკლინიკების ექიმებს უყვართ, მხოლოდ პლაცებოს როლს შეასრულებს.

იმ დიდი ზომის ფრაგმენტების სამკურნალოდ, რომლებიც ნამდვილად ამცირებს მხედველობის ხარისხს, თანამედროვე მედიცინა ორ მეთოდს გვთავაზობს:

  • ლაქების დაშლა შუშისებრ სხეულშო თანამედროვე YAG-ლაზერის გამოყენებით;
  • შუშისებრი სხეულის ნაწილის ქირურგიული ამოღება მისი სპეციალური ხსნარით ჩანაცვლების გზით.

თუმცა, ქირურგიული ჩარევა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია საჭირო. სხვა დანარჩენის დროს, საკმარისია ექიმთან თვალის ფსკერის შემოწმება, რათა დარწმუნდეთ, რომ სკლერა გახეული ან დაყოფილი არაა.