სიმსივნის 13 ნაადრევი ნიშანი, რომლებსაც ქალები ყველაზე ხშირად უგულვებელყოფენ.

50386

ძალიან ხშირად ერთი შეხედვით უვნებელი ნიშანი შეიძლება სერიოზულ დაავადებად გადაიქცეს.

სიმსივნის ნაადრევი ნიშნები ხშირად სხვა დაავადების სიმპტომებში ინიღბება, ამიტომ მათ ვერ ვამჩნევთ. მკურნალობის წარმატება და რემისიის შანსი დაავადების აღმოჩენის ეტაპზეა დამოკიდებული. სიმსივნის ნაადრევ ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ და დაუყონებლივ ექიმს მიმართეთ, თუ თქვენში ან ახლობლებში რამდენიმე ნიშანი შენიშნეთ.

პოსტკლიმაქსური სისხლდენა

თქვენს ქვედა საცვალზე რამდენიმე მუქი ფერის ლაქა, რომლებიც ერთხელ გამოჩნდა, შეგიძლიათ უგულებელყოთ. თუ სისხლდენა დიდხანს გრძელდება და ამასთან ხშირად მეორდება, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ. მენოპაუზის შემდგომი სისხლდენა საშვილოსნოს ან საკვერცხეების სიმსივნის ერთ-ერთი ნაადრევი ნიშანია, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება.

ჭრილობები პირის ღრუში

შეუხორცებელი წყლულები, თეთრი ან წითელი ფერის ლაქები ღრძილებსა და ენაზე, მტკივნეული ღრძილები, შეშუპება ან ყბის გაშეშება – ყველაფერი, ეს ექიმთან მისვლის საბაბია. საქმე იმაშია, რომ ასე ჰორტანის და პირის ღრუს სიმსივნე ვითარდება და დიაგნოზის დროულად დასმა და მკურნალობის დაწყება მნიშვნელოვანია.

მუცლის შებერილობა

ციკლის გარკვეულ დღეებში მუცლის „შებერილობა“ პრაქტიკულად ყველა ქალს აწუხებს, მაგრამ თუ თვიურის შემდეგ უსიამოვნება არ ქრება და თან რეგულარული ყაბზობა ახლავს, ეს შეიძლება საკვერცხეების კიბოს ნიშანი იყოს. კიდევ ერთი ნიშანნი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება – მადის დაქვეითება ან უჩვეულოდ სწრაფი დანაყრება.

მენსტრუაციის რეგულარული დარღვევა

ციკლის დარღვევა, ძალიან მცირე ან უხვი თვიური, მენჯის არეში ტკივილი – ამ უსიამოვნო ნიშნების მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს, საკვერცხეების ან რეპროდუქციული სისტემის სხვა ორგანოების სიმსივნე.

მუდმივი ხველა

ხველა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში არ ქრება და ამასთან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია (სურდო ან ყელის ტკივილი) ახლავს, რაც შეიძლება სწრაფად ფლუოროგრაფიის ჩატარებისა და ექიმთან მისვლის საბაბია. ფილტვების სიმსივნის გარდა, ძლიერი ხველა შეიძლება ლეიკემიის განვითარების ნიშანი იყოს – ექიმს მიმართეთ!

მუცლის ტკივილი და გულისრევა

კუჭის აშლილობა ან საკვებით მოწამვლა ხშირი და გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც მუცლის არეში უბრალო დისკომფორტს ვუწოდებთ. თუ სპაზმი და ტკივილი მუდმივი გახდა და შვებას ვერ გრძნობთ, ხოლო გულისრევის შეგრძნება თქვენი მეგზურია, ექიმს კონსულტანციისთვის მიმართეთ. ეს შეიძლება ლეიკემიის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის, ღვიძლის, პანკრეასის ან კოლორექტალური სიმსივნის ნიშანი იყოს.

ხშირი „გაციება“

თუ თავს მეტ-ნაკლებად ნორმალურად გრძნობთ, მაგრამ ნებისმიერ ვირუს იკიდებთ ან მაღალი ტემპერატურა გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. ხშირი „გაციება“ და ციებცხელება ლეიკემიის ერთ-ერთი პირველი ნიშანია.

გადაყლაპვის გართულება

ყელში ბურთის გაჩხერა, რომლის გადაყლაპვას ვერაფრით ახერხებთ, ნაცნობი სიტუაციაა? თუ ასე რამდენიმე დღე გრძნობთ, ექიმს მიმართეთ: გართულებული გადაყლაპვა სიმსივნის რამდენიმე ფორმის ნიშანია. მაგალითად, ყელის, კუჭის და ფილტვების სიმსივნე. გარდა ამისა, მსგავსი შეგრძნება შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამ გამოიწვიოს.

აუხსნელი სისხლჩაქცევები

ერთი სისხლჩაქცევა, რომელიც იცით როგორ გაგიჩნდათ, ნერვიულობის მიზეზი არაა. აი, არსაიდან გაჩენილი სისხლჩაქცევების დროს ექიმს მიმართეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მუქი ლაქები ხელებსა და თითებზე ჩნდება. ეს შეიძლება ლეიკემიის დაწყების ნიშანი იყოს.

წონის შემცირება

სამწუხაროდ, წონის მოულოდნელად და აუხსნელად შემცირება სიხარულის მიზეზი არაა. ეს ორგანიზმის დარღვევის ნიშანია, რომელიც ექიმთან უნდა განიხილოთ. სამწუხაროდ, წონის შემცირება სიმსივნის ბევრი სახეობის, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის, პანკრეასის, ასევე ლეიკემიის და ლიმფომას ნიშანი შეიძლება იყოს.

ქრონიკული დაღლილობა

ჩვენ ყოველთვის ვხუმრობთ, რომ ზრდასრული ცხოვრება მუდმივი დაღლილობის შეგრძნებაა. თუ თქვენთვის ამ ხუმრობაში სიმართლის ნაწილი საკმაოდ დიდია, ექიმს აუცილებლად მიმართეთ. სავარაუდოდ, ეს სიმსივნესთან დაკავშირებული არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ქრონიკული დაღლილობა ლეიკემიის ერთ-ერთი სიმპტომია.

მუდმივი თავის ტკივილი

თუ ადრე შაკიკი არ გაწუხებდათ, მაგრამ ახლა თავის ტკივილი მუდმივად გტანჯავთ, ექიმს მიმართეთ. სამწუხაროდ, თავის ხშირი ტკივილი ტვინის სიმსივნის ან ლეიკემიის განვითარების ნიშანი იყოს. გახსოვდეთ, რომ თავის ტკივილის მოთმენა ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით „გაყუჩება“ არ შეიძლება!

სისხლი განავალში

ხშირად ამ უსიამოვნების მიზეზი უსაფრთხო დაავადებაა. მაგალითად, ბუასილი ან ბზარები. ექიმს სჯობს დროულად მიმართოთ, თუ თქვენ 50 წელზე მეტის ხართ. ასე მსხვილი ნაწლავის სიმსივნის გამორიცხვას შეძლებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.