სახიფათო მზე: ყველაფერი, რაც კანის სიმსივნის შესახებ უნდა იცოდეთ

2696

გოგოებს ზაფხულის არდადეგებზე ლამაზი რუჯის მიღება სურთ, თუმცა მზე ჩვენს კანს სილამაზის მიღებაში არ ეხმარება, პირიქით მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ონკოლოგიური დაავადება ყველაზე ხშირად ახალგაზრდებსა და ბავშვებში გვხვდება. აი, რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ.

კანის სიმსივნე არა მხოლოდ სიმსივნის ყველაზე „ახალგაზრდა“, არამედ ყველაზე გავრცელებული სახეობაა. საბედნიეროდ, კანის სიმსივნის სამი სახეობიდან მხოლოდ ერთი კლავს ელვის სისწრაფით: მელანომა. სხვა სახეობების (ბაზალური-უჯრედული და ბრტყელუჯრედოვანი), როგორც წესი, მარტივად და დროულად დიაგნოზირება ხდება და მკურნალობას ექვემდებარება. აი, მელანომა ძალიან აგრესიული სიმსივნის სახეობაა, ის სწრაფად ვრცელდება და მკურნალობა ამ შემთხვევაში ყოველთვის ეფექტური არაა. რაც მთავარია, უნდა იცოდეთ: რისკის მთავარ ფაქტორს კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაა.

ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება მელანოციტების დაზიანებას იწვევს, იმუნიტეტს ამცირებს, პიგმენტური უჯრედების უკონტროლო გავრცელების და სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის. ამასთან, სიმსივნე შეიძლება განვითარდეს მრავალი წლის წინ მზის ზემოქმედების შედეგად: ბავშვები და ახალგაზრდები ხშირად მზის ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ არიან, რომლის შედეგიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩნდება.

რუჯი სასარგებლო არაა

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თითქმის ნახევარი წელი ზამთარია, ამიტომ ზაფხულში დაკარგული დროის ანაზღაურებას და მეტი რუჯის მიღებას ვცდილობთ. ითვლება, რომ რუჯი D ვიტამინის დეფიციტის ანაზღაურებას ხელს უწყობს. ეს მართალია, მაგრამ ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად სუფთა ჰაერზე დაახლოებით 15 წუთით ჩრდილში ყოფნა საკმარისია. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ამ ვიტამინის დღიურ ნორმას იღებს ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ. გამონაკლის წარმოადგენს ადამიანები, რომელთაც დღისით სძინავთ, ღამით კი ფხიზლობენ.

მზისგან დამცავი კრემი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ

კანის ავთვისებიანი სიმსივნის 95% სახესა და ხელებზე მდებარეობს, ანუ იმ ადგილებში, რომლებიც წელიწადის 365 დღე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაში იმყოფება. ამასთან ღრუბლიანი ამინდი დაცვას არ წარმოადგენს. ოსლოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ ქალებს, რომლებიც 15 და უფრო მეტი SPF მზისგან დამცველს იყენებდნენ, მელანომით დაავადების რისკი 33%-ით უფრო ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ასე არ იქცევა. სწორედ ამიტომ, დაიმახსოვრეთ: SPF კრემი ყოველთვის საჭიროა: ზამთარში, ზაფხულში, სანაპიროზე და ოფისისკენ მიმავალ გზაზეც კი.

ამასთან SPF ფილტრები მხოლოდ რამდენიმე საათით მუშაობენ. თუ სანაპიროზე დიდ დროს ატარებთ, კრემი ყოველი ცურვის შემდეგ წაისვით (მაშინაც კი, თუ მზისგან დამცავი წყალგაუმტარია) ან თუ არ ცურავთ, ყოველ 1,5-2 საათში. კრემის ერთხელ წასმა საკმარისი არაა; დარწმუნებული იქნებით, რომ დაცული ხართ, მაგრამ ასე არაა.

არანაირი სოლარიუმი!

თავად რუჯი კანის დაზიანების ნიშანია. ჯანსაღი რუჯი პრინციპში არ არსებობს, მაგრამ ხელოვნური რუჯი განსაკუთრებით სახიფათოა: ადამიანებს, რომელთაც სოლარიუმში ვიზიტის გამოცდილება აქვთ, კანის სიმსივნის დაავადების რისკი 69%-ით მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც მსგავსი გამოცდილება არ აქვთ. ასე რომ, თუ სანაპიროზე პირველივე დღეებში ეფექტური ოქროსფერი კანის ფერით გასვლა გსურთ, ავტორუჯი გამოიყენეთ და არა სოლარიუმი.

რისკ-ფაქტორები

კანის სიმსივნის განვითარების მთავარი მიზეზი ულტრაიისფერი სხივებია, ამიტომ ყველაზე ხშირად კანის I და II ფოტოტიპის ადამიანები ავადდებიან: ისინი, ვინც ღია მზეზე ცოტა ხნით (დაახლოებით 30 წუთი) ყოფნისას იწვებიან და რუჯის მიღება საერთოდ არ შეუძლიათ; ისინი, ვინც სწრაფად წითლდებიან, მაგრამ რუჯს რთულად იღებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ფოტოტიპის მქონე ადამიანს კანის სიმსივნის დაავადების რისკი არ აქვს: VI ფოტოტიპის (აფრიკული წარმოშობის შავკანიანი) ადამიანშიც კი კანის სიმსივნე გავრცელებულია, უბრალოდ უფრო იშვიათად გვხდება.

თავი როგორ დავიცვათ?

  1. მზისგან დამცავი საშუალება ყოველ 1,5-3 საათში წაისვით;
  2. წყალში ცურვის დროს სპეციალური წყალგაუმტარი მზის დამცავი საშუალება გამოიყენეთ, მაგრამ წყლიდან ამოსვლის შემდეგ ხელმეორედ წაისვით.
  3. 10:00-დან 16:00 პერიოდში მზეზე ყოფნა არ ღირს.
  4. სოლარიუმის მიღება არ ღირს.
  5. რეგულარულად დერმატოლოგს ეწვიეთ – წელიწადში 1-2-ჯერ. კანზე პიგმენტური ლაქების და ხალების მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ. ახალი წარმონაქმნის გაჩენისას, ასევე ფერის და ფორმის ცვლილებას ექიმ-დერმატოლოგს აუცილებლად უნდა მიმართოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.