როგორ მოვამზადოთ ფარშირებული ბადრიჯანი ყველთან ერთად – ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ

2529
როგორ მოვამზადოთ ფარშირებული ბადრიჯანი ყველთან ერთად - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ
როგორ მოვამზადოთ ფარშირებული ბადრიჯანი ყველთან ერთად - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ

ერთი ასეთი ოცნება მქონდა – საბერძნეთში წასვლა და ეგეოსის ზღვაში გაცურვა, კიდევ ბერძნული სამზარეულოს გემრიელი კერძების გასინჯვა. სალონიკიდან 100 კმ-ში ძველი ბერძენი, ბიძია აკტეონომი, გავიცანი, რომელმაც ბერძნული კერძის “კუჩერიკასი” რეცეპტი გამიზიარა.ადრე ბადრიჯნის მიმართ გულგრილი ვიყავი, მაგრამ ამ კერძის მომზადების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება შევიცვალე!
კუჩერიკასი – ტრადიციული ბერძნული კერძია, რომელიც შედგება ბადრიჯნის, გამომცხვარი ხაჭოს, ყველისა და მწვანილებისგან. ეს შესანიშნავი კერძია როგორც მშვიდი საოჯახო ვახშმისთვის, ასევე სადღესასწაულო სუფრისთვის.

ფარშირებული ბადრიჯანი ღუმელში

დღეს ბადრიჯნის მომზადების უჩვეულო რეცეპტს გთავაზოთ. “კუჩერიკასი” ყველას მოეწონება.

ინგრედიენტები 2 პორცია

  • 2 დიდი ზომის ბადრიჯანი
  • 150 გრ ხაჭო
  • 100 გრ ყველი
  • 1 კბილ ნიორი
  • 1 კვერცხი
  • ახალი კამა, ოხრახუში და რეჰანი ( 4 კონა)
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით


მომზადება
1. ბადრიჯანი გარეცხეთ და შუაზე გაჭერით, ამასთან ყუნწი შეინარჩუნეთ.

2. ბადრიჯანი მდუღარე მარილიან წყალში დაახლოებით 10-15 წუთით მოხარშეთ, შემდეგ  საწურზე დადეთ და გააგრილეთ.

3. მოსახერხებელ ჭურჭელში გახეხილი ყველი, ხაჭო, კვერცხი, დაჭრილი მწვანილები, ასევე სანელებლები მოათავსეთ.

4. მოხარშულ ბადრიჯანს კოვზით რბილობი ამოაცალეთ. ეცადეთ კანი არ დააზიანოთ. ბადრიჯნის რბილობი ყველიან მასას დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

5. მიღებული ფარშით ბადრიჯანი აავსეთ.

6. მზად ბადრიჯანი საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-30 წუთით გამოაცხვეთ.

7. ეს კერძი როგორც ცხელი, ასევე ცივიც ძალიან გემრიელია. გემრიელად მიირთვით!

თუ ბადრიჯანი არ გიყვართ, “კუჩერიკასი” მოამზადეთ, გასინჯეთ და დარწმუნებული ვარ, მალე აზრს შეიცვლით. კერძი ძალიან გემრიელია, მომზადება კი სირთულეს არ წარმოადგენს!
გაუზიარეთ მეგობრებს ეს შესანიშნავი რეცეპტი, ისინი აღფრთოვანებულები დარჩებიან.