7 შემთხვევა, როცა გემოვნური თვისებების ცვლილება დაავადებაზე მეტყველებს

0
335
"Food tasting, Canon 1Ds mark III"

ჩვენს რეცეპტორებს 5 ძირითადი გემოს განსხვავება შეუძლია: მჟავე, ტკბილი, მარილიანი, ცხარე და უმამი(პიკანტური, ხორცის გემოსთან ახლო). ყველა დანარჩენი მხოლოდ შეგრძნებებია, რომლებიც გემოსას უახლოვდება. მათაც განასხვავებენ(მაგ, ძალიან ცხარე, მწკლარტე, ცხიმიანი და მეტალის გემო). ხოლო ამ გემოვნური თვისებების ცვლილება ან გაქრობა შეიძლება სერიოზული დაავადებებისა და ინფექციების ნიშანი იყოს.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომ ხდება გემოვნური შეგრძნებების ცვლილებები და საჭიროა თუ არა ექიმთან კონსულტაცია.

1. გემოს შეგრძნების სრული დაკარგვა

გემოს სრულ დაკარგვას აგევზიასაც უწოდებენ. იგი შეიძლება იყოს მძიმე სურდოს სიმპტომი ან ანტიბიოტიკების მიღების ფონზე გაჩნდეს. თუმცა, თუ იგი 1 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს. რეცეპტორების ასეთ გათიშვას შეიძლება იწვევდეს:

  • თავის ტრავმა;
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექცია;
  • ჰიპოთირეოზი;
  • კუშინგის სინდრომი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სტომატოლოგიური ინფექციები;
  • პირის ღრუს კიბო

2. ძალიან ტკბილი გემო

თუ სტეიკის ან სანელებლებიანი სალათის ჭამის შემდეგ გრძნობთ ტკბილ გემოს, ჯანმრთელობაზე უნდა იფიქროთ. ასეთი სიმპტომი შეიძლება პირველი სიგნალი იყოს ისეთი სერიოზული დაავადებებისა, როგორებიცაა:

  • პესტიციდებით ან სხვა ქიმიური შხამებით მოწამლვა;
  • ინსულინის გამომუშავების დარღვვა და შაქრიანი დიაბეტის საწყისი სტადია;
  • ინფექციური ან ვირუსული დაზიანება ნერვული უჯრედებისა;
  • დეპრესია, ქრონიკული სტრესი;
  • სტომატოლოგიური დაავადებები, რომლებიც ლპობის ბაქტერიების მიერაა გამოწვეული;
  • ფილტვების კიბო.

3. ყველაფერი ზედმეტად მარილიანია

ყველაზე უფრო შესაძლო მიზეზები, რომლებსაც ასეთი გემოს გამოწვევა შეუძლია – ესაა პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და გაუწყლოება, რომელსაც ადამიანი ვერ გრძნობს. სითხის ფარული დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს მედიკამენტების მიღებით, ალკოჰოლისა და სხვა მავნე სასმელების მოხმარებით. თუმცა, თუ კბილებს კარგად იწმენდთ დღეში ორჯერ, საკმარისი რაოდენობით სითხესაც სვამთ და არ მოიხმართ სასმელს, მაშინ შეიძლება ეს იყოს:

  • ცხვირ-ხახის ინფექციური და სოკოვანი დაავადება – მაგალითად, სინუსიტი, რომლის დროსაც ცხვირის სინუსებში დაგროვილი ლორწო მიედინება პირში და იწვევს მარილიან გემოს;
  • სტეპტოკოკები, სტაფილოკოკები ან პნევმოკოკები, რომლებიც ნერწყვის სადინარში ხვდებიამ და იწვევენ სანერწყვე ჯირკვლების დაავადებას.

4. ყველაფერი ზედმეტად ცხარეა

თუ პირის ღრუში სიცხარე გაწუხებთ, განსაკუთრებით კი დილით, ეს ღვიძლისა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების დაზიანების პირველი ნიშანია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ჩვეულებრივი გაშლაკოვნება, რომელიც სამედიცინო პრეპარატებით უნდა განიკურნოს. თუმცა, შესაძლოა, მიზეზები გაცილებით უფრო სერიოზულიც იყოს. მათ შორის:

  • ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და ნაღველსადინრების დაავადებები;
  • ქრონიკული ქოლეცისტიტი და ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • “ზარმაცი” ნაწლავი(თუ თქვენ ცხიმიანი და შემწვარი საკვების მოყვარული ხართ);
  • მენოპაუზა;
  • ნერვული სისტემის დაზიანება(ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი).

5. ყველაფერი გემჟავებათ

გულძმარვა და მჟავე ბოყინი შეიძლება ფეხმძიმობის მეგზური სიმპტომები იყოს მუმცლისშიდა წნევის გაზრდის გამო. თუმცა, თუ ეს მიზეზი გამორიცხულია, შეიძლება ადგილი აქვს

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებას(მწვავე გასტრიტი ან კუჭის წყლულის საწყისი ეტაპი);
  • კბილებთან დაკავშირებულ პრობლემებს(კარიესი, პაროდონტიტი, გინგივიტი).

6. გემოს ცვლილება

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი საყვარელი ვაშლის გემო მკვეთრად შეიცვალა და ახლა ის ხახვს გახსენებთ, დიდი ალბათობით, ეს დისგეზვიაა. გემოს ასეთი ცვლილებები შეიძლება იყოს:

  • ჰიპოთირეოზის;
  • ფეხმძიმობის;
  • ანემიის;
  • ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევის სიმპტომი.

7. დილის გემო

არსებობს სხვა გემოც, რომელიც არ მიეკუთვნება ძირითად შეგრძნებებს, თუმცა შეიძლება სერიოზულ დაავადებებს ახლდეს თან:

  • მეტალის გემო – მიუთითებს პაროდონტოზზე, ვერცხლისწყლით მოწამლვასა და ანემიაზე;
  • გოგირდის გემოს შეგრძნება(თითქოს გაფუჭებულ საკვებს ჭამთ) – საუბრობს დაბალი მჟავიანობის გასტრიტზე;
  • აცეტონის გემო – შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის ნიშანი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი