როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ტორტი არაჟნის კრემით

2516
როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ტორტი არაჟნის კრემით
როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ტორტი არაჟნის კრემით

“ო, ღმერთო, ეს ხომ უჩვეულოდ გემრიელია” – გავიფიქრე მაშინ, როცა ერთ-ერთ რესტორანში შოკოლადის ტორტი მივირთვი. არ მჯეროდა, რომ მსგავსი სასწაულის გაკეთება თავად შემეძლო. აღმოჩნდა, რომ მომზადების რეცეპტი ძალიან მარტივია! არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა და ვირტუოზული ცოდნა საჭირო არაა – საკმარისია მოამზადოთ შოკოლადის ბისკვიტი, ნაზი არაჟნის კრემი და სიყვარულით გააფორმოთ.

შოკოლადის ტორტი ძალიან სწრაფი და მარტივი რეცეპტით კეთდება, რომელსაც დიდი ხანია ეძებდით. ნებისმიერ დღესასწაულზე ან უბრალოდ ჩაისთან – ნამდვილი დამხმარე დაკავებული დიასახლისებისთვის!

გემრიელი შოკოლადის ტორტი!
ცომის ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა რძე
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი

კრემის ინგრედიენტები 

  • 250 მლ ნაღები ნებისმიერი ცხიმიანობის
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 250 მლ არაჟანი
  • 250 მლ ბუნებრივი იოგურტი

მომზადება
1. შაქარი და კვერცხი მიქსერით ამოიყვანეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი შეურიეთ.

2. ათქვეფილი კვერცხი ფქვილს აურიეთ, ვანილის შაქარი და კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ, რომ საშუალო სისქის ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

3. ცომი საცხობ ფორმაში მოათავსეთ და 200°C-მდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით გამოაცხვეთ. ახალგამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ და ორ ნაწილად გაჭერით.

4. კრემის მომზადებას შეუდექით: არაჟანი შაქართან ერთად ათქვიფეთ, იოგურტი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცალკე ჭურჭელში ნაღები მიქსერით ამოიყვანეთ. ორივე მიღებული მასა ერთმანეთს კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. კრემი მზადაა!

5. ბისკვიტის თითოეულ ნაწილს კრემი კარგად წაუსვით და ერთმანეთს დადეთ, ზემოდან ტორტი თვენი გემოვნების მიხედვით გააფორმეთ – კაკალი, შოკოლადი, კენკრა, ხილი. სახლში მომზადებული შოკოლადის ტორტი არაჟნის კრემით მზადაა!

რეცეპტი მოგეწონათ? აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელში.