ჟოლოს მურაბა ბანანით: იდეალური რეცეპტი საუზმეზე მურაბის მოყვარულებისთვის

1455

კლასიკური ჟოლოს მურაბა – მისწრებაა წლის ცივ სეზონზე. ტკბილი, არომატული და უნივერსალური. შეგიძლიათ მისგან ცხელი სასმელი ან პეროგი მოამზადოთ, ბლინებთან ერთად მიირთვათ ან უბრალოდ პურს წაუსვათ – არ აქვს მნიშვნელობა, ყველანაირად გემრიელია.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით საყვარელი ტკბილეულის რეცეპტს უჩვეულო გემოთი. საჭიროა მურაბაში მხოლოდ ბანანის დამატება. მურაბის გემო ხილის საღეჭ რეზინს მოგაგონებთ, თავიდან ჟოლოს გემო ექნება, ბოლოს კი ბანანის გემოს დატოვებს. იდეალური კომბინაციაა!

ჟოლოს მურაბა

ჟოლო – პრეტენზიული კენკრაა. ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ მისგან მურაბის მომზადება ძალიან მარტივია, თუმცა, ვერ მოგართვით. კენკრა მარტივად გადაიხარშება ან მზა პროდუქტის გემო ინგრედიენტის გადაჭარბებით გაფუჭდება.

მურაბა, უმჯობესია, ბალახეულთან ერთად მოხარშოთ, იქნება ეს პიტნა, მელისა თუ რეჰანი. კენკრის არომატი რომ არ გადაიფაროს, შეგიძლიათ მურაბას ვაშლი, მსხალი, მოცხარი, ძახველი ან ბანანი დაუმატოთ. მარწყვთან და მოცვთან ჟოლო არ მეგობრობს. ეს კენკრა ჟოლოს ძლიერ არომატსაც კი ჩაახშობს.

ჟოლოს მურაბა ბანანით ძალიან დიდხანს ინახება. მისი მომზადება შეგიძლიათ გაყინული კენკრისგანაც.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ახალი ჟოლო
  • 250 გ ბანანის რბილობი
  • 800 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა ან 1 ლიმონის წვენი

მომზადება

1. ჟოლოს კენკრა მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში. კენკრა დაჭყლიტეთ კარტოფილის საჭყლეტით ან ბლენდერით ისე, რომ პიურეს მსგავსი მასა მიიღოთ.

2. დაჭერით ბანანი წვრილად(რკალებად ან მეოთხედებად) და დაუმატეთ კენკრას.

3. კენკრის პიურეს დააყარეთ შაქარი და ლიმონმჟავა. კარგად მოურიეთ და დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად მოურიეთ, რომ არ მიიწვას.

4. აადუღეთ მურაბა და შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმამდე. ადუღების შემდეგ კიდევ 10-20 წუთით ხარშეთ, ქაფი პერიოდულად მოხსენით. თუ სქელი ჯემის მიღება გინდათ, დამატებით ხარშეთ 30-40 წუთით ან დაუმატეთ პექტინი(12-15 გ 1 კგ ხილზე).

5. არ გამორთოთ ცეცხლი და დაიწყეთ მურაბის ქილებში ჩასხმა. მოხუფეთ და ჩააბრუნეთ ქილები, დაახურეთ სქელი საბანი გაგრილებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!