ალერგია ვერხვის ბუმბულზე: როგორ გადავიტანოთ კრიტიკული სეზონი

2423

ჩვეულებრივ ადამიანებს უხარიათ დათბობა და აყვავებული ხეები. ხოლო საწყალ ალერგიულებს ნამდვილად არ აქვთ სიცილისა და სიხარულის თავი.

ვერხვის ბუმბული

გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში ვერხვის აყვავების პერიოდია. ვერხვის ბუმბულს ამ დროს ყველგან დაინახავთ – სახლშიც კი.

როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა ალერგია ვერხვის ბუმბულზე?

ალერგიის სიმპტომები

  1. ლორწოთი სავსე ცხვირი, სურდო, ცემინება;
  2. თვალების გაწიღლება, ქავილი;
  3. უცნაური შეგრძნება ყელში და ქოშინი;
  4. სხეულის ტემპერატურის უცვლელობა.

თუ ქუჩაში ბუმბულების არსებობის პერიოდში ეს სიმპტომები აღგენიშნებათ, დიდი ალბათობით, მასზე ალერგია გაქვთ.

საუკეთესო წამალი ვერხვის ბუმბულზე ალერგიისგან – ალერგენის ორგანიზმზე ზემოქმედების შემცირებაა. როგორ გავაკეთოთ ეს?

როგორ შევზღუდოთ ალერგენის ზემოქმედება

1. თუ ახლახან მიხვედით სახლში, მაშინვე მიიღეთ შხაპი და დაიბანეთ პირი. გამოიბანეთ ცხვირი ზღვის წყლით(ამ პროდუქტს აფთიაქში შეიძენთ).

2. ყველაზე დიდი რაოდენობით, ვერხვის ფოთოლი ქუჩაში 11-18 საათებს შორისაა. ეცადეთ, მოერიდოთ ქუჩაში გასვლას დროის ამ მონაკვეთში, ხოლო თუ აუცილებელია, შეზღუდეთ ფეხით სიარულის დრო. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით მშრალ, ქარიან ამინდში.

3. სახლის სველი დალაგება კვირაში ორჯერ მაინც უნდა მოხდეს. ეცადეთ, არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი. მინიმუმამდე დაიყვანეთ იმ ნივთების რაოდენობა, რომელიც მტვერს იგროვებს.

4. ფანჯრებზე დააყენეთ მწერების საწინააღმდეგო ბადე ან ჩამოაფარეთ სველი მარლა.

თუ ალერგიის წინააღმდეგ აფთიაქის საშუალებებით ბრძოლა გადაწყვიტეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. ბევრი მედიკამენტი მხოლოდ ხსნის სიმპტომებს, თუმცა უსიამოვნო გვერდით მოვლენებს იწვევს(ძილიანობა ან გულისრევა).

გახსოვდეთ, რომ ალერგიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გაძლიერება. ეცადეთ, ხელი შეუწყოთ მის მედეგობას ფიზიკური სავარჯიშოებითა და სწორი პროდუქტით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!