ვარჯიშები ვენერას სინდრომის დასამარცხებლად. მოვიშოროთ ცხიმის ფენები თეძოებსა და წელზე

1629

„უკვე ზაფხული დადგა, მაგრამ მისთვის მომზადება ვერ მოვასწარი. საძულველი გვერდების მოშორებას ვერა და ვერ ვახერხებ. სწრაფ დასვენებაზე, ზღვაზე და სანაპიროზე ფიქრიც კი არ მახარებს“ – ჩემი მეგობარი იმედგაცრუებით მეუბნება.

„ვივიენმა“ ზუსტად იცის, რომ იდეალური სხეულის არ ქონა დარდის მიზეზი ნამდვილად არაა. ასეთ სიტუაციაში არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი: მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ და ზაფხულით უდარდელად ისიამოვნოთ, ან საუკეთესო მხარეს შეცვლა დაიწყოთ და ცოტა დრო ვარჯიშს დაუთმოთ.

ყველას, ვინც მეორე ვარიანტს ირჩევთ, ვთავაზობთ ყველაზე ეფექტურ ვარჯიშების კომპლექსს, რომელთა დახმარებით მოხდენილი წელი, ლამაზი დუნდულები და თეძოები რამდენიმე კვირაში გაჩნდება.

როგორ მოვიშოროთ ჭარბი ცხიმი სახლის პირობებში

თეძოებსა და წელზე ცხიმოვანი ფენის წარმოქმნას ვენერას სინდრომს უწოდებენ. ეს პრობლემა ყოველ მეორე ქალს ზრდასრულ ასაკში აწუხებს, თუ დიდი ხნის განმავლობაში პროფილაქტიკის მიზნით ტანვარჯიშით დაკავებული არ იყო.

ტანვარჯიშის კომპლექსი, რომელსაც ვენერას სინდრომის მოშორება და თქვენი სხეულის ფორმების მხარდაჭერა შეუძლია, მხოლოდ 4 მარტივი ვარჯიშისგან შედგება.

1. იატაკზე დაჯექით და ფეხები გამართეთ. ორივე ხელებით მარჯვენა ფეხის ტერფს, კოჭს და წვივს მოკიდეთ, შემდეგ ზემოთ ასწიეთ და კვლავ უკან დაუშვით. პროცედურა 20 ჯერ გაიმეორეთ და იგივე ვარჯიში მარცხენა ფეხზე გააკეთეთ.

2. მდგომარე პოზა მიიღეთ. ფეხები ისე გადააჯვარედინეთ, რომ მარჯვენა ფეხი წინ იყოს. ხელები გამართეთ და სხეული ნელ-ნელა წინ გადასწიეთ. ბოლომდე დაიხარეთ, ამ პოზაში რამდენიმე წამით გაჩერდით და ნელ-ნელა გაიმართეთ. ვარჯიში 20-ჯერ გაიმეორეთ. მე-10 გამეორების შემდეგ მარჯვენა ფეხი მარცხენით ჩაანაცვლეთ.

3. მუხლებზე დადექით, ხელები ასწიეთ და თავს უკან გადააჯვარედინეთ. მარცხენა დუნდულზე დაჯექით, შემდეგ გაიმართეთ და მარჯვენა დუნდულზე დაჯექით. ვარჯიში 20-ჯერ გაიმეორეთ – 10-10-ჯერ თითოეულ მხარეს.

4. იატაკზე დაწექით, მარჯვენა ფეხი შენ უკან მოხარეთ. მარცხენა ფეხი ხელებით დაიკავეთ და ზემოთ ასწიეთ, ამ პოზაში რამდენიმე წამით გაჩერდით და ფეხი ქვემოთ დაუშვით. პროცედურა თითოეულ ფეხზე 5-ჯერ გაიმეორეთ.

ასეთი ვარჯიში დღეში 20 წუთზე მეტს არ წაგართმევთ და რეგულარული შესრულების შემთხვევაში სწრაფ შედეგს მოგიტანთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.