რის მიხედვით ირჩევენ კოღოები მსხვერპლს? ამ ინფორმაციის გამოყენებით, მათგან თავს დაიცავთ

3143

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი ადამიანი ვერ ახერხებს კოღოებისგან დამალვას სახლშიც კი, ხოლო სხვები მშვიდად სეირნობენ ტყეში მოკლე შორტებითა და მაისურებით და კოღოები თითქმის არ კბენენ.

რა კრიტერიუმებით არჩევენ ეს მწერები მსხვერპლს? ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ შესაძლო მიზეზებს, თუ რატომ გკბენენ კოღოები უფრო ხშირად თქვენ, ვიდრე თქვენი ოჯახის სხვა წევრებს. ეს ინფორმაცია მათგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ.

რატომ იკბინებიან კოღოები

1. სისხლის ჯგუფი

თითოეული ჯგუფის სისხლი რაღაც კანონზომიერებით განსხვავდება ერთმანეთისგან ქიმიური შემადგენლობით. ექსპერიმენტების მიმდინარეობისას დამტკიცდა, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებში კოღოების კბენის შანსი 50%-ით მაღალია.

გარდა ამისა, კოღოები რეზუს უარყოფითი ფაქტორის მქონე ადამიანებაც ანიჭებენ უპირატესობას. რაც შეეხება სისხლის IV ჯგუფის მქონეებს – მათ ყველაზე მეტად გაუმართლათ, რადგან სხვა თანაბარ პირობებში, მწერებისთვის ისინი ბოლო ვარიანტი იქნებიან.

2. სხეულის ზომები

მსხვერპლის ძიებისას, კოღოები ორიენტირად იყენებენ ადამიანის მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგს, რომელსაც ისინი 50 მეტრში გრძნობენ. სწორედ ამიტომ, მსუქანი ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ СО2-ს გამოყოფენ, კოღოებისთვის უფრო მიმზიდველი სამიზნეები არიან.

3. ფიზიკური დატვირთვა

კოღოები რძემჟავაზე რეაგირებენ, რომელიც კუნთებზე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ჩნდება და ოფლთან ერთად გამოიყოფა. ამიტომ, კოღოებისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი ხართ სირბილის შემდეგ. გარდა ამისა, ფიზიკური დატვირთვა იწვევს სხეულის ტემპერატურის მატებას, რაც, ასევე, ერთ-ერთი ფაქტორია.

კოღომ რომ არ გიკბინოთ, უფრო ხშირად უნდა მიიღოთ შხაპი. ეს მწერები ადამიანის ოფლის სუნზე რეაგირებენ, მისი ჩამობანით კი, რაღაც დროით მაინც, მათთვის შეუმჩნეველი დარჩებით.

4. კვება

ზოგიერთი პროდუქტი, მათ შორის, ყველი, მაწონი ან დამარილებული ბოსტნეული, კანის ზედაპირზე რძემჟავის გამოყოფას იწვევს, რაც კოღოებს იზიდავს.

5. ფეხმძიმობა

ერთ-ერთი კვლევის მონაცემების თანახმად, ქალები, საშუალოდ, ორჯერ უფრო მეტად იზიდავენ კოღოებს. მეცნიერები ამას გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობას უკავშირებენ: ბოლო სტადიაზე, ფეხმძიმეები 21%-ით მეტ СО2-ს გამოყოფენ. შესაძლოა, სხეულის მომატებული ტემპერატურაც ერთ-ერთი ფაქტორი იყოს.

6. ალკოჰოლი

ერთი ექსპერიმენტის მსვლელობისას შეინიშნა, რომ კოღოები უპირატესობას ანიჭებენ მას, ვინც ლუდი დალია, ვიდრე მის ფხიზელ მეგზურებს. მეცნიერება ეს იმით ახსნეს, რომ ბუნებაში კოღოები, ბუზების მსგავსად, სიამოვნებით შეექცევიან დამპალ ხილს, რომელშიც, შაქრის ფერმენტირების შედეგად, ალკოჰოლი წარმოიქმნება.

ეთანოლი, რომელიც ნასვამი ადამიანის ორგანიზმიდან ოფლთან ერთად გამოიყოფა, შეიძლება სიგნალი გახდეს სისხლისმწოველებისთვის.

თუ სისხლის I ჯგუფი, რეზუს უარყოფითი ფაქტორი და ბუნებაში გასვლის სურვილი გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ მწერებისგან დამცავი საშუალებები.