10 მოქმედება რის გამოც შესაძლოა Facebook-ზე მოულოდნელად დაიბლოკოთ

1664

ძალიან ბევრი სოციალურ ქსელში ანგარიშის შექმნის დროს სამოხმარებლო ხელშეკრულებას არ კითხულობს და საჭირო ადგილას ნიშანს სვამს. ზოგადად, წესები ასე წარმოგვიდგენია: შიშველი სურათები და ძალადობის ნიშნები არ გამოაქვეყნოთ, სხვა მომხმარებლებს არ დაემუქროთ და ა.შ.

თუმცა ბევრი საკმაოდ უცნაური მეთოდი არსებობს, რომ ფეისბუქმა ანგარიში დაგიბლოკოთ.

მაგალითად:

1. უპასუხისმგებლო აღზრდა

თუ გსურთ სურათის გადაღება, თუ თქვენი ბავშვი ცხოვრებაში პირველად ლუდს როგორ სინჯავს, და  საჯაროდ გამოქვეყნება, არ იჩქაროთ. ფეისბუქი თვალყურს ადევნებს და არასრულწლოვნების მონაწილეობით ნებისმიერ უკანონო მოქმედებას ბლოკავს.

2. უნებლიედ უხამსი სურათები

როგორც ჩანს, მოდერატორები დაბლოკვამდე სურათს არ დააკვირდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ აბაზანაში მყოფი ქალი შიშველი მკერდის დემონსტრირებას ახდენს, თუმცა ეს მხოლოდ იდაყვია. სურათი ნამდვილად უჩვეულოა, მაგრამ ფეისბუქი ხშირად გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობს.

3. სახელი „მარკ ცუკერბერგი“

მაშინაც კი, თუ ნამდვილად მარკ ცუკერბერგი გქვიათ, ფეისბუქი ამ სახელით დარეგისტრირების უფლებას არ მოგცემთ. მსგავსი სახელიც რომ გამოიყენოთ, თქვენ სხვადასხვა დოკუმენტების წარმოდგენა და პიროვნების დადასტურება მოგიწევთ. ეს წესი იმისთვის მოიფიქრეს, რომ მომხმარებლები მილიონობით მეგობრობის თხოვნისგან დაიცვან, რომელთაც საკუთარ თავის ფეისბუქის ხელმძღვანელად გამსაღებლები აგზავნიან.

4. მეგობრობის თხოვნის მასობრივი გაგზავნა

თუ ფეისბუქისთვის ზედმეტად პოპულარული ხართ, თქვენ იქ არაფერი გესაქმებათ. როგორც წესი, სოციალურ ქსელი აუქმებს ანგარიშებს, რომლიდანაც ძალიან ბევრი მეგობრობის თხოვნა იგზავნება. მეგობრობის რაოდენობის შეზღუდვასთან ერთად, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ცნობილი ადამიანები გვერდებს იყენებენ – ღია კედელს, რომლის გამოწერა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.

5. ჯგუფებში მასობრივი გაწევრიანება

ჯგუფები ადგილობრივ დაწესებულებებთან და გაერთიანებასთან ურთიერთობის მხარდაჭერის შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ ყველაფერში ერთდროულად გაწევრიანება არ შეიძლება. თუ ყველა ნანახ ჯგუფში გაწევრიანდებით, თქვენ სპამისთვის დაგბლოკავენ.

6. სხვებისთვის სპამის გაგზავნა

იქნება ეს ქრონიკაში პუბლიკაცია თუ პირადი შეტყობინება, ფეისბუქი სპამს ვერ იტანს. იყო შემთხვევა, როცა მომხმარებელი, სახელად ადამ ჰერბესი 873 მლნ დოლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ 4 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს სპამის შეტყობინება გაუგზავნა! ყველაზე ხშირად ეს ანგარიშის გაუქმებას იწვევს.

7. ზედმეტი სიბერე

ყველამ იცის, რომ ანგარიშის გაკეთება მხოლოდ 13 წლიდან შეიძლება, მაგრამ იცით თუ არა, რომ ზედა ზღვარიც არსებობს? ფეისბუქი 99 წელზე უფროსი ადამიანის დარეგისტრირების საშუალებას არ იძლევა, რადგან „დაბადების წელის“ მენიუში უფრო ადრეული რიცხვი წარმოდგენილი არაა. თუ ფეისბუქმა გაიგო, რომ ასაკის შესახებ მოიტყუეთ, დაგბლოკავთ.

8. “ხელის დაქნევის“ ფუნქციის აკვიატებული გამოყენება

როცა მეგობრის სახელს ისრით უახლოვდებით, ფეისბუქი ხელის სურათს გიჩვენებთ და „ხელის დაქნევას“ გთავაზობთ. ეს საკმაოდ უაზრო ფუნქცია მოულოდნელ რისკს შეიცავს: თუ ამ ფუნქციას ძალიან ხშირად გამოიყენებთ, შეიძლება დაგბლოკონ.

9. სტატუსის ხშირი ცვლა

როგორც უკვე მიხვდით, ფეისბუქში ნებისმიერი „ჭარბი“ ქცევა თქვენი დაბლოკვით დასრულდება. ეს უკიდურეს შემთხვევაში ხდება და მხოლოდ იმათთან, ვინც თვითრეკლამით ზედმეტად გატაცებულია.

10. ძუძუთი კვების გამოსახულება

ბოლო დროს ეს საკმაოდ რეზონანსული თემაა. ძუძუთი კვება ბუნებრივია და აღშფოთებული დედები ამაში უხამსობას ვერ ხედავენ. თუმცა მოდერატორები ნებისმიერ „სიშიშვლეს“ შლიან, რომლებიც ჩარჩოებში არ ჯდება. ამის გამო არა ერთი ანგარიში დაიბლოკა.

ფეისბუქს თქვენ ოდესმე დაუბლოკიხართ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.