აი, რას ნიშნავს ბავშვის სხვადასხვა პოზა ორსულობის დროს

1478

ორსულობის პერიოდში ბავშვი იზრდება და ბევრს მოძრაობს, შესაბამისად თავის პოზებს ხშირად იცვლის.

ბავშვის პოზაზე დაკვირვება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ზრდის და გულის რითმის რეგულარული შემოწმება. ის ბავშვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მშობიარობის წინ ბავშვის მდგომარეობას ეხება.

აი, ბავშვის როგორი პოზები არსებობს.

ტრადიციული

ბავშვის თავი დედის მენჯში მდებარეობს, ბავშვი ზურგით გადმობრუნებულია. თუ ბავშვი ოდნავ მარცხნივ ან მარჯვნივ მდებარეობს, პოზიციას შეიძლება წინა მარცხენა ან მარჯვენა ვუწოდოთ.

ბავშვის თავი ქვემოთ არის დაწეული, ბავშვი სახით გადმობრუნებულია

ამან შეიძლება უფრო ხანგრძლივი და ნელი მშობიარობა გამოიწვიოს. ეს პოზიცია შეიძლება დედის მიერ იყოს გამოწვეული, თუ ის დიდხანს მჯდომარე ან მწოლიარე პოზაში იყო.

გადაკვეთის პოზა

ეს სიტუაცია მაშინ იქმნება, როცა ბავშვი საშვილოსნოში პორიზონტალურად წევს. თითქოს, ზურგზე წევს. თუ ამ პოზაში მშობიარობამდე იმყოფება, ექიმმა საკეისრო უნდა გააკეთოს.

მჯდომარე პოზა

ამ პოზაში ბავშვის თავი ზემოთ მდებარეობს. ეს პოზა შეიძლება რიგმა ფაქტორებმა გამოიწვიოს, როგორიცაა ამნიონური სითხის რაოდენობა საშვილოსნოში ან საშვილოსნოს ფორმა.

სავსებით შესაძლებელია, რომ ბავშვის მდგომარეობა მშობიარობამდე შეიცვალოს.

ბავშვის პოზის შესაცვლელად ქალს შეუძლია მუხლ-იდაყვის პოზაში დგომა და ბევრი მოძრაობა სცადოს.

თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.