თაფლი ძილის წინ: 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ თაფლი ღამით

3853

საღამოობით ტკბილეულის მირთმევა ცუდად ისახება ჩვენს მდგომარეობაზე, ხოლო თეთრი შაქრის მოხმარება საერთოდ უნდა შევზღუდოთ. თუმცა, თაფლი გამონაკლისია. მცირე რაოდენობაში, მას სამკურნალო გავლენა აქვს ორგანიზმზე.

თაფლს საკვებ თხევად ოქროს უწოდებენ, ჯანმრთელობის ელექსირს… სხვადასხვა პროდუქტთან კომბინაციაში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, დადებითად მოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე. დღეს ჩვენ თაფლის სარგებელზე ვისაუბრებთ.

თაფლი ძილის წინ

1. ხელს უწყობს ღრმა ძილს
თაფლი თავისი დამამშვიდებელი თვისებებითაა ცნობილი. იგი ადუნებს, ხელს უწყობს მელატონინის(ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ ძილს, აახლებს უჯრედებს და აღადგენს ნერვულ სისტემას) გამოყოფას. 1 ჩ.კ. თაფლი ძილის წინ – სრულყოფილ დასვენებას განაპირობებს.

მათთვის, ვისი ორგანიზმიც კარგად რეაგირებს ლაქტოზაზე, ასევე, სასარგებლოა თაფლიანი თბილი ან ცხელი რძე ღამით. იგი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

2. გეხმარებათ ცხიმები წვაში
კვების სპეციალისტმა მაიკ მაკინესმა აღნიშნა, რომ სპორტის მიმდევრები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ თაფლს, ათჯერ უფრო სწრაფად წვავენ ცხიმებს, ვიდრე ისინი, ვინც თაფლს არ მიირთმევს.

3. აახლებს ღვიძლს
ღვიძლის ჯანმრთელობა მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის წინაპირობაა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო სწორედ ძილის დროს ისვენებს და იკრებს ძალებს. ღვიძლზე განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს თაფლისა და გოგრის წვენის კნაზავი(1:1). მიირთვით ეს საშუალება 1 თვის განმავლობაში, რათა ორგანიზმს დაეხმაროთ ტოქსინების სწრაფად გამოყოფასა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაში.

4. აძლიერებს იმუნიტეტს
1 ჩ.კ. თაფლი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების 1 ულუფაა. ნიორი კი მძლავრი იმუნოსტიმულატორია. კომპლექსში ამ ორ პროდუქტს სუპერძალა აქვს ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. გაფცქვნილ ნიორს დაასხით თაფლი და გააჩერეთ. მიირთვით 1 ჩ.კ. ყოველ ღამით.

5. გავსებთ ენერგიით
თუ გინდათ, რომ საწოლიდან ენერგიით სავსე და ფხიზელი ადგეთ, არ დაგავიწყდეთ ტუმბოზე თაფლიანი ქილისა და ჭიქა ლიმონიანი წყლის დადგმა. მიირთვით ეს მასა ერთხელ მაინც და შედეგი თავადვე შეაფასეთ.

ბონუსის სახით გთავაზობთ დილის სასმლის რეცეპტს: აიღეთ 1 ლ ადუღებული, ოთახის ტემპერატურის წყალი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონი და დახეხილი ლიმონის ცედრა, ცოტაოდენი დახეხილი ჯანჯაფილი და 1 ს.კ. თაფლი. დალიეთ ნახევარი ჭიქა დილით, დანარჩენი – დღის განმავლობაში. ეს შესანიშნავი ენერგეტიკული სასმელია.