მარწყვი თავის წვენში: მურაბა, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ

2195

ითვლება, რომ მურაბა – დესერტის ერთ-ერთი სახეობაა. ცოტამ თუ იცის, რომ ტკბილეულსაც კი მოაქვს სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის, კერძოდ, მურაბას, განსაკუთრებით კი მარწყვის მურაბას.

მარწყვის მურაბა მხედველობის დაკარგვის, უძილობისა და ნერვული აშლილობის შესანიშნავი პროფილაქტიკაა. ექიმები, ხშირად, მის მოხმარებას ურჩევენ შუა ხნის ასაკის პაციენტებს მაღალი არტერიული წნევით, რამდენადაც ამ მურაბას შეუძლია ტვინის აქტივობის გაუმჯობესება, იმუნიტეტის გაძლიერება. ტკბილეული რეკომენდებულია ბავშვებისთვისაც.

ჩამოთვლილის გარდა, მარწყვის მურაბა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროსაც გვეხმარება. წმენდს სახსრებს მარილების დაგროვებისგან და ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები. ასევე, არსებობს თეორია, რომ მარწყვის მურაბა ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას.

ჩვენი რედაქცია გიზიარებთ მურაბის რეცეპტს, რომლის გამოყენებითაც მარწყვის სასარგებლო ნივთიერებების უმეტესი ნაწილის შენარჩუნებაში.

მარწყვის მურაბა

ინგრედიენტები

  • 5 კგ მარწყვი
  • 1.5 კგ შაქარი

მომზადება

1. გადაარჩიეთ მარწყვი და მურაბისთვის მხოლოდ მთელი კენკრა ამოირჩიეთ.

2. გააცალეთ ყუნწები და გარეცხეთ ფრთხილად.

3. სუფთა, მშრალი ქილები ბოლომდე გაავსეთ მარწყვით და მოაყარეთ შაქარი(100გ ნახევარლიტრიან ქილაში). გააჩერეთ ქილები მთელი ღამით მაცივარში, წვენის გასაშვებად.

4. მეორე დღეს მოამზადეთ დიდი ქვაბი, ჩადგით მასში ქილები და დაასხით თბილი წყალი ისე, რომ ქილის თავსახურამდე 2 სმ-ს აღწევდეს.

5. აადუღეთ წყალი ძლიერ ცეცხლზე, ამის შემდეგ გააჩერეთ 5-7 წუთით, ამოიღეთ ქილები ფრთხილად და მოხუფეთ.

მზადაა, გემრიელად მიირთვით!