მარწყვის მურაბა განსაკუთრებული რეცეპტით: ყველა ნაყოფი მთელია

11471

როცა ბებიაჩემი მარწყვის მურაბას ამზადებდა, მიყვებოდა, რომ ეს ძალიან ძველი რეცეპტია და, რომ სწორედ ასე ამზადებდნენ კენკრას ძველად. ახალდაკრეფილ კენკრას არ რეცხავდნენ, უბრალოდ თითოეულ ნაყოფს მაგარ არაყში ავლებდნენ.

სპირტი კენკრას არ აძლევდა გამუქების საშუალებას, აძლიერებდა გემოსა და არომატს, ასევე, ზრდიდა შენახვის ვადას. ხარშვის დროს კენკრა მთელი რჩება, სიროფი კი ჟელესებრი ხდება. არყის სუნი საერთოდ ქრება.

მარწყვის სქელი მურაბა

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით სქელი მურაბის მომზადებას მთლიანი მარწყვებისგან. რეცეპტი გამოცდილია, რადგან სწორედ ასე ხარშავდნენ ჩვენი წინაპრები კენკრის მურაბას რამდენიმე ასეული წლის წინ.

თუ მურაბის მომზადების მოსაწყენი პროცედურა გინდათ სასიამოვნო გასართობად აქციოთ, დაუძახეთ მეგობრებს და მოამზადეთ მურაბა საწყისი რეცეპტის მიხედვით: თითოეული ნაყოფი ამოავლეთ არაყში ცალ-ცალკე. თუმცა, ამ შემთხვევაში მეტი არაყი დაგშირდებათ.

ინგრედიენტები

  • 3 კგ მარწყვი
  • 3 კგ შაქარი
  • 100 მლ სპირტი ან მაგარი არაყი
  • 1 ს.კ. ლიმონმჟავა

მომზადება

1. მარწყვი გარეცხეთ და გააცალეთ ყუნწები. დატოვეთ კენკრა საცერზე ან საწრეტზე.

2. გამშრალი მარწყვები მოათავსეთ განიერ ქვაბში და დააყარეთ 1 კგ შაქარი. 8 საათის შემდეგ, როცა კენკრა წვენს გაიღებს, დადგით ქვაბი ცეცხლზე და აადუღეთ.

3. ადუღებისთანავე გამორთეთ. დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, სპირტი და ლიმონმჟავა. მოურიეთ, შაქარი ბოლომდე რომ გაიხსნას.

4. ისევ ჩართეთ ცეცხლი და აადუღეთ. ადუღების მომენტიდან დაელოდეთ მაქსიმუმ 7 წუთს, მოხსენით ქაფი და ჩაასხით მურაბა მშრალ, სტერილიზებულ ქილებში.

5. მოხუფეთ ქილები და ჩააბრუნეთ. დაახურეთ თბილი საბანი და გააჩერეთ გასაგრილებლად.

6. შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას. მურაბის ჭამა მომზადებიდან არანაკლებ 2 თვის შემდეგ შეიძლება.

გემრიელად მიირთვით!