დააკვირდით თქვენს ხელისგულებს! აი, რა ხდება როცა ეს ორი ხაზი ერთმანეთს კვეთს…

31033
დააკვირდით თქვენს ხელისგულებს! აი, რა ხდება როცა ეს ორი ხაზი ერთმანეთს კვეთს...
დააკვირდით თქვენს ხელისგულებს! აი, რა ხდება როცა ეს ორი ხაზი ერთმანეთს კვეთს...

ადამიანის ნამდვილ ბუნებას მისი ხელები ამჟღავნებენ. ისინი არ იტყუებიან, არ იმალებიან და ფაქტებს არ აყალბებენ, არამედ აჩვენებენ თუ როგორი იქნება ადამიანის ბედი.

ხელზე ქორწინების ხაზი ოჯახური ცხოვრების საიდუმლოს, საყვარელ ადამიანთან განსაკუთრებულ ურთიერთობის და ქორწილების რაოდენობის შესახებაც კი გვიამბობს. იპოვეთ ეს ხაზი ნეკა თითის ქვემოთ და გაიგეთ ყველაფერი ქორწინებაზე.

ქორწინების ხაზი
რა გელოდებათ ქორწინებაში
1. ძალიან გრძელი
სიყვარული ორმხრივი და გულწრფელია. ურთიერთობები საკმაოდ მტკიცე და ძლიერი იქნება.

2. მკრთალი და გაურკვეველი
ქორწინებაში ადამიანი თავს მარტო გრძნობს და ხვდება რომ არ უყვართ. ჩხუბის, პრობლემების და გაუგებრობის ალბათობა მაღალია.

3. ორი გამოკვეთილი ხაზი
თუ ხელისგულზე ორ გამოკვეთილი ქორწინების ხაზია, მაშინ მას ორჯერ ქორწინება მოუწევს. ამასთან ოჯახური ცხოვრებით როგორც პირველ, ასევე მეორე მეუღლესთან ისიამოვნებს.

4. თუ ორ თხელ ხაზად იყოფა
ქირომანტები ირწმუნებიან, რომ ასეთი ნიშანი იმის მანიშნებელია, რომ ადამიანები ქორწინებაში ერთმანეთისთვის უცხოები იქნებიან. ისინი შეიძლება დარჩნენ ქორწინებაში, მაგრამ სულიერი კავშირი და სიახლოვე დროთა განმავლობაში გაქრება. ინტიმური ცხოვრების პრობლემებიც შესაძლოა იყოს.

5. ბევრი ხაზი
საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ბევრი მეგობარი გყავთ. თუ პატარა ხაზებს შორის ერთი გრძელია, მაშინ ქორწინება იდეალური იქნება.

6. მოხრილი და ქვემოთ დახრილი ხაზი
ოჯახური ადამიანისთვის ეს ცუდის მანიშნებელია. ასეთი ნიშანი შესაძლო დაქვრივების მანიშნებელია.

7. თუ ჯვრით მთავრდება
ვარაუდობენ, რომ ეს სახიფათო ნიშანია, რომელიც კარგს არაფერს მოასწავებს. ურთიერთობები ტრაგიკულად სრულდება. განქორწინება ამ შემთხვევაში მინიმუმია.

8. მართკუთხედი ხაზში
სავარაუდოდ, ამ ნიშნის მფლობელი ქორწინებაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იქნება.

9. პატარა ხაზების რიგი
თუ ქორწინების ხაზის ქვემოთ ბევრი პატარა ხაზი იქმნება, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენს პარტნიორს სუსტი ჯანმრთელობა აქვს.

10. მოკლე ხაზი ქორწინების ხაზის ქვეშ
თუ მთავარი ხაზის ქვემოთ მოკლე და პატარა ზომის ხაზი იქმნება, ეს ღალატის ნიშანია. შეიძლება ასევე ქორწინებამდე ან მის შემდეგ მარტივ არასერიოზულ ურთიერთობას მიუთითებდეს. ღალატის გარკვევა კიდევ ძალაუფლების ხაზით ირკვევა, რომლის გარშემოც კიდევ ერთი შეუმჩნეველი ხაზია.

და თქვენი ქორწინების ხაზი ოჯახურ ცხოვრებაზე რას ამბობს? ხელზე მკითხაობის ეს უნიკალური მეთოდი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ.