რეცეპტები და საიდუმლოებები რომლის დახმარებითაც საუკეთესო ნაყინს უპრობლემოდ მოამზადებთ.

9309

თუ ნაყინის ძველებური გემო მოგენატრათ და ახლანდელი, ქიმიკატებით გაჟღენთილი დესერტი, რომელსაც არავითარი რძის გემო არ აქვს, არ მოგწონთ, გააგრძელეთ კითხვა და ისწავლეთ ნატურალური ნაყინის მომზადება საშინაო პირობებში.

ნაღების ნაყინი

გახსოვთ ნაყინის გემო ბავშვობიდან? ჩვეულებრივი პლომბირის შენახვის ვადა მხოლოდ 7 დღეს შეადგენდა. დახედეთ ახლანდელი ნაყინების ეტიკეტს. ალბათ, ვერ შეძლებთ ისე პროდუქტის პოვნას, რომელსაც ნახევარ წელზე ნაკლები ვადა ექნება.

დროთა განმავლობაში, ნაყინის შემადგენლობა იცვლებოდა, რეცეპტს დაუმატეს კარაქი და შედედებული რძე, რათა პროდუქტის შენახვის ვადა გაეზარდათ. რამდენადაც ყველა სამზარეულოში არ მოიპოვება მძლავრი საწარმოო მიქსერი, მოხერხებულმა დიასახლისებმა დაიწყეს ნაყინის დამზადება რძისგან (გემოთი პლომბირის მსგავსი), კვერცხის შემასქელებლის სახით. თუმცა, ყველაზე გემრიელ პლომბირს 4 ხელმისაწვდომი და ნატურალური ინგრედიენტი სჭირდება.

საშინაო პლომბირი

ინგრედიენტები

  • 600 მლ ნაღები (35%-იანი წხიმიანობით)
  • 100 მლ შედედებული რძე
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 1 ს.კ. ვანილის შაქარი

მომზადება

1. დაასხით ჟელატინს 1 ს.კ. ცივი წყალი და გააჩერეთ 15 წუთით. ცალკე თასში ჩაასხით ცხელი წყალი და მოათავსეთ მასში ჟელატინიანი ჭურჭელი. სანამ ნაღებს ამზადებთ, ჟელატინი მთლიანად დადნება.

2. დიდ თასში ან ქვაბში ათქვიფეთ ნაღები. დიდხანს არაა საჭირო თქვეფა – 2-3 წუთი საკმარისია. დაუმატეთ ნაღებს ვანილის შაქარი და შედედებული რძე. გააგრძელეთ თქვეფა კიდევ რამდენიმე წუთით.

3. თხელი დინებით ჩაასხით ნაღების მასაში ჟელატინის მასა და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უნდა გამოვიდეს თეთრი, მბრწყინავი და ჰაეროვანი, თუმცა პლომბირისთვის საკმარისად მჭიდრო მასა. ამ ეტაპზე, შეგიძლიათ ნაყინს დაუმატოთ შოკოლადის ნატეხები, ხილის ნაჭრები, კენკრის წვენი და ა.შ.

4. მოათავსეთ მასა თავსახურიან კონტეინერში და შედგით საყინულეში.

5. 4-5 საათში შესანიშნავი ნაღების პლომბირი მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!

თქვენ ამზადებთ ნაყინს შინ? როგორ? გაქვთ განსაკუთრებული რეცეპტი? გაგვიზიარეთ გამოცდილება.