12 უპატიებელი შეცდომა თმის მოვლის დროს

2133

დროდადრო ჩვენი თმა ცუდად გამოიყურება და ეს სავსებით ნორმალურიცაა. თუმცა, თუ დიდი ხნის განმავლობაში თმა არ ელვარებს და შეუხედავი იერი აქვს, შესაძლოა, რაღაცას არასწორად აკეთებდეთ.

თქვენი თმის ტიპისთვის არასწორი სავარცხლის გამოყენება ან ფენით გადახურებაც კი შეიძლება აზიანებდეს თქვენს დალალებს. ეს მარტივი შეცდომებია, რომლებსაც შეიძლება ხანგრძლივი, უარყოფითი გავლენა ჰქონდეს თმაზე.

წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს თმის მოვლის დროს, რომლებსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ.

1. იყენებთ აგრესიული ქიმიკატებით სავსე შამპუნებს

შამპუნებსა და კონდიციონერებზე ფულის დაზოგვა გირჩევნიათ? ტყუილად! თმის მოვლის იაფი საშუალებები სავსეა აგრესიული ქიმიური ნივთიერებებით, რომლებსაც თქვენი თმის დაზიანება შეუძლია.

თუმცა ყველა, გაუგებარი სახელის მქონე ინგრედიენტი თქვენს თმას არ ავნებს, არსებობს ისეთები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ. კერძოდმ სულფატებს – ეს ქიმიური ნივთიერებები შესანიშნავად წმენდს თმას, თუმცა, იმდენად აგრესიულია, რომ თმიდან ნატურალურ ზეთებს რეცხავს. ეძებეთ შამპუნები წარწერით “სულფატების გარეშე”.

2. ძალიან ხშირად იბანთ თმას

მაშინაც კი, თუ ყველაზე ხარისხიან შამპუნს იყენებთ, თმის ხშირი დაბანა უსიამოვნო შედეგებს გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ ადამიანთა უმეტესობისთვის არაა საჭირო თმის ყოველდღე დაბანა. ეს პროცესი რეცხავს თმიდან და თავის კანიდან სასარგბელო ზეთებს, აშრობს და აღიზიანებს კანს, თმა კი დაღლილი და უსიცოცხლო ხდება. საკმარისია თმის დაბანა ყოველ მეორე ან მესამე დღეს, რომ შეინარჩუნოთ მისი სისუფთავე და ჯანმრთელობა. დანარჩენ დღეებში თმა გაასუფთავეთ სიბინძურისგან თბილი წყლის გადავლებით.

3. თმას ძალიან იშვიათად იბანთ

თმის იშვიათი დაბანაც ისევე ვნებს თმას, როგორც ხშირი. გარდა იმისა, რომ დაუბანელი თმა საშინლად გამოიყურება, ეს სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს თავის კანზე. თმის მოვლის საშუალებები თავის კანიდან რეცხავს ცვილისმაგვარ ნივთიერებას – კანის ცხიმს, რომელსაც ჯირკვლები გამოყოფენ. ეს ნივთიერება თმისთვის აუცილებელია, თუმცა, დაგროვების შემდეგ თმა ერთმანეთს ეწებება და ცხიმიანი ხდება. გარდა ამისა, კანის ცხიმი რთულად ირეცხება წყლით, ამიტომ ძალიან გაგიჭირდებათ მისი მოშორება, თუ თავს დიდხანს არ დაიბანთ.

4. თმას არასწორი პირსახოცით იშრობთ

რას აკეთებთ შხაპიდან გამოსვლისას? თავს ნებისმიერი პირსახოცით იმშრალებთ, შემდეგ კი თავზე იხვევთ. ეს თმას აზიანებს!

სველი თმა გაცილებით უფრო მყიფე და მოწყვლადია, ვიდრე მშრალი, ამიტომ მას დელიკატურად უნდა მოექცეთ. იმის ნაცვლად, რომ თმა დაწუროთ, შეიმშრალეთ იგი რბილი, ბამბის ქსოვილით. შეიძლება უფრო მეტი დრო დაგჭირდეთ გასაშრობად, სამაგიეროდ თმის კარგ მდგომარეობას შეინარჩუნებთ.

5. იყენებთ ფენის მძლავრ რეჟიმს თმის გაშრობისთვის და არ იცავთ თმას ხელსაწყოების გამოყენების დროს

გეჩქარებათ თმის გაშრობა და ფენის ყველაზე ცხელ რეჟიმს რთავთ? რატომ? ამას თმის დაწვა შეუძლია! კარგ ფენს აქვს სითბოსა და სიმძლავრის სხვადასხვა რეჟიმი. ყოველთვის გამოიყენეთ ყველაზე დაბალი ტემპერატურა თმის გაშრობისას. მაშინაც კი, თუ გასაშრობად დიდი დრო დაგჭირდებათ, თმას უფრო გლუვი და ჯანსაღი იერი ექნება.

თუ თერმოდაცვას არ იყენებთ, თმა შეიძლება ნებისმიერი ხარისხის სითბომ დააზიანოს. სანამ უთოს ან სახვევს გამოიყენებდეთ თმაზე, დაიტანეთ თერმოდამცავი სპრეი(განსაკუთრებით თმის ბოლოებზე).

6. თმას იჩეხავთ

მოცულობითი თმა ყოველთვის მოდაშია. თუმცა, რამდენადაც ჩვენს უმეტესობას არ აქვს სქელი თმა, ჩეხვას მიმართავენ. თმის რეგულარული ჩეხვა წვრილი სავარცხლით(თმის უკუღმა ვარცხნა) აზიანებს თმის ღეროებს და ხდის მათ მსხვრევადს.

უფრო გონივრული იქნება სპეციალური საშუალების გამოყენება თმის მოცულობის გასაზრდელად.

7. არ იცავს თმას ღამით

როგორ გამოიყურება თქვენი თმა დილაობით? ჩახლართულია და დავარცხნა გიჭირთ თმიწს მოწყვეტის გარეშე?

როგორც ძველი, ხორკლებიანი პირსახოცი, ჩვეულებრივი ბალიშის პირიც ცუდი არჩევანია თმისთვის. გადადით აბრეშუმის ქსოვილზე. იგი არ ეკვრობა თმას, ბამბისა და სინთეტიისგან განსხვავებით, ამიტომ, თქვენ გაიღვიძებთ მაქსიმალურად გლუვი, ჩაუხლართავი თმით.

8. ძალიან უხეშად ივარცხნით

თმის ჩახლართული გორგლები ნერვებს გვიშლის, ამიტომ უხეშად ვიწყებთ ვარცხნას და ვკარგავთ თმებს. თუმცა, უნდა გამოიჩინოთ მოთმინება. თუ ნაზად და აუჩქარებლად დაივარცხნით, მოერიდებით თმის მხვრევასა და ცვენას. ფოტოზე მოცემულ სავარცელს აქვს განიერი კბილები, რომლებიც მარტივად ვარცხნის თმას და არ წყვეტს ძირიდან.

9. გავიწყდებათ შრატების გამოყენება

იცოდით, რომ შრატი თმისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახისთვის? იგი ნიღბის მსგავსად მოქმედებს, ამცირებს სიმშრალეს და თმის შეწებებას. შრატი თმას ანიჭებს ელვარებას, რომელსაც სხვა პროდუქტებისგან ვერ მიიღებთ. მაშინვე შეამჩბევთ თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც კი ამ პროდუქტის გამოყენებას დაიწყებთ.

10. ძალიან მჭდიროდ იკრავთ თმას

ცხენის კუდი ნამდვილად ლამაზი ვარცხნილობაა და ნებისმიერ შემთხვევას უხდება. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ მას შეუძლია თმის მსხვრევადობის გამოწვევა, თუ ფრთხილად არ იქნებით. მოერიდეთ ძალიან მაღალ და მჭიდრო კუდებს, რომელიც თმის დაჭიმულობას იწვევს. შეარჩიეთ თმის შესაკრავი გონივრულად. გირჩევთ, გადააგდოთ ძველი რეზინი და შეარჩიოთ სპეციალური რგოლები.

11. არასდროს იყენებთ ღრმა წმენდის საშუალებებს

ღრმა კონდიცირება არამხოლოდ აღადგენს თმას ყოველდღიური დაზიანების შემდეგ, არამედ ამცირებს მსხვრევადობას, აძლიერებს დალალებს.

12. არ იცავთ თმას მზისგან

ნათელ, მზიან დღეს გარეთ მზისგანდამცავი კრემის გარეშე არ გახვიდოდით, არა? მაშ რატომ არიდებს თავს ჩვენი უმრავლესობა თმის დაცვას? კანის მსგავსად, თმაც მოწყვლადია ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ისინი ფიტავს სასარგებლო ზეთებს და სამუდამოდ აზიანებს თმას. დაიტანეთ კონდიციონერი-სპრეი უი-სხივებისგან დასაცავად, სანამ მზეზე გახვიდოდეთ.

იმედია, დღეიდან თმაზე სწორად იზრუნებთ!