მწერის ნაკბენის 12 სახეობა და როგორ მოვიქცეთ თითოეულ შემთხვევაში

9300

მწერების ნაკბენი ერთნაირად არ გამოიყურება. როგორ განვსაზღვროთ, თუ რომელმა მწერმა გვიკბინა?

ზაფხულში, როცა ადამიანები ქალაქგარეთ, აგარაკზე ან ტბაზე საპიკნიკოდ და დასასვენებლად გადიან, სხვადასხვა მწერისგან არასასურველი ნაკბენის მიღების რისკი იზრდება. ზოგიერთი ნაკბენი სწრაფად გადადის, უფრო მძიმე შემთხვევაში ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ. „ვივიენი“ გიამბობთ 12 ყველაზე გავრცელებული მწერის ნაკბენის შესახებმ რომლებიც ქალაქში ან ეგზოტიკური მოგზაურობის დროს შეიძლება თავად გამოსცადოთ.

მწერების ნაკბენი: როგორ გავარჩიოთ და რა გავაკეთოთ

სხვადასხვა მწერის 12 სახეობის ნაკბენი:

  • ტკიპა
  • კოღო
  • კრაზანა
  • ფუტკარი
  • ონავარი
  • რწყილი
  • წითელი ჭიანჭველა
  • ტილი
  • ბუზანკალი
  • ბაღლინჯო
  • ირმის ბუზი
  • ობობა ჰერმიტი

1. ტკიპა

ადამიანისთვის ყველაზე უფრო სახიფათო ტყის ტკიპაა, რადგან ის საშიში დაავადების გადამტანია. პარაზიტის პირის აპარატი ისეა მოწყობილი, რომ კანზე ღრმად და მჭიდროდ ჩარჭობას ახერხებს. ამასთან ადამიანი ტკივილს არ განიცდის და სხეულზე ტკიპის არსებობა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღეში აღმოაჩინოს. მაშინ ნაკბენის ადგილზე წითელი ლაქა რამდენიმე სანტიმეტრით დამრგვალებული იქნება, ხოლო ცენტრში შავი ან წითელი წერტილი იქნება. ასეთ შემთხვევაში ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.

2. კოღო

ვიზუალურად კოღოს ნაკბენი ვარდისფერ პაპულას ჰგავს, რომელსაც გამოკვეთილი სიმრგვალე, წვეთი აქვს. თუ ნაკბენს მოიქავებთ, ის გაწითლდება, რადგან მწერის ნერწყვი მიმდებარე ქსოვილებზე მოხვდება, რაც რეაქციას გააძლიერებს. ზოგჯერ ნაკბენის ადგილას შეიძლება ალერგიული რეაქცია შეშუპება მოხდეს.

3. კრაზანა

კრაზანას ნაკბენი ძალიან მტკივნეულია. მის ადგილას წვას იგრძნობთ, ის შესივდება და წითელი ფერის გახდება. ზოგჯერ კრაზანას ნაკბენი თავის ტკივილს, მაღალ ტემპერატურას და სხეულზე გამონაყარს იწვევს.

4. ფუტკარი

კბენის შემდეგ ფუტკარი კვდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ნესტართან ერთად საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ტოვებს. ამიტომ მისი ამოცნობა საკმაოდ მარტივია. ნესტარი სასწრაფოდ უნდა ამოიღოთ, რომ შხამი სისხლში არ მოხვდეს. ფუტკრის ნაკბენი ანაფილაქტიკური შოკის მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა. თუ სუნთქვის გახშირება, წნევის შემცირება და სუნთქვის დარღვევა შენიშნეთ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ.

5. ონავარი

ონავარი ადამიანს კანზე ისე კბენს, როგორც ფუტკარი, მაგრამ ნესტარს არ ტოვებს. ნაკბენი ადგილი სივდება და მწვავე ტკივილი ჩნდება. ონავრის ნაკბენის ნიშნებს შორისაა; გახშირებული პულსი, გულისრევა, ღებინება, ცივი კიდურები, ტუჩის, ყურების და ყელის ლურჯი შეფერილობა. გონების დაკარგვა გამორიცხული არაა. პატარა ბავშვები და უფროსები, რომელთაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ ონავრის ნაკბენს ძალიან მტკივნეულად იტანენ. სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

6.რწყილი

ამ მწერის ნაკბენი ყველაზე ხშირად ფეხზე შეინიშნება. რწყილმა შეიძლება არაერთხელ გიკბინოთ. ნაკბენს პატარა წვრილი წერტილების ფორმა აქვს. თუ მათ მოიქავებთ, ის დიდხანს არ მოგირჩებათ და ნაკბენის ადგილას მუქი ლაქა დარჩება,

7. წითელი ჭიანჭველა

მწერი კბენის დროს გამოყოფს ტოქსინს, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს. დაზიანებული ადგილი ვიზუალურად რწყილის ნაკბენს ჰგავს, მაგრამ ჭიანჭველას ნესტარი მყისიერ მწვავე ტკივილს იწვევს.

8. ტილი

ყველაზე ხშირად ადამიანის თავში ცხოვრობენ, მაგრამ ზოგიერთი სახეობა სხეულის სხვა თმიან ნაწილებშიც არსებობენ. ნაკბენი ძლიერ ქავილს იწვევს და პატარა წითელ წერტილს ტოვებს.

9. ბუზანკალი

ნაკბენის ადგილას მნიშვნელოვანი შეშუპება რჩება. ამასთან ცხელი შეგრძნება შეგაწუხებთ. ნაკბენი ქავილს, თავბრუსხვევას იწვევს და დაინფიცირება გამორიცხული არაა.

10. ბაღლინჯო

ნაკბენი მასიური, ერთმანეთთან გვერდი გვერდ იმყოფება და დაჯგუფებულია. ბაღლინჯო თითქოს ერთ ხაზზე გკბენთ. ნაკბენის რაოდენობა კანში 3-დან 5 ჩარჭობამდე, სიწითლის დაშორება 2-4 სმ.

11. ირმის ბუზი

ნაკბენი წითელ ლაქას და უჩვეულო ტკივილს ტოვებს. მწერი კურდღლის ცხელების დაავადების გადამტანია. სიმპტომები: კანის წყლული, ცხელება, თავის ტკივილი.

12. ობობა ჰერმიტი

მხოლოდ გარკვეულ ადგილებში ცხოვრობს. მისი ნაკბენი მხოლოდ 6 საათის შემდეგ იგრძნობა, როცა ტკივილი მწვავე ხდება. ნაკბენის ადგილას სიწითლე ან იისფერი რგოლის შეფერილობა ჩნდება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.