35 წლის წინ აიზეკ აზიმოვს 2019 წლის სამყაროს აღწერა სთხოვეს. აი, რა დაწერა

2722

აიზეკ აზიმოვი მთელ მსოფლიოში ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ნაყოფიერი მწერალი იყო – მან დაახლოებით 500 მხატვრული და სამეცნიერო პოპულარული წიგნი დაწერა. მისი წიგნების უმეტესობა მხატვრული ლიტერატურა არ იყო. ასე რომ, მეცნიერების წარმატებული პოპულარიზატორი შეგიძლიათ თამამად უწოდოთ.

ტერმინებმა მისი წიგნიდან ინგლისურ ენაში ფესვები ღრმად გაიდგა. მან რობოტების ტექნიკის კონცეფცია და მის შესახებ სამი კანონი ჩამოაყალიბა. აზიმოვი ჰიუგოს, ნობელის და ლოკუსის პრემიის მრავალგზის გამარჯვებულია. ზოგიერთმა მისმა ნაწარმოებმა კი ერთდროულად სამივე ჯილდო აიღო.

35 წლის წინ კანადურმა გამოცემამ The Star აიზეკ აზიმოვს 2019 წლის შესახებ პროგნოზის დაწერა სთხოვა. ეს წელი შემთხვევით არ აურჩევიათ. 1949 წელს ჯორჯ ორუელის წიგნი „1984“ გამოვიდა – 35 წლით ადრე. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, თუ როგორ შეიცვლებოდა სამყარო 35 წლის შემდეგ.

რომელი წინასწარმეტყველება ახდა?

აზიმოვის თვალსაზრისით, 2019 წელს კაცობრიობას სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეაწუხებს:

  1. მასობრივი კომპიუტერიზაცია
  2. ბირთვული ომის ალბათობა
  3. კოსმოსური სივრცის გამოყენება

აზიმოვმა კომპიუტერიზაცია გასაოცარი სიზუსტით იწინასწარმეტყველა მიუხედავად იმისა, რომ 1980-იანი წლების დასაწყიში ამ სფეროს განვითარების ძალიან ცოტას თუ სჯეროდა. მწერალმა თავისი პროგნოზიდან რიგი დასკვნები გამოიტანა, რომლებიც ახლა უკვე ხდება. ბირთვული ომის ალბათობაც რჩება, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ აღარ არსებობს. აი. კოსმოსური სივრცის აქტიურად გამოყენება ადამიანმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო.

1. მასობრივი კომპიუტერიზაცია

აზიმოვი კომპიუტერიზაციას გარდაუვლად მიიჩნევდა. მისი თქმით, 2019 წელს საზოგადოებამ იმ დონეს მიაღწევს, როცა კომპიუტერის გარეშე არსებობს ვერ შეძლებს. მას ეკონომიკაში, მრეწველობასა და ყველა სახლში გამოიყენებენ.

2. ზოგიერთი პროფესიის გაქრობა

აზიმოვის თქმით, ეს კომპიუტერიზაციის გარდაუვალი შედეგია, რომელიც ყველას არ გაახარებს. საქმე იმაშია, რომ კომპიუტერები ადამიანებს სამუშაო ადგილებს წაართმევენ. ზოგიერთი პროფესიის აუცილებლობა უბრალოდ გაქრება: ნებისმიერი კანცელარიობანა, ნებისმიერი შეგროვება, ნებისმიერი მექანიკური განმეორებითი სამუშაო ავტომატურ რეჟიმზე გადავა. მათ შესრულებას კომპიუტერები და მათ მიერ მართული რობოტები დაიწყებენ, ამასთან საქმეს უფრო სწრაფად და წარმატებულად შეასრულებენ.

პროგნოზი ახდა: 2019 წლამდე მთელი რიგი პროფესიები გაქრა. მაგალითად, სატელეფონო ოპერატორები და სტენოგრაფისტები, 2020 წლამდე ბაზარზე ათეულობით სხვა სპეციალობების გაქრობას პროგნოზირებენ. ეს ყველაფერი კომპიუტერული სისტემების განვითარებასთან არის დაკავშირებული.

3. განათლების კონცეფციის შეცვლა

კომპიუტერების და მასთან დაკავშირებული ცვლილებების გამო განათლების სისტემაში, როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო კუთხით ფუნდამენტური ცვლილებები მოხდება. პირველ რიგში, განათლება კომპიუტერიზებული იქნება. თუ ინდუსტრიალიზაციის დაწყებამდე ადამიანს განათლების გარეშე გადარჩენა შეეძლო, 2019 წელს კომპიუტერის მართვისა და მაღალ ტექნოლოგიურ სამყაროში ორიენტირების უნარის გარეშე შეუძლებელი იქნება.

ფუტურისტმა მასწავლებლების გაქრობა იწინასწარმეტყველა. 2019 წელს მათი ჩანაცვლება კომპიუტერებს სავსებით შეუძლიათ, ხოლო ბავშვები განათლებას სახლში არა სტანდარტული სასკოლო პროგრამით, არამედ ინდივიდუალური ტემპით და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ.

ჯამში ეს პროგნოზი ჯერ არ ამხდარა, მაგრამ კაცობრიობა სწორედ აქეთკენ აქტიურად მიიწევს.

4. მზარდი ეკოლოგიური პრობლემები

ნარჩენებისა და დაბინძურების კუთხით კაცობრიობის უპასუხისმგებლობა სულ უფრო ცხადი და აუტანელი იქნება. ამ პრობლემის მოგვარების მცდელობა ინტენსიური გახდება. უნდა ვიმედოვნოთ, რომ 2019 წელს ტექნოლოგიების სფეროში პროგრესი ისეთ დონეს მიაღწევს, რომ შექმნის ინსტრუმენტებს, რომელთა დახმარებით გარემოს დაბინძურების შეფერხებას შევძლებთ.

ამ პროგნოზის პირველი ნაწილი ახდა: ეკოლოგიური პრობლემები ნამდვილად გვაწუხებს. აი, მეორე ნაწილში კი შეცდა: თანამედროვე მეცნიერებმა კრიზისიდან გამოსვლის გზები ჯერ ვერ იპოვეს.

რა არ ახდა, მაგრამ, შესაძლოა, მომავალში ახდეს

ზოგიერთი მიმართულებით კაცობრიობა წინ  უფრო ნელა მიიწევს, ვიდრე მწერალი თვლიდა. აი, ისინი:

1. რობოტები ყველა სახლში

აზიმოვი, როგორც რობოტების ტექნიკის კანონების ავტორი 1984 წლის ბოლოს დარწმუნებული იყო, რომ „მობილური კომპიუტერიზებული ობიექტი, იგივე რობოტი, რომელიც მრეწველობაში უკვე შესულია. მომავალ თაობაში უკვე ყველა სახლში იქნება“.

ჯერჯერობით ეს არ მომხდარა. თუ, რა თქმა უნდა, სრულყოფილ მობილურ კომპიუტერიზებულ ობიექტად რობოტ-მტვერსასრუტს, ჭკვიან ყავის მადუღარს და ჩაიდანს ინტერნეტში შესვლის ფუნქციით არ ჩავთვლით.

2. კოსმოსის წარმატებული ათვისება

აზიმოვის თქმით, 2019 წელს კაცობრიობა მთვარეზე ახალი ძალებით დაბრუნდება და უზარმაზარ საცხოვრებელ სადგურს შექმნის, სადაც თანამშრომლებიც სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებენ და კოსმოსში სხვა ობიექტების სამშენებლო მასალად გამოიყენებენ.

ასევე ფანტასტი ორბიტაზე გლობალურ წარმოებასა (ეს გარემოს დაბინძურებას შეამცირებდა) და უზარმაზარ კოსმოსურ ელექტროსადგურის შექმნაზე საუბრობდა, რომლის მიერ შეგროვებული მზის ენერგიის მიწოდებას დედამიწაზე შეძლებდნენ.

მაგრამ რაღაც ისე არ მოხდა.

3. სამყარო მთელ სამყაროში

სოციალური, საგანმანათლებლო, ეკოლოგიური და კოსმოსური საკითხების გადაჭრის საჭიროება, რომლებზეც ჩვენი არსებობა პირდაპირ დამოკიდებულია, კაცობრიობას გაერთიანებას აიძულებს.

ქვეყნებს შორის, ასევე ქვეყნებში ჯგუფებს შორის თანამშრომლობა გაიზრდება – არა იდეალიზმის ან წესრიგის გაზრდის გამო, არამედ ცივი გაანგარიშებით: თანამშრომლობის გარეშე ყველას სიკვდილი ელოდება.

აზიმოვი რაღაც მსოფლიო სახელმწიფოს შექმნაზეც ფიქრობდა. სამწუხაროდ, ამ საკითხში ზედმეტად ოპტიმისტი აღმოჩნდა.

რატომ არის რთული მომავალი ტექნოლოგიების პროგნოზირება?

შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი დაკვირვება, როგორიცაა მურას კანონი, იმისთვის, რომ რიგი ტექნოლოგიური მიღწევები ვიწინასწარმეტყველოთ, რომლებიც 1, 2, ან 5 წელში მოხდება. რთულია უამრავი ინოვაციური მეთოდის პროგნოზირება, რომელსაც მომავალი თაობა შექმნის და გამოიყენებს.

როგორც ხედავთ აიზეკ აზიმოვის პროგნოზი 60-65%-ით ახდა. როგორ ფიქრობთ, ცოცხალი რომ იყოს, კაცობრიობით იმედგაცრუებული იქნებოდა?