როგორ ჩავიტაროთ პილინგი სახლის პირობებში, რომ სახემ ახალგაზრდულად იელვაროს.

4502

ყოველდღე, ჩვენი კანი მრავალ უსიამოვნებას აწყდება. ამას თავადაც ვერ ვამჩნევთ, ხოლო შემდეგ გვიკვირს, რატომ აღარ გამოიყურება იგი ჯანმრთელად და მოელვარედ. ხანდახან, კანი ლამაზი რომ იყოს, მხოლოდ დაბანა და სკრაბის გამოყენება არაა საკმარისი. ამ შემთხვევაში საჭიროა ღრმა წმენდა.

სწორედ ამისთვისაა საჭირო სახის პილინგი. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საშინაო პილინგის საუკეთესო რეცეპტებს.

სახის პილინგი საშინაო პირობებში

არსებობს პილინგის უამრავი რეცეპტი მრავალფეროვანი ინგრედიენტებით. თუმცა, დღეს ჩვენ გთავაზობთ საშუალებებს ყველაზე ხელმისაწვდომი, ჩვეულებრივი წყალბადის ზეჟანგის შემცველობით. მისი უნიკალური თვისება, სწრაფად შევიდეს რეაქციაში კანის ცხიმთან და გაწმინდოს ფორები დაბინძურებისგან, ამ საშუალებად უნიკალურსა და ეფექტურს ხდის საშინაო ღრმა პილინგისთვის.

ზეჟანგის კანთან რეაქციაში შესვლისას გამოიყოფა წყალბადი, რომელიც დადებითად მოქმედებს კანზე. ანადგურებს ბაქტერიებს, კვებავს უჯრედებს, გამოაქვს მავნე ნივთიერებები და ანელებს დაბერებას. თუ ზეჟანგს ამქერცლავ ინგრედიენტსაც დავუმატებთ, მივიღებთ შავი წერტილების, აკნესა და ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებას.

ამასთან, თითქმის არ არსებობს უკუჩვენებები(მისი გამოყენება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის, კუპეროზისა და დერმატიტის ნებისმიერი ფორმის დროს). მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებაც, რომ პროცედურის შემდეგ კანი ხდება მგრძნობიარე მზის სხივების მიმართ, სწორედ ამიტომ, ნუ გახვალთ აქტიურ მზეზე პროცედურიდან მეორე დღეს.

ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ კანს მხოლოდ 3%-იანი კონცენტრაციის ხსნარი უხდება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უფრო მაღალის გამოყენება. მაღალკონცენტრაციიანი პრეპარატი დააზიანებს კანს. არ ღირს საშუალების ძალიან ხშირი გამოყენება, რათა არ გამოაშროთ კანი. ყველაფერი კარგია ზომიერად.

საშინაო პილინგის რეცეპტი

კანის ტიპებისა და სასურველი შედეგების მიხედვით, არსებობს პილინგის სხვადასხვა ვარიანტები. გააგრძელეთ კითხვა და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული რეცეპტი.

1. ეს რეცეპტი ცხიმიანი კანისთვისაა. აიღეთ 2 ჩ.კ. ზეჟანგი და შეურიეთ 1 ჩ.კ. სოდას. კარგად გააზავეთ და დაიტანეთ მასა სახეზე. მოერიდეთ თვალის გარშემო მონაკვეთს. გაიჩერეთ 15 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს რეცეპტი არ უნდა გამოიყენონ მშრალი და თხელი კანის მფლობელებმა. თუმცა, დანარჩენებისთვის ეს საშუალება ძალიან ეფექტური გამწმენდის ფუნქციას შეასრულებს.

2. პრობლემური კანისთვის(გამონაყარი) გამოგადგებათ წყალბადისა და საპნის ქაფის პილინგი. გლიცერინიანი ან ჩვეულებრივი საბავშვო საპონი ათქვიფეთ სქელი ქაფის მიღებამდე, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი და წრიული მოძრაობებით დაიტანეთ კანზე. 20 წუთში ჩამოიბანეთ ცივი წყლით. საშუალების გამოყენების შემდეგ დაიტანეთ დამატენიანებელი.

წყალბადის ზეჟანგზე დამზადებული პილინგები იდეალურია ცხიმიანი ტიპის კანის ღრმა წმენდისთვის. შედეგი პირველი გამოყენებისთანავე იქნება შესამჩნევი.