მამაკაცი ამბობს, რომ ბოროტმოქმედი მის სახლში შეიჭრა, დაალაგა და წავიდა

1106

დამნაშავეს არაფერი მოუპარავს, მაგრამ სახლის მფლობელმა ყოველი შემთხვევისთვის პოლიცია მაინც გამოიძახა. ინციდენტი ქალაქ მარლბოროში, მასაჩუსეტსის შტატში მოხდა.

ადგილობრივი მაცხოვრებელი პოლიციას დაუკავშირდა და უამბო, რომ ვიღაც სახლში მანამ შეიჭრა, სანამ თვითონ სამსახურში იყო.

არაფერი დაიკარგა და დარბევის კვალიც არ იყო. ყაჩაღმა (ანონიმურობა ისურვა) მთელი სახლი გააწკრიალა: ოთახები დაალაგა, სააბაზანო ოთახი გაწმინდა და სუვენირიც კი დატოვა.

„სახლში მოვედი და ვიგრძენი, რომ რაღაც ისე არ იყო. საწმენდი საშუალებების სუნი იყო. ერთადერთი, მან სამზარეულო არ დაალაგა, რამაც ცოტა იმედი გამიცრუა“ – ამბობს სახლის მფლობელი, ნეიტ რომანი.

უკანა ეზოში ნაგვის ტომარა იპოვა, სადაც ყაჩაღმა ნაგავი შეაგროვა. ნეიტ რომანმა შეამჩნია, რომ სააბაზანო და ტუალეტი ყაჩაღმა კარგად გაწმინდა, ასეთი წესრიგი ვაჟიშვილის ოთახში კი არც არასდროს უნახავს.

მამაკაცი თვლის, რომ მის სახლში მეზობელი სახლის დამლაგებელი შეცდომით შემოვიდა (მაგრამ შეიძლება ეს მანიაკის განსაკუთრებული ქცევაა).

პოლიციელებმა მეზობლები გამოკითხეს, მაგრამ სახლთან ახლოს საეჭვო პირი არავის დაუნახავს.

ქურდობის გამოძიება არ მოხდება: პოლიციელებს მტკიცებულება და დანაშაულის შემადგენლობა არ აქვთ. მფლობელი იმედოვნებს, რომ ყაჩაღი დაბრუნდება. შეიძლება სახლის სამზარეულოს დალაგება მოუნდეს.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიის შესახებ?