ეფექტური გზა კუჭის მჟავიანობასთან და გულძმარვასთან საბრძოლველად.

4469

მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ დავამარცხე კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა.

რამდენიმე წლის წინ დამისვეს კატარალური გასტროენტერიტის დიაგნოზი, მომატებული მჟავიანობით. მიუხედავად ჩემი მცდელობებისა, შემესრულებინა ექიმის მიერ შემოთავაზებული ყველა რეკომენდაცია, კუჭის ტკივილი და გულძმარვა მაინც მაწუხებდა. ერთხელაც, ქმართან და ვაჟთან ერთად ქალაქგარე ბაზარში წავედი.

იქ დამეწყო შეტევა, დავივიწყეთ საყიდლები და სახლში სამარშრუტო ტაქსით დავბრუნდით. როცა დაბაში მივედით, ტაქსიდან ჩავედი. ამავე მანქანით, ჩვენთან ერთად მგზავრობდა ადგილობრივი ქალბატონი. როცა დაინახა, როგორ ვიტანჯებოდი, მკითხა რა მჭირდა და მეც დაავადების შესახებ მოვუყევი.

მან თანამიგრძნო და მირჩია, ყოველ დილით დამეხეხა კარტოფილის ბოლქვი, დამეწურა წვენი მიღებული მასიდან და უზმოზე 100 მლ დამელია. ამასთან, დამეყოლებინა შინაური მჟავე რძე. ეს კურსი 9 დღე უნდა გამეგრძელებინა.

ჩემდა გასაკვირად, მოვუსმინე მის რჩევას და გავითვალისწინე კიდევაც. უკვე მეხუთე დღეს ვიგრძენი შვება, თუმცა კარტოფილის წვენსა და რძეს 9 დღის განმავლობაში ვსვამდი.

ამის შემდეგ ჩემი მდგომარეობა დასტაბილურდა. ვჭამდი ყველაფერს, რაც მინდოდა, თუმცა მჟავიანობა აღარ მემატებოდა და კუჭის ტკივილს მას შემდეგ აღარ შევუწუხებივარ.

ასე გრძელდებოდა 1 წლის განმავლობაში, შემდეგ კი კუჭის ტკივილმა, რომელსაც თან ახლდა მომატებული მჟავიანობა, თავი შემახსენა. დიდხანს არ მიფიქრია და მაშინვე დავიწყე ახალი კურსი.

ამ წლების განმავლობაში გასტროენტერიტს საერთოდ აღარ შევუწუხებივარ. ის, ვინც მიდრეკილია დიარეისკენ, კარტოფილის წვენი მის ნალექთან ერთად უნდა დალიოს, ხოლო ყაბზობის შემთხვევაში – მის გარეშე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!