წამლის გარეშე წნევის დაწევის ყველაზე ეფექტური ხერხი – კვერცხის ცილაა.

62287

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კვერცხის ცილა საუკეთესო საშუალებაა სისხლის წნევის მომატების წინააღმდეგ. თუ მაღალი წნევა ხშირად გაწუხებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია.

კვერცხის ცილა გვეხმარება მაღალი წნევის დარეგულირებაში. კარგი სიახლეა, არა? ცილა შეიცავს ნივთიერება პეპტიდს, რომელიც, კვლევის თანახმად, ამცირებს სისხლის წნევას. იგი ბლოკავს იმ ფერმენტის გამომუშავებას, რომელიც სისხლის წნევის მატებას იწვევს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტები ვირთხებზე ჩაატარეს, რომლებსაც 6 კვერცხის ცილაში არსებული რაოდენობის პეპტიდს აძლევდნენ. შედეგი გასაოცარი იყო: ამ ნივთიერებას ისეთივე შედეგი ჰქონდა, როგორიც კაპტოპრილის(მედიკამენტის) დაბალ დოზას აქვს.

აღმოჩნდა, რომ კვერცხის ცილა, ასევე, აკონტროლებს შაქრის დონეს სისხლში და ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს.

წნევის შესამცირებლად საუკეთესო ვარიანტია მოხარშული კვერცხი.

იგეგმება მომდევნო კვლევებიც იმის დასადგენად, თუ რა გავლენა აქვს კვერცხის ცილას ადამიანის ორგანიზმზე.

თუ არსებული თეორია სარწმუნოა, მაშინ კვერცხის ცილა ერთ-ერთ საუკეთესო წამლად იქცევა მაღალ წნევასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ესაა ნატურალური და ეკონომიკური ვარიანტი გვერდითი მოვლენების გარეშე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!