საკვები სოდის გამოყენების 15 გზა: ასე უამრავ ფულს დაზოგავთ

4278

გულწრფელად გეტყვით – სოდა მიყვარს! არ ვიცი არც ერთი მსგავსი პროდუქტი, რომელიც ასე იაფი ღირს და რომლითაც შეიძლება თმის დაბანა, ჭურშლის რეცხვა, საკვებად გამოყენება, ტანსაცმლის რეცხვა და დაავადებების მკურნალობა. მისი წყალობით, ახლა დიდ ეკონომიას ვაკეთებ უსარგებლო საყოფაცხოვრებო ქიმიასა და კოსმეტიკის ნაწილზე.

თქვენც შეგიძლიათ ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა სოდის გამოყენებით. ამისთვის 15 გზას გთავაზობთ.

საკვები სოდის გამოყენება

1. ფუმფულა ომლეტები

ომლეტი ჰაეროვანი და ფუმფულა რომ გამოვიდეს, დაუმატეთ 1/4 ჩ.კ. სოდა ყოველ 3 კვერცხზე. ასე კერძი ნაზი და ჰაეროვანი გამოვა.

2. უსიამოვნო სუნის მოცილება

თუ თევზს არჩევდით ან ნიორს ჭრიდით, ხელებზე ცუდი სუნი გექნებათ საპნით დაბანის შემდეგაც კი. აიღეთ ცოტაოდენი სოდა, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალი ისე, რომ მიიღოთ ფაფა. შეიზილეთ ეს ფაფა ხელებზე და გაივლეთ თბილი წყლით.

3. მიმწვარი ფსკერი

მიმწვარი საკვების აფხეკა ტაფიდან ან ქვაბიდან – საკმაოდ რთული სამუშაოა. მის შესამსუბუქებლად, აფხიკეთ იმდენი საკვები, რამდენსაც შეძლებთ, შემდეგ კი მოაყარეთ 0.5 ფინჯანი სოდა, დაასხით წყალი და აადუღეთ. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.

4. საშუალება ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის

ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ხშირად ჩნდება უსიამოვნო სუნი. მისი მოშორება მარტივია – მანქანის კონტეინერში ჩაყარეთ 1 ფინჯანი სოდა და ჩართეთ ჩვეულებრივი რეჟიმი. საჭიოებისამებრ, დაუმატეთ 1 ჩ.კ. სოდა ყოველ რეცხვაზე.

5. ტკბილი პომიდორი

თუ პომიდვრის ძირების ირგვლივ სოდას დაყრით, გაცილებით ტკბილ ნაყოფს მიიღებთ.

6. წიგნის ობი

ასე ხდება, როცა წიგნები დიდი ხნის მოუვლელი და გადაუშლელია. გვერდებს შორის მოაბნიეთ სოდა და მოათავსეთ ქაღალდის პაკეტი. დაელოდეთ რამდენიმე დღე, გაწმინდეთ წიგნი ობისგან და გაათბეთ მზეზე. არ დაგავიწყდეთ წიგნების სწორად შენახვა სამომავლოდ.

7. მზისგან დამწვრობის შემსუბუქება

ოთახის ტემპერატურის აბაზანაში ჩაყარეთ 1 ფინჯანი სოდა. ტკივილი გაქრება და თქვენც მოგეშვებათ.

8. წყლულები პირში

პირის ღრუში გამოსული წყლულების სამკურნალოდ, გამოივლეთ პირის ღრუ 1 ჩ.კ. სოდისა და 1 ჭიქა თბილი წყლის ხსნარით ყოველ ორ საათში.

9. მიკროტალღური ღუმელის წმენდა

შედგით ღუმელში ჭიქა წყალი 1 ჩ.კ. სოდით და ჩართეთ მაქსიმალურ რეჟიმზე 3-5 წუთით. ამის შემდეგ ნებისმიერი სახის ჭუჭყი მარტივად გაიწმინდება ქსოვილით.

10. ბინძური კედლები

ნებისმიერი ლაქა კედელზე ექვემდებარება სოდით წმენდას. ამისთვის დააყარეთ სოდა სველ ქსოვილს და გახეხეთ ლაქა, შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით.

11. კუჭის ტკივილი

სოდა – ტუტეა, ესე იგი ანეიტრალებს მჟავას. კერძოდ, მას შეუძლია pH დონის დარეგულირება იმ პროდუქტში, რომლებიც ზრდის მჟავიანობას. 1 მწიკვი სოდა, ჩაყრილი ყავაში, ფორთოხლის წვენში, პომიდვრის კერძში, ხელს შეუშლის გულძმარვასა და კუჭის ტკივილს.

12. მწერების ნაკბენი

მწერის ნაკბენი, განსაკუთრებით კი ზაფხულის სეზონზე, ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ქავილის შესამსუბუქებლად გააზავეთ 2 ჩ.კ. სოდა რამდენიმე წვეთ წყალში. დაიტანეთ ეს ფაფა დაზიანებულ მონაკვეთზე და აცადეთ გაშრობა. შემდეგ დაიფერთხეთ.

13. ბალახი ფილებს შორის

იმისათვის, რომ ბაღში ფილებს შორის ბალახი არ ამოვიდეს, ჩაყარეთ ჭრილებში სოდა.

14. ფეხის უსიამოვნო სუნი

ფეხების ოფლიანობა და სუნი გაქრება, თუ ისწავლით ფეხების აბაზანის სწორად გაკეთებას. დაუმატეთ სოდა ვარცლში(2-3 ს.კ. 5 ლ წყალზე). გააჩერეთ ფეხები 15-20 წუთით, შემდეგ გაიმშრალეთ. ეს აბაზანა ფეხის სოკოსაც ებრძვის.

15. უსაფრთხო თიხა ბავშვებისთვის

თუ არ იცით, რითი დააკავოთ ბავშვი, მოამზადეთ მისთვის ასეთი სათამაშო: 2 წილი სოდა, 1 წილი სიმინდის სახამებელი და 1 1/4 წყალი მოხარშეთ სქელი მასის მიღებამდე. გააგრილეთ და მიეცით ბავშვს “თიხა”.