უხეში შეცდომები თმის გაღიავების დროს: ასეთ შემთხვევაში ვეღარაფერი დაგეხმარებთ

4685

თმის შეღებვა სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმეა. განსაკუთრებით, როცა საქმე მუქი თმის გაღიავებას ეხება. ქალი მერყევი არსებაა – შავგვრემნებს ქერებად უნდათ გარდაქმნა და პირიქით.

ჩვენ გასწავლით, როგორც გაიღიავოთ თმა საშინაო პირობებში. თუ გეცოდინებათ ამ პროცესის ყველა ნიუანსი, მის ჩატარებას დამოუკიდებლადაც შეძლებთ, სალონში ვიზიტზე დროისა და ფულის ფლანგვის გარეშე.

დასაწყისისთვის, უნდა შეირჩეს სწორი საშუალება გასაღიავებლად. ნუ შეიძენთ მზა ნაკრებს საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიებში – ჩვეულებრივ, მათში ოქსიდის მაღალი დონეა, რომლის დარეგულირებაც ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. ასეთი გამაღიავებელი ნაკრებით შესაძლებელია თმის სტრუქტურის გაფუჭება, გაუხეშება და გამოშრობა.

როგორ გავიღიავოთ თმა საშინაო პირობებში

როგორ გავიღიავოთ მუქი ფერის თმა?

1. შეიძინეთ პროფესიონალური საღებავი დამამჟავებლის შემცველობით. თუ შავი ან წაბლისფერი თმა გაქვთ, პირველი გაღიავებისთვის გამოიყენეთ 10%-იანი ოქსიდი.

2. თუ მუქი-ქერა თმა გაქვთ – 6%-იანი.

3. ღია ყავისფერი თმისთვის 3%-იანიც საკმარისი იქნება.

გაღიავების პროცედურა მინიმუმ სამჯერ უნდა განხორციელდეს, ერთკვირიანი შესვენებებით. მაგალითად, გაიღიავეთ მუქი ფერის თმა ათპროცენტიანი ოქსიდით და არ დაინტერესდეთ შედეგით. შეიძლება მიიღოთ მონარინჯისფრო-სპილენძისფერი თმა და ეს ნორმალურია.

ერთ კვირაში გაიმეორეთ იგივე პროცედურა დამამჟავებლის უფრო დაბალი შემცველობით – 6%. ნახეთ შედეგი, ამჯერად, დიდი ალბათობით, თმა ღია-ყვითელი გახდება. კიდევ ერთ კვირაში გაიმეორეთ პროცედურა 3%-იანი ოქსიდით, რათა პლატინისფერი ქერა მიიღოთ.

1. როგორ გავიღიავოთ თმა კანის დაზიანების გარეშე? გაღიავებამდე წაისვით კანზე სილიკონის ჩამოურეცხავი საშუალება, რომელიც წყალზე არ იქნება დამზადებული. თუ თავზე ფსორიაზი, ჭრილობები ან იარები გაქვთ, ჯერ განიკურნეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიღებეთ თმა. თუ საღებავი კანზე მოხვდა, ეს იმდენად საშიში არაა. ხელებზე გაიკეთეთ ხელთათმანები.

2. უსაფრთხოების წესების დაცვის შემდეგ, გააზავეთ საღებავი. მიჰყევით ინსტრუქციას, რომელიც საღებავს ახლავს თან. წაიკითხეთ, როგორ უნდა გააზავოთ თქვენი საღებავი და რამდენ ხანს უნდა გაიჩეროთ თმაზე. ეს ინფორმაცია განსხვავებულია ბრენდისა და მწარმოებლის მიხედვით.

3. საღებავი ჯერ თმის ძირებზე დაიტანეთ, კეფის ნაწილში. შემდეგ კი მთელ სიგრძეზე გადაანაწილეთ. შეღებვის შემდეგ დაიხურეთ საშხაპე ქუდი ან პოლიეთილენის პარკი და შეიხვიეთ პირსახოცით.

4. საჭირო დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თავი თბილი წყლით.

5. ყოველი გაღიავებიდან მეორე დღეს მიეცით თმას მიღებული გაღიავების ტონის ელფერი. სიყვითლის ნეიტრალიზაციისთვის შეარჩიეთ იისფერი, ნაცრისფერი ან მოვარდისფრო ელფერის საღებავი 1.5%-იანი მჟავით.

6. ყოველთვის გამოიყენეთ შამპუნი შეღებილი თმისთვის და ბალზამი. ასეთი შამპუნები ხელს უშლის საღებავის ჩამორეცხვას, ხოლო ბალზამი აძლიერებს თმის სტრუქტურას. ასევე, ზედმეტი არ იქნება დამატენიანებელი ნიღბების გამოყენებაც, რადგან, შეღებვის შემდეგ, თმა ხშირად კარგავს ტენის შენარჩუნების უნარს.

თქვენ როგორ იღიავებთ თმას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.