6 საინტერესო რამ, რაც ძველი საბერძნეთის შესახებ არ იცოდით

2125

ძველი საბერძნეთის ხსენებაზე პირველ რიგში ფილოსოფოსები, ძველი შენობები და მითები გვახსენდება. ისტორიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გარდა, მას ჩვენი გაოცება ზოგიერთი უცნაურობებით შეუძლია.

1. ოფლის გაყიდვა

შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენს ზეითუნის ზეთს უსვამდნენ და მასთან ერთად ჭუჭს და კანის ოფლს აშორებდნენ. შემდეგ ამ მასას ჭურჭელში ასხამდნენ და ყიდნენ. ითვლებოდა, რომ სპორტსმენების კანის ნაწილებსა და ოფლს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ჰქონდა. ეს ფუფუნებად ითვლებოდა და ძალიან ძვირი ღირდა.

2. ჭკვიანი მონოწარბი

ძველ საბერძნეთში მონოწარბი გონების და სილამაზის ნიშნად ითვლებოდა. ქალები, რომელსაც ის არ ჰქონდა, კოსმეტიკის დახმარებით იხატავდნენ.

3. ზომბები

ძველ ბერძნებს მკვდრეთით აღმდგარი გარდაცვლილების ეშინოდათ. ეს ზოგიერთი ნახატით მტკიცდება, სადაც გარდაცვლილი მისდევს ადამიანს, რომელმაც მას აწყენინა. ასევე ძალიან ბევრი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც გარდაცვლილ ადამიანს ზემოდან მძიმე თიხის ლარნაკები ედოთ, ან სხეული დიდი ზომის ქვების ქვეშ იყო დამარხული.

სასაფლაოში თილისმას დებდნენ, რომელიც მას თილისმის გამკეთებლის სურვილის შესრულებას აიძულებდა. ნეკრომანტია, აი, როგორ ეწოდება!

4. იდიოტები

ძველ საბერძნეთში სიტყვა „იდიოტი“ გამოიყენებოდა ისეთი ადამიანის აღსაწერად, რომელიც პოლიტიკაში ჩართული არ იყო. ადამიანებისთვის მონაწილეობა და საკუთარი წვლილის შეტანა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაზე არ ფიქრობდნენ, ეგოისტებად მიიჩნევდნენ. ასეთ ადამიანებს „იდიოტებს“ უწოდებდნენ. იდიოსი ნიშნავს „მე“.

5. ვაშლი და სიყვარული

ძველ საბერძნეთში მამაკაცი ვაშლს ესროდა იმ ქალს, ვისზეც შეყვარებული იყო. ეს თავისებურ ხელის თხოვნას წარმოადგენდა. საინტერესოა, რამდენმა ქალმა მიიღო თავში დარტყმა იმის გამო, რომ გვერდზე იყურებოდა.

6. ძალიან ძველი იო-იო

ადრე ითვლებოდა, რომ იო-იო როგორც იარაღი ჩინელებმა გამოიგონეს, მაგრამ იო-იო, როგორსაც დღეს ვიცნობთ, პირველად საბერძნეთში გამოჩნდა. პირველი ხსენება მის შესახებ ძველი ბერძნული ვაზის სურათზეა აღმოჩენილი. მასზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც თოკზე მობმული დისკის ფორმით თამაშობს.

ისინი იო-იოს ხისგან, ლითონის ან თიხის მასალისგან აკეთებდნენ. შესაძლოა, მას სრულწლოვანების ცერემონიისთვის იყენებდნენ, როცა გარკვეული ასაკის ბავშვი ღმერთებს ერთ ან რამდენიმე საკუთარ სათამაშოს აძლევდა.

ამის შესახებ იცოდით? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.