3 დღეზე გათვლილი ნაზი დეტოქსი „ღვთაება“ – 5 კგ დავიკელი და თავი ხორცშესხმული ანგელოზი მგონია

2592

ქალაქის პირობებში ცხოვრების დროს ჩვენ გვაწუხებს სტრესი, ცოტა გვძინავს და ბევრ მავნე საკვებს მივირთმევთ. სწორედ ამიტომ ხშირად ავად ვხვდებით, თავს ცუდად ვგრძნობთ და სამსახურში სწრაფად ვიღლებით. განწყობის და შრომისუნარიანობის გასაუმჯობესებლად, დრო და დრო განტვირთვის დღე უნდა მოაწყოთ.

დეტოქს დიეტა

აიურვერდის მეთოდით დიეტა ადვილად ათვისებად პროდუქტებს და სანელებლებს შეიცავს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აჩქარებენ. დეტოქს დიეტა წიდებსა და ტოქსინებს მოგაშორებთ, ხოლო წონის შემცირება სასიამოვნო გვერდითი ეფექტი იქნება. დიეტას საჭმლის მონელებას გააუმჯობესებს, შეშუპებას მოგაშორებთ და კანის ხარისხს უკეთეს გახდის.

დეტოქს დიეტა შიმშილობაში არ უნდა აგერიოთ, პირიქით, ეს გაწმენდის მეთოდია და ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს. დეტოქს დიეტის დაწყების წინ დარწმუნდით, რომ დიეტის დასაცავად განკუთვნილ პროდუქტებზე ალერგია არ გაქვთ.

დეტოქს დიეტის წესები

1. დიეტისთვის აუცილებლად უნდა მოემზადოთ. არ შეიძლება სხეულს მოულოდნელად აუკრძალოთ ის, რის მიღებასაც ყოველდღე მიჩვეულია. დიეტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ცხიმიანი, მარილიანი, ცხარე საკვების რაოდენობა შეამცირეთ.

2. დეტოქს დიეტის წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი წყლის მიღების რეჟიმის დაცვაა. ყოველდღე 1,5 სუფთა წყალი უნდა დალიოთ. ეს თირკმლების მუშაობას გააუმჯობესებს და ტოქსინებს ორგანიზმიდან უფრო სწრაფად გამოდევნის.

3. ეფექტს სახვევები, მასაჟი და ცურვა აძლიერებს.

4. დეტოქს დიეტა თვეში მაქსიმუმ ერთხელ უნდა დაიცვათ. 3 დღიანი დეტოქს დიეტა ალკოჰოლის, ცხიმიანი და ტკბილი საკვების, ასევე თამბაქოს მიღებას კრძალავს.

5. მკურნალობის დროს მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. დეტოქს დიეტა ყველა სამედიცინო პრეპარატთან თავსებადი არაა.

6. დიეტის დროს უპირატესობა ზომიერ ფიზიკურ ვარჯიშს და სრულყოფილ ძილს უნდა მიანიჭოთ.

1-ელი დღე

საუზმე: 200 გრ ფეტვის ფაფა 1 ფინიკთან და 15 გრ გოგრის თესლთან ერთად. ბალახების უშაქრო ჩაი.

სადილი: 250 მლ წვნიანი ისპანახთან ერთად, 100 გრ ჭარხლის სალათი ქინძთან და ბროწეულის მარცვლებთან ერთად, ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით მორთეთ. მწვანე ჩაი.

სამხარი: 150 მლ რძე, 3 ს/კ მზესუმზირას თესლი, დაქუცმაცებული ნიგოზი, ილი და ვანილი, ასევე 150 მლ მდუღარე წყალი აურიეთ და დააბლენდერეთ.

ვახშამი: 200 გრ ბრინჯის ფაფა სანელებლებთან ერთად, 200 გრ ახალი ბოსტნეული ორთქლზე ან ღუმელში მომზადებული. ჩაი.

მე-2 დღე

საუზმე: 1 ვაშლი, შავქლიავთან და ნუშთან ერთად გამომცხვარი, ჩაი.

სადილი: მსუბუქი წვნიანი ლობიოთი, 150 გრ გამომცხვარი ბოსტნეული, ჩაი

სამხარი: ნახევარი ავოკადო, წყალი

ვახშამი: ომლეტი ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი, ჩაი

მე-3 დღე

საუზმე: 200 გრ კინოა ბოსტნეულთან ერთად, ჩაი

სადილი: 200 გრ ბოსტნეულის რაგუ ლობიოსთან ერთად, 200 გრ ინდაურის ფილე გამომცხვარი ან ორთქლზე მომზადებული. ჩაი

სამხარი: სტაფილოს ჰალვა. სტაფილო გახეხეთ და რძეში 10 წუთით დაასველეთ, შემდეგ ქოქოსის ზეთში ზაფრანასთან, კაკალთან და სტევიასთან ერთად მოთუშეთ.

ვახშამი: გოგრის წვნიანი. მცენარეულ ზეთში გოგრა ხახვთან ერთად შეწვით, მდუღარე წყალი დაასხით და მარილი მოაყარეთ. კარტოფილი ფენებად დაჭერით და წვნიანი ხარშეთ, სანამ კარტოფილი არ დარბილდება. გემოვნებით ხმელი სუნელი დაუმატეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.