ყველამ უნდა ვიცოდეთ ვისთვის არ შეიძლება მარწყვის მოხმარება.

6427

მაისის ბოლოსთვის დგება მარწყვის, ზაფხულის ყველაზე პირველი და ზოგისთვის ყველაზე საყვარელი კენკრის, სეზონი. ვიტამინებს მონატრებული, ჩვენ მას დიდი რაოდენობით, პირდაპირი გაგებით ვშთანთქავთ. თუმცა, ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ მარწყვი ყველასთვის არაა სასარგებლო.

ის შეიძლება შეუცვლელი პროდუქტი იყოს ადამიანთა ერთი ნაწილისთვის, მეორესთვის კი კატეგორიულად მიღებელი. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ ვინ უნდა მოერიდოს მარწყვის ჭამას, ხოლო ვინ უნდა თქვას მასზე უარი საერთოდ.

მაწყვის სარგებელი

თავისი შემადგენლობის წყალობით, მარწყვს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებები აქვს, ზომიერი მოხმარების დროს მას ორგანიზმზე საერთო გამაჯანსაღებელი გავლენა აქვს, ეხმარება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების დარეგულირებას.

ვისთვის არაა მარწყვი რეკომენდებული

გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობისთვის მარწყვის სარგებელი არ გამორიცხავს მის უკუჩვენებებს. ნუ იჩქარებთ დახლებზე მარწყვის პირველივე ნაკადის შეძენას. ნაადრევი ნაყოფის მიღება ბავშვებისთვის განსაკუთრებით არ შეიძლება.

იმისათვის, რომ მოსავალი ნაადრევად დამწიფდეს, არაკეთილსინდისიერი ფერმერები მცენარეს მავნე ქიმიკატებით ამუშავებენ. დაელოდეთ კენკრის ბუნებრივ დამწიფებას და მიირთვით უსაფრთხოდ.

მარწყვის ნაყოფი შეიძლება ჰელმინტებისა და უმარტივესების კვერცხების გადამტანი იყოს. ამიტომ კარგად გარეცხეთ კენკრა, სანამ იგი მაგიდაზე მოხვდება. შეარჩიეთ მუქი-წითელი ნაყოფი დაზიანებების გარეშე.

1. ორსულობა

თუ ბავშვს ელოდებით, ფრთხილად შეარჩიეთ მარწყვი და ზომიერად მიირთვით. ჩვეულებრივ, კენკრას ქიმიკატების გამოყენებით ზრდიან. თუ ძალიან გინდათ, უპირატესობა მიანიჭეთ სახლის მარწყვს.

2. ლაქტაცია

მარწყვი ალერგიული პროდუქტია. ამიტომ, ბავშვს ალერგიული რეაქცია რომ არ განუვითარდეს, საერთოდ უარი თქვით ამ კენკრაზე ძუძუთი კვების პერიოდში.

3. 3 წლამდე ასაკი

ნებისმიერი წითელი კენკრა ძლიერი ალერგენია, ამიტომ, თუ ბავშვი ჯერ 3 წლის არაა, ნუ აჭმევთ მას მარწყვს. ამასთან, არსებობს კვებითი დარღვევებისა და მოწამლვის რისკი, ბავშვის ორგანიზმი ხომ უფრო მგრძნობიარეა ქიმიკატების მიმართ.

4. თირკმლების დაავადება

ხშირად, მარწყვის არაზომიერი მოხმარება ზრდის თირკმლებში კენჭების გაჩენის ალბათობას.

5. გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება

მარწყვი დიდი რაოდენობით მჟაუნმჟავასა და სალიცილის მჟავას შეიცავს, ისინი კი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და შეიძლება გასტრიტის ან წყლულის გამწვავების მიზეზი გახდეს. მარწყვზე არსებული უამრავი კურკაც იწვევს კუჭის კედლების გაღიზიანებას.

6. წნევის მარეგულირებელი მედიკამენტების მიღება

არ შეიძლება ერთდროულად მარწყვისა და ენაპრილიანი მედიკამენტების მიღება. ასეთი კომბინაცია თირკმლებზე დამატებით დატვირთვას იწვევს.

7. კარიესი

მარწყვი არაა რეკომენდებული მათთვის, ვისაც კარიესი აქვს.

ორგანიზმის მარწყვის მავნე გავლენის შესამცირებლად, არ მიირთვათ იგი უზმოზე. ეცადეთ, კენკრა რძის პროდუქტთან(ხაჭო, მაწონი, არაჟანი, ნაყინი, რძე, ნაღები) ერთად მიირთვათ.